{"title":"არამხატვრული ლიტერატურა","description":null,"products":[{"product_id":"kulinaria-chemi-ojakhistvis","title":"კულინარია ჩემი ოჯახისთვის","description":"\u003cp\u003eწიგნში \"კულინარია ჩემი ოჯახისთვის\" წარმოდგენილია როგორც ქართული ტრადიციული, ასევე თანამედროვე და უცხოური სამზარეულოს ორიგინალური რეცეპტები, რომლებიც ყველა გურმანის გემოვნებას დააკმაყოფილებს. კერძები, დესერტები, სასმელები… ცომეული, ხორცეული, თევზეული… აქ ყველაფერია. რეცეპტები დაყოფილია სეზონების მიხედვით და შესაბამისად, ინგრედიენტებიც სეზონების შესაბამისად არის შერჩეული. წიგნში მოცემული ორიგინალური რეცეპტები დააინტერესებს კულინარიით გატაცებულ ნებისმიერ ადამიანს.\u003c\/p\u003e","brand":"ქეთევან ადეიშვილი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809762689277,"sku":"PL-6410","price":49.95,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/kulinaria-chemi-ojaxisTvis-cover-1_d00deda2d7f77a0f61dfb2003c0064cb.png?v=1793830177"},{"product_id":"mtserloba-rogorts-kheloba","title":"მწერლობა, როგორც ხელობა","description":"\u003cp\u003eთუ რომანის შეთხზვა თვითგამოხატვის საშუალებაა, წერის პროცესის აღწერაც აუცილებლად მოიაზრებს საკუთარ თავზე თხრობას. ამდენად, ჰარუკი მურაკამის „მწერლობა, როგორც ხელობა“ ერთგვარი ავტობიოგრაფიული ესეების კრებულია.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eრატომ გახდა მწერალი? ყოველდღიურად სასტიკ რეალობას ვაწყდებოდი, ამიტომ მინდოდა ჩემით გამოჩორკნილი კონტა სამყარო, თავშესაფარი მქონოდაო.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eრატომ დაწერა ეს წიგნი? იმიტომ, რომ მკითხველს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს. მომავალ მწერლებს კი მკაფიოდ და პრაქტიკულად უჩვენოს გზა, – გრძელი, რთული და წინააღმდეგობრივი, – რომელიც თავად გაიარა.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eეს წიგნი მათთვისაა, ვისაც აინტერესებს შემოქმედებითი აზროვნების ბუნება – როგორ ყალიბდება შინაგანი ხმა სიტყვებად და როგორ იქცევა ყოველდღიური გამოცდილება ხელოვნებად.\u003c\/p\u003e\u003cp\u003e„მჯერა, ადამიანი იმიტომ არ წერს რომანებს, რომ ეს ვინმემ სთხოვა. ის წერს, რადგან მოთხოვნილება აქვს: ძლიერი შინაგანი მოტივაცია უბიძგებს, წეროს და გაუძლოს ყველა გასაჭირს, რომელიც მწერლობას ახლავს“.\u003c\/p\u003e","brand":"ჰარუკი მურაკამი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809766949117,"sku":"PL-6271","price":16.95,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/SKRIPTORIUMI_-_haruki_murakami_-_mwerloba_rogorc_xeloba-1_820e7e73ecc90d85e8d8c6fdd9e560bd.jpg?v=1793830292"},{"product_id":"jein-ostinis-tsignaki","title":"ჯეინ ოსტინის წიგნაკი","description":"\u003cp\u003eინგლისზე, სიყვარულსა და საზოგადოებაზე დაწერილი რომანების დამსახურებით მწერალი ჯეინ ოსტინი მთელ მსოფლიოში უყვართ, მაგრამ არც ისე ბევრი ვიცით მის ცხოვრებაზე, ინტერესებზე, პირად ურთიერთობებსა თუ იმ სირთულეებზე, რომელთა დაძლევაც სამწერლო ასპარეზზე გამოსულ ქალს უწევდა. „ჯეინ ოსტინის წიგნაკი“ ოსტინის შემოქმედების მოყვარულებს ამ დანაკლისს ნამდვილად შეუვსებს.