{"title":"ბესტსელერები","description":"\u003cp\u003eთვის ყველაზე გაყიდვადი წიგნები.\u003c\/p\u003e","products":[{"product_id":"amerikeli-snaiperi","title":"ამერიკელი სნაიპერი","description":"\u003cp\u003e\"1999-დან 2009 წლამდე ამერიკის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სპეც დანიშნულების რაზმის წევრმა, სნაიპერმა კრის კაილმა, ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ისტორიაში ყველაზე მეტი მოწინააღმდეგე გაანადგურა.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eმისმა თანამებრძოლებმა, რომელთა სიცოცხლესაც იცავდა ერაყში, — სახლების სახურავებიდან თუ ჩასაფრებული პოზიციებიდან, — ”ლეგენდა” შეარქვეს, მტრებმა კი ”ალშაითანი“, ანუ ეშმაკი უწოდეს და მისი მოკვლისთვის ჯილდო დააწესეს.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eკაილი დოკუმენტური სიზუსტით აღწერს ომის საშინელებას, მათ შორის, ორი უახლოესი მეგობრის სიკვდილს. მისი მეუღლე, ტაია, გულახდილად გვიყვება, თუ რა მძიმე დაღი დაასვა ომმა მათ ოჯახსა და პირადად კრისს.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eეს არის შესანიშნავად და დეტალურად აღწერილი ამბავი იმაზე, თუ როგორ იბრძვიან ერაყში. ეს არის სიმამაცის, ჰუმანიზმისა და ვაჟკაცობის ამბავი.\u003c\/p\u003e\u003cp\u003e\"\u003c\/p\u003e","brand":"კრის კაილი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809512112381,"sku":"PL-6128","price":16.95,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/amerikeli-snaiperi-cover-1_364f9f0146264f2028c9f1c3565eb9ce.jpg?v=1793823815"},{"product_id":"martokatsi","title":"მარტოკაცი","description":"\u003cp\u003eამ რომანს თამამად შეიძლება ეწოდოს „მამაჩემის წიგნი“. ფრედერიკ ბეგბედერი მამის, ჟან-მიშელ ბეგბედერის (1938-2023), „საძებნელად“ მიდის, ცდილობს „ამოხსნას“ ეს მარტოსული და გულჩახვეული კაცი, რომელიც კათოლიკუა სამხედრო სკოლა-ინტერნატმა, მერე კი „ჯვრისკრიალოსნიან კაპოებსა“ და ძმებ მარიანისტებთან გატარებულმა წლებმა სამუდამოდ გამოაწრთო. მენეჯმენტი ჰარვარდის ბიზნესსკოლაში შეისწავლა და გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან, თითქმის 50 წლის განმავლობაში, „მთელი CAC40 მოაყომარა” — ის „თავებზე მონადირე“ იყო, მსოფლიოს სხვადასხვა კომპანიისთვის ტოპმენეჯერებს არჩევდა.\u003c\/p\u003e\u003cp\u003e„მარტოკაცი“ ელეგიაა აწ უკვე გარდაცვლილ მამაზე, ჰედონისტთა თაობის პორტრეტი. ჟან-მიშელ ბეგბედერი ერთდროულად პესიმისტი ფილოსოფოსი და მაღალი საზოგადოების ფლეიბოი იყო, რომელიც ენთუზიაზმით იღებდა XX საუკუნეს, მის სიამეებსა და ნაკლოვანებებს, გლობალიზაციას. შვილი სიყვარულით წერს მამაზე, რომელიც მრა ვალი წლის შემდეგ „იპოვა“ და გაიცნო.\u003c\/p\u003e","brand":"ფრედერიკ ბეგბედერი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809512177917,"sku":"PL-6305","price":14.95,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/martokaci-cover-1_5499a8df13f24fdf86b8e484918bd868.png?v=1793823817"},{"product_id":"shemodgomis-sitsiveebi","title":"შემოდგომის სიცივეები","description":"\u003cp\u003eაგათა კრისტის, დეტექტიური ჟანრის აღიარებულ მწერალს, შესანიშნავად იცნობს ჩვენ მკითხველი. მის წიგნებს ყველა ასაკის დეტექტივების მოყვარული კითხულობს, ასეთი პოპულარობის საიდუმლო კი მის სამწერლო ოსტატობაშია.