სასტუმრო"რჩეული მარანი"
რჩეული მარანი, სასტუმროების ქსელი ,,რჩეული’’-ს პირველი სასტუმრო, მდებარეობს თელავის ძველ უბანში და გთავაზობთ არაჩვეულებრივ ხედებს ქალაქზე, ალაზნის ველზე და კავკასიონზე. 25 კომფორტული ოთახი ტრადიციული სტილის აივნებზე გადის, ხოლო ჰოლში თქვენ იხილავთ ფიროსმანის ნამუშევრების რეპროდუქციებს. სასტუმრო არაჩვეულებრივ გარემოს შეგიქმნით მოსასვენებლად, როგორც ოთახებში ასევე მის შიდა ეზოში. ჩვენი რესტორანი , ,,ძველი მარანი’’ ერთ-ერთი საუკეთესოა ქალაქში! ის აშენდა ძველ მარანზე , რომელიც აღმოჩენილი იქნა სასტუმროს მშენებლობის დროს და რომელიც პირვანდელი სახით არის შენარჩუნებული. სტუმრებს შეუძლიათ ადგილზე გაეცნონ ღვინის შენახვის ძველ ქართულ ტრადიციას.
სასტუმროს აქვს სრულად აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზი, რომელიც 55 ადამიანს იტევს. გარდა ამისა ჩვენ გთავაზობთ ტურისტულ პაკეტებს, იმისათვის რომ უკეთ გაეცნოთ თელავს და მის გარშემო არსებულ ისტორიულ ძეგლებს.
|