{"title":"სიახლეები","description":"\u003cp\u003eახლახან გამოცემული წიგნები.\u003c\/p\u003e","products":[{"product_id":"medusa","title":"მედუსა","description":"\u003cp\u003eღმერთების ნება უცვლელია, მათი სურვილები კი — სასტიკი, და ვაი მას, ვინც მათ არ დაემორჩილება.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eმედუსა ოდესღაც მშვენიერი გოგონა იყო და მხოლოდ ბედნიერი ცხოვრება სურდა, მაგრამ გაბედა და უარყო უძლიერესი ზღვის ღმერთი — პოსეიდონი, თუმცა ამაოდ, განრისხებულმა ათენამ არ აპატია სილამაზე და გოგონა სასტიკად დასაჯა. ახლა მას ქალღმერთის წყევლით უწევს ცხოვრება: „წყეული იყოს ყველა სულელი, ვინც შემოგხედავს!“ — თმის ნაცვლად თავზე ფერად-ფერადი დაკლაკნილი გველებით, იგი იძულებულია ბნელ გამოქვაბულში დაიმალოს.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eერთ დღესაც მის კუნძულზე მზესავით მანათობელი ბიჭი — პერსევსი გამოჩნდება და სამუდამოდ შეიცვლება მედუსას ცხოვრება. იქნებ ამჯერად მაინც გაუღიმოს ბედმა, იქნებ მიიღონ ისეთი, როგორიც არის?! გოგონას გულში იმედი ჩნდება, იმედი კი, როგორც ამბობენ, ბოლოს კვდება.\u003c\/p\u003e","brand":"ჯესი ბურტონი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809511751933,"sku":"PL-6496","price":18.99,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/ANAGENISI---jesi-burtoni---medusa-2025_b20af7ca645c2e36bf17610905fdb7d8.png?v=1793823812"},{"product_id":"tanamedrove-marketingi","title":"თანამედროვე მარკეტინგი","description":"\u003cp\u003eთანამედროვე მარკეტინგის საფუძვლები თქვენს კომპანიას ახალი ტალანტების, შესაძლებლობებისა და უნარების მოზიდვაში დაეხმარება. წიგნი მაქსიმალურადაა კონცენტრირებული მთავარზე, მასში წარმოდგენილია ის აუცილებელი ცოდნა, რომელიც მთელი მსოფლიოს პრაქტიკოსებსაც სჭირდებათ და სტუდენტებსაც. ის მკითხველს თანამედროვე მარკეტინგის თეორიულ საფუძვლებისა და მარკეტინგში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის შესაძლებლობას მისცემს. წიგნის ჭეშმარიტი ფასეულობა მასში გადმოცემული ადგილოებრივი წარმადებების ისტორიებია - იმ ბიზნესების წარმატებებისა, რომლებმაც თავიანთი ბაზრები თავად შექმნეს.\u003c\/p\u003e","brand":"ფილიპ კოტლერი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809511817469,"sku":"PL-6495","price":60.0,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/E1_83_9B_E1_83_90_E1_83_A0_E1_83_99_E1_83_94_E1_83_A2_E1_83_98_E1_83_9C_E1_83_92_E1_83_98_44f067bcb35a1da868c73d7a42e62cce.jpg?v=1793823812"},{"product_id":"antsukhelidze-omis-namskhvrevebi-rbilydiani","title":"ანწუხელიძე- ომის ნამსხვრევები - რბილყდიანი","description":"\u003cp\u003e90-იანი წლების სისხლიანი დაპირისპირება აფხაზეთსა და შიდა ქართლში, 2008 წლის აგვისტოს ომი, ფერფლად ქცეული ქართული სოფლები, მიძინებული ჭრილობები... რუსულ იმპერიალიზმთან ორ საუკუნეზე მეტ ხანს გაუნელებელი ომის უახლესი ნაკვალევი, სახელები, ამბები და ტკივილები, რომლებიც ცალკეული ადამიანების მეხსიერებაშია შემორჩენილი, კოლექტიური მეხსიერების კუთვნილება ხდება.\u003c\/p\u003e\u003cp\u003e„ანწუხელიძე. ომის ნამსხვრევები“ წარმოუდგენელი ძალის წიგნია ომში ჩაბმულ რიგით ადამიანებზე, რომლებსაც განგებამ და გარემოებებმა განუსაზღვრეს ისტორიული მისია – ეჩვენებინათ ინდივიდუალური წინააღმდეგობის ძალა და საქართველოს ბედმა თუ უბედობამ შვა ათასობით უსახელო გმირი და დააწერინა მწერალს ერთგულების, თავგანწირვისა და უდრეკობის ასობით მაგალითის დამტევი და იმის იმედით გაჟღენთილი წიგნი, რომ გმირები, რომლებიც აქამდე დაიხოცნენ, კიდევ მოვლენ!\u003c\/p\u003e\u003cp\u003eდა მარად ცოცხალი იქნება გიორგი ანწუხელიძე – თავისუფალი და გაუტეხელი საქართველოს იდეის განსახიერება.\u003c\/p\u003e","brand":"გიორგი კეკელიძე","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809511915773,"sku":"PL-6494","price":14.99,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/anwuxeliZe_6c001ab7bc6c63b3e5fdd5e92d6ba339.jpg?v=1793823813"},{"product_id":"112263","title":"11\/22\/63","description":"\u003cp\u003eჯეიკ ეპინგი, უბრალო მასწავლებელი, შემთხვევით აღმოაჩენს საიდუმლო პორტალს, რომელიც მას 1958 წლის ამერიკაში აბრუნებს. მის წინაშე შეუძლებელი მისია დგება - აღკვეთოს 1963 წლის 22 ნოემბერს მომხდარი, პრეზიდენტ ჯონ ფ. კენედის მკვლელობა და შეცვალოს მსოფლიო ისტორიის მიმდინარეობა. მაგრამ წარსული ჩარევას ეწინააღმდეგება — ყოველი მცდელობა ახალი რეალობის შექმნისა მოულოდნელ და ხშირად საშიშ შედეგს იწვევს.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eხუთი წლის განმავლობაში წინა ეპოქაში მცხოვრები ჯეიკი ებრძვის დროს, ბედსა და საკუთარ ეჭვებს — ღირს კი ერთი სიცოცხლის გადარჩენა, თუ ეს სამყაროს ბალანსს დაარღვევს?\u003c\/p\u003e\u003cp\u003eმასშტაბური, ემოციური და დაუვიწყარი - „11\/22\/63“- წიგნი დროის, არჩევანისა და პასუხისმგებლობის შესახებ — და იმის შესახებაც, თუ რა ფასად შეიძლება დაგვიჯდეს დროის წინააღმდეგ გალაშქრება.\u003c\/p\u003e","brand":"სტივენ კინგი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809511981309,"sku":"PL-6493","price":34.95,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/kingi_47222de7d1b4f148ba39941763f2e920.jpg?v=1793823814"},{"product_id":"manqanebi-agenti-manqanebis-tavgadasavali","