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eდეტექტიური პროზის დედოფალმა ლიტერატურული მოღვაწეობის 50-ზე მეტი წლის განმავლობაში სამოცზე მეტი დეტექტივი, უამრავი მოთხრობა და რამდენიმე პიესა დაწერა.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eმისი მოთხრობები, რომანებისგან განსხვავებით, არც ისე ცნობილი იყო და იშვიათადაც ითარგმნებოდა, თუმცა ავტორის დიდ ნაწარმოებებს არც ერთი არ ჩამოუვარდება არც სიუჟეტის სიმძაფრით და არც მაძებრების გამჭრიახობით. ამ კრებულში გამოქვეყნებული მოთხრობები სწორედ ამის დასტურია. თქვენ კვლავ შეხვდებით შეუდარებელ ერკიულ პუაროს, გონიერ მის მარპლს, უშიშარ ტომისა და ტაპენსს თუ დინჯ ჯენტლმენ სატერთუეითს.\u003c\/p\u003e","brand":"აგათა კრისტი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809512243453,"sku":"PL-6237","price":15.95,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/FEDZ9AzGPBCMOBHTnCAyovRThZDaG2PCajQAhDFJ_e740baa7eff3e74acf6085fee2ee49f9.jpg?v=1793823817"},{"product_id":"shua-zafkhulis-saidumloebi","title":"შუა ზაფხულის საიდუმლოები","description":"\u003cp\u003eშუა ზაფხული... პაპანაქება სიცხე და უცნაურად მომძლავრებული ბოროტმოქმედებები... ისინი ყველგან არიან: საფრანგეთის რივიერაზე, საბერძნეთში, დელფოს ტაძრების ნანგრევებში, ეგვიპტეში, ნილოსზე მოგზაურობისას, თუ რესპექტაბელურ ინგლისურ ოჯახში, მაგრამ რას გახდებიან ცნობილ მაძებრებთან?! ვინ რას გამოაპარებს გონიერ მოხუცს, მის მარპლს, პარკერ პაინს ან შეუდარებელ პატარა ბელგიელს, სახელგანთქმულ ერკიულ პუაროს!\u003c\/p\u003e\u003cp\u003eკიდევ ერთხელ გაჰყვეთ მათ სახიფათო თავგადასავლებში და დატკბით დეტექტივების დედოფლის, აგათა კრისტის უბადლო მწერლური ოსტატობით.\u003c\/p\u003e","brand":"აგათა კრისტი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809514504445,"sku":"PL-6151","price":15.99,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/agaTa---sezonebi-shua-zafxulis-saidumloebi-yda-1_b679ea4115fb873774ce5ab3ff09d817.png?v=1793823819"},{"product_id":"qortsilis-stumrebi","title":"ქორწილის სტუმრები","description":"\u003cp\u003eდიდებული სასტუმრო, ქორწილის სტუმრების მხიარულება, შოკოლადის ღვინის (სხვათა შორის, არც ისე მაღალი ხარისხის) ზღვა და ქმრის ღალატისგან და უშვილობისგან გულგატეხილი ფიბი, რომელსაც თავის მოკვლა გადაუწყვეტია ძვირადღირებულ ნომერში. ეს რომანი უპირველესად საკუთარი თავის ძიებაზეა, მთავარი გმირის ამბოხზე, რომ არ დაემორჩილოს სხვათა ნება-სურვილსა და ცხოვრების წესებს; ცოლქმრულ და მეგობრულ ურთიერთობებზე, როგორ განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან და რად შეიძლება გადაიქცეს. სასტუმროში სრულიად უცნობ ხალხთან გატარებული რამდენიმე დღე მთლიანად შეცვლის არა მარტო ფიბის ცხოვრებას, არამედ თავად მასაც და ის მიიღებს გადაწყვეტილებას, რომლის მიღებასაც იმ, ძველ ცხოვრებაში ვერასდროს გაბედავდა. \"ქორწილის სტუმრები\" Goodreads Choice Awards 2024-ის გამარჯვებული რომანია, ის გამოქვეყნებისთანავე გახდა ბესტსელერი, რომლის ეკრანიზაციის უფლება კომპანია TriStar Pictures-მა მოიპოვა.