\u003c\/p\u003e\u003cp\u003e„ჯეინ ოსტინის წიგნაკი“ - ესაა წიგნი, რომელიც ერთი მხრივ წარმოგვიდგენს მწერალ ჯეინ ოსტინს თავისი ნაწარმოებების მიღმა და იმავდროულად, გვაცნობს ჯეინის რომანების შექმნის საფუძვლებს, გვიხსნის მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობის ხანგრძლივი გავლენის მიზეზებს.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eჯეინ ოსტინის ჩანაწერების, წერილებისა და თუ წიგნების გაანალიზებაზე დაყრდნობით, ასევე უამრავი შთამბეჭდავი, მეტყველი ილუსტრაციის მოშველიებით „ჯეინ ოსტინის წიგნაკი“ ნებისმიერ ჩვეულებრივ ბიოგრაფიაზე ნათლად გვიხატავს მწერლის ცხოვრებას.\u003c\/p\u003e","brand":"სოფი კოლინზი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809768456445,"sku":"PL-6216","price":22.95,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/ostini_95355dc47d0f591b06e83a479dec7789.png?v=1793830333"},{"product_id":"dzeni-da-tseris-khelovneba","title":"ძენი და წერის ხელოვნება","description":"\u003cp\u003e„ძენი და წერის ხელოვნება“ შთამბეჭდავი წიგნია, რომელშიც განუმეორებელი რეი ბრედბერი გვიზიარებს მთელი ცხოვრების განმავლობაში დაგროვილ სიბრძნესა და გამოცდილებას. ამ წიგნში შესული ესეები ოცდაათი წლის განმავლობაში, სხვადასხვა დროსაა დაწერილი, განსაკუთრებული აღმოჩენების გამოსახატად. აქ წაიკითხავთ პრაქტიკულ რჩევებს წერის ხელოვნების შესახებ - როგორ ვიპოვოთ ორიგინალური იდეები, როგორ დავხვეწოთ საკუთარი სტილი და ხმა. გარდა ამისა, რეი ბრედბერი გვიზიარებს საინტერესო ამბებს საკუთარი ცხოვრებიდან და კარიერიდან - როგორი იყო რომანების, მოთხრობების, ლექსების, ფილმებისა და პიესების ავტორის გრძელი და უჩვეულო გზა.\u003c\/p\u003e\u003cp\u003e„ძენი და წერის ხელოვნება“ უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ სახელმძღვანელო დამწყები მწერლებისთვის: ესაა წერით მოგვრილი სიხარულის შესახებ დაწერილი წიგნი, რომელიც შთაგვაგონებს და გვახსენებს ლიტერატურის მნიშვნელობასა და ძალას. იგი ერთდროულად აღვიძებს ჩვენში მწერალს, რომელიც მზადაა, წეროს გატაცებით და მკითხველს, რომელიც ახალ ტექსტებთან შეხვედრას მოუთმენლად ელოდება.\u003c\/p\u003e\u003cp\u003e„როდესაც სიკვდილი სხვებს შეაჩერებს, თავ-პირის მტვრევით გავარდით საბეჭდი მანქანისკენ.“\u003c\/p\u003e","brand":"რეი ბრედბერი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809768685821,"sku":"PL-6207","price":16.95,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/E1_83_91_E1_83_A0_E1_83_94_E1_83_93_E1_83_91_E1_83_94_E1_83_A0_E1_83_98_4d189185b042c9010bf8031900d317d0.jpg?v=1793830341"}],"url":"https:\/\/www.rcheuli.ge\/collections\/aramkhatvruli-literatura.oembed","provider":"Rcheuli","version":"1.0","type":"link"}