\u003c\/p\u003e","brand":"ელისონ ესპაქი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809514569981,"sku":"PL-6439","price":16.99,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/E1_83_A5_E1_83_9D_E1_83_A0_E1_83_AC_E1_83_98_E1_83_9A_E1_83_98_E1_83_A1__E1_83_A1_E1_83_A2_E1_83_A3_E1_83_9B_E1_83_A0_E1_83_94_E1_83_91_E1_83_98_66ff4b02d066fcba0d61fe7b32fb6ba0.jpg?v=1793823820"},{"product_id":"sastsaulebis-tvla","title":"სასწაულების თვლა","description":"\u003cp\u003eნიკოლას სპარქსის „სასწაულების თვლა“ არის ემოციური რომანი, რომელშიც სამი ადამიანის ბედისწერა ერთმანეთთან იკვეთება. დროთა განმავლობაში, პერსონაჟები, რომლებმაც ცხოვრებაში დიდი ტკივილი, დანაკარგი და იმედგაცრუება გამოიარეს, სწავლობენ, როგორ დაინახონ „სასწაულები“ ურთიერთობებში, პატიებასა და დაბრუნებაში...\u003c\/p\u003e\u003cp\u003eყოფილ რეინჯერს, ტანერ ჰიუზს, ბებიის ანდერძი ბიოლოგიური მამის საძიებლად მშობლიურ მხარეში აბრუნებს. ის აქ ხვდება ქეითლინ კუპერს, ქალს, რომლის ცხოვრებაც პასუხისმგებლობებითა და წარსულის დაუმუშავებელი ტრავმებითაა სავსე. მათ შორის გაჩენილი კავშირი ორივეს აიძულებს — თვალი გაუსწორონ საკუთარ შიშებსა და ტკივილს.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eპარალელურად, ასაკოვანი ქვრივი, ჯასპერი, ტყეში განამრტოებით ცხოვრობს და ლეგენდარული თეთრი ირმის დაცვას ცდილობს, რითაც ძველ დანაკარგებსა და დანაშაულის გრძნობას ემალება.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eსამივე პერსონაჟის ისტორიის ერთდროული განვითარება ქმნის თბილ, ემოციურ და იმედით სავსე ნარატივს, სადაც შემთხვევითი შეხვედრები, მოგონებები და ადამიანებს შორის მოულოდნელი კავშირები თანდათან ერთ მთლიან ისტორიად ყალიბდება. რომანი გვახსენებს, რომ ყველაზე დიდი ცვლილებები ხშირად სწორედ მაშინ იწყება, როცა ადამიანები მზად არიან, ირწმუნონ — ცხოვრების ყველაზე ჩვეულებრივ დეტალებშიც კი შეიძლება იმალებოდეს სასწაული.\u003c\/p\u003e","brand":"ნიკოლას სპარქსი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809763279101,"sku":"PL-6392","price":18.95,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/SPARQSI-SASWAULEBIS-TVLA-1__1__f4160817cbc1b5200a7ff55f14071f54.png?v=1793830195"},{"product_id":"brijit-jonsis-dghiuri","title":"ბრიჯიტ ჯონსის დღიური","description":"\u003cp\u003eჰელენ ფილდინგი ბრიტანელი რომანისტი, სცენარისტი და ჟურნალისტია, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟის, ბრიჯიტ ჯონსის, შექმნით. ფილდინგის პირველი რომანის სიუჟეტი აფრიკაში, ლტოლვილთა ბანაკში ვითარდებოდა, ბრიჯიტზე წერა კი გაზეთ The Independent-ში, ანონიმური სვეტის სახით დაიწყო. ეს სვეტი მოულოდნელ ჰიტად იქცა და საფუძვლად დაედო ოთხ რომანს, რომლებიც გლობალურ ბესტსელერებად იქცა და ორმოცზე მეტ ენაზე ითარგმნა, აგრეთვე, ოთხ ფილმს ბრიჯიტ ჯონსის შესახებ. ჰელენი ოთხივე ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი და სცენარისტი იყო. ახლახან გამოსულმა ფილმმა Bridget Jones: Mad About the Boy პრემიერის კვირაში სალარო რეკორდები მოხსნა.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eფილდინგი აგრძელებს თანამშრომლობას ბრიტანულ გაზეთებთან და მუშაობას დოკუმენტურ ფილმებზე, მათ შორის Thames TV-ის დოკუმენტურ ნამუშევარზე Where Hunger is a Weapon, რომელიც სამხრეთ სუდანის ომს ეხება.\u003c\/p\u003e\u003cp\u003e2024 წელს The New York Times-მა Bridget Jones’s Diary დაასახელა Catch-22-ის შემდეგ გამოცემულ ოცდაორ ყველაზე სასაცილო რომანს შორის, ხოლო 2016 წელს BBC-ის გადაცემამ Woman’s Hour ბრიჯიტ ჯონსი შეიყვანა იმ შვიდი ქალის ჩამონათვალში, რომლებმაც ბოლო შვიდი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს ქალთა კულტურაზე — მიუხედავად იმისა, რომ ის რეალური პიროვნება არ არის.\u003c\/p\u003e","brand":"ჰელენ ფილდინგი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809765867773,"sku":"PL-6311","price":16.95,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/brijit-jonsis-dgiuri-cover-1_b6407e53723720c413fdc942e6eb69a8.png?v=1793830261"},{"product_id":"neba-mietsi-mat-teoria","title":"ნება მიეცი მათ თეორია","description":"\u003cp\u003eრა რეაქცია გექნება, თუ აღმოაჩენ, რომ ბედნიერების, წარმატებისა და სიყვარულის გასაღები მხოლოდ სამი სიტყვაა? თუ ოდესმე ჩიხში აღმოჩენილხარ, გამოფიტულად ან იმედგაცრუებულად გიგრძნია თავი, იცოდე - პრობლემა შენ არ ხარ, პრობლემა ისაა, რომ შენს ენერგიას სხვას აძლევ. სამი უბრალო სიტყვა - ნება მიეცი მათ - გაგათავისუფლებს. გათავისუფლებს სხვისი აზრების, დრამისა და განსჯისგან. გათავისუფლებს მუდმივი მცდელობისგან, აკონტროლო ყველა და ყველაფერი გარშემო. ”ნება მიეცი მათ“ თეორია ენერგიას უკან გიბრუნებს, კვლავ შენს ხელში, რათა შექმნა ცხოვრება, რომელსაც იმსახურებ, და ეს წიგნი ზუსტად გიჩვენებს, როგორ უნდა გააკეთო ეს. კარგად გასაგები ენით დაწერილი ამ გზამკვლევით მელ რობინსი გვიზიარებს საკუთარ განცდებს, გამორჩეულ მაგალითებს, მთავარ აზრებსა და თანამედროვე კვლევებს, გვაცნობს მსოფლიო დონის ექსპერტებს ფსიქოლოგიის, ნეირომეცნიერების, ურთიერთობების, ბედნიერებისა და უძველესი სიბრძნის სფეროში, რომელთა აზრებიც თანხვედრაშია ”ნება მიეცი მათ“ თეორიასთან. ”ნება მიეცი მათ“ თეორია სრულად შეცვლის შენს შეხედულებასა და დამოკიდებულებას ურთიერთობების, კონტროლისა და საკუთარი ენერგიის მიმართ.\u003c\/p\u003e","brand":"მელ რობინსი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809767309565,"sku":"PL-6253","price":19.95,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/neba-mieci-maT-cover-2026-1_296199bf0e43839485cf6b94ac5809bf.jpg?v=1793830301"},{"product_id":"qarishkhliani-ugheltekhili","title":"ქარიშხლიანი უღელტეხილი","description":"\u003cp\u003e,,იმხანად თვრამეტი წლის მომხივლავი ქალიშვილი იყო.ბავშვური მანერები ჰქონდა,საკმაოდ მახვილგონიერიც გახლდათ,გრძნობების მკვეთრად გამოვლენა და ძალზე ფიცხი ხასიათი გამოარჩევდა,თუ ვინმე გააბრაზებდა.მის ძმას,ნაზად რომ უყვარდა დაიკო, კინაღამ გული გაუსკდა, მისი არჩევანის ამბავი რომ შეიტყო.\"\u003c\/p\u003e","brand":"ემილი ბრონტე","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809814921469,"sku":"PL-4949","price":14.95,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/cxovreba-qalebis-kalmiT--emili-bronte---qarishxliani-uReltexili-2025-kolori_e331806302e18ce6d2717f2e22696fda.png?v=1793831018"},{"product_id":"fekhebze-dakidebis-natifi-khelovneba","title":"ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება","description":"\u003cp\u003eსაკუთარ თავში შეუპოვრობისა და სითამამის აღმოჩენისთვის, სულაც არაა საჭირო თავის წარმოჩენა. პირიქით, ამისთვის ჩვენს დეფექტებსა და ნაკლოვანებებზე თავის გასწორება უნდა შეგვეძლოს. სწორედ ასეთ იდეებზეა აგებული წიგნი, მარკ მენსონის ,,ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება''. გვასწავლის: 1. როგორ გავუსწოროთ თვალი სამყაროში არსებულ გამოწვევებს? 2. როგორ შევიცნოთ საკუთარი თავი სირთულეების გადალახვის შემდეგ? 3. როგორ შევეგუოთ იმ აზრს, რომ ამ ქვეყანაში სულაც არაა ყველაფერი, ისე, როგორცადაც ჩვენ წარმოგვიდგენია.\u003c\/p\u003e","brand":"მარკ მენსონი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809830453501,"sku":"PL-3815","price":16.95,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/TsL452prgpXr8S34hY9Eu6PsZu8doUOFKLRo2muW.png?v=1793831236"},{"product_id":"tsb-ifiqre-da-gamdidrdi","title":"წ.ბ - იფიქრე და გამდიდრდი","description":"\u003cp\u003eეს წიგნი ფულის შოვნის საიდუმლოს გაგანდობთ, ბევრ რამეზე სხვანაირად დაგაფიქრებთ და მერე იქნებ ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაშიც დაგეხმაროთ. ნაპოლეონ ჰილმა \"იფიქრე და გამდიდრდი\" თავისივე ცნობილი წიგნის - \"წარმატების კანონის\" მიხედვით შექმნა.მასში წარმატებული და მდიდარი ადამინების გამოცდილება, ნააზრევი თუ რეკომენდაციები საინტერესოდ და დახვეწილი სტილით არის გადმოცემული, ეს კი წიგნს განსაკუთრებით საინტერესოს ხდის. ეგებ ეს წიგნი მილიონ დოლარადაც გიღირდეთ.\u003c\/p\u003e","brand":"ნაპოლეონ ჰილი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809830519037,"sku":"PL-3812","price":16.95,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/89f3RTBBMGkDXjcKaDuGLed3ih79AJwfsXiyWI3i.png?v=1793831237"},{"product_id":"seqsi-did-qalaqshi","title":"სექსი დიდ ქალაქში","description":"\u003cp\u003eროგორია სექსი დიდ ქალაქში? ვინ არიან ნიუიორკელი ფემინისტები, ვინ ვისი შეყვარებული ან საყვარელია და, საერთოდაც, რამდენად სასურველია ქალი თანამედროვე სამყაროსთვის? \"სექსი დიდ ქალაქში\" - მრავალი ემის ჯილდოსა და ოქროს გლობუსის მფლობელი პოპულარული ამერიკული საკაბელო ტელესერიალია, რომელიც ქენდის ბუშნელის წიგნის \"სექსი დიდ ქალაქში\" მიხედვით შეიქმნა. წიგნი პირველად 1997 წელს გამოიცა და უკვე 33 ენაზეა ნათარგმნი.\u003c\/p\u003e","brand":"ქენდის ბუშნელი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809840349437,"sku":"PL-2866","price":16.95,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/seqsi-did-qalaqSi-reprint-2024-1_91ad8a74b7520ebdeb71095cdc2d6081.jpg?v=1793831362"}],"url":"https:\/\/www.rcheuli.ge\/collections\/bestsellers.oembed","provider":"Rcheuli","version":"1.0","type":"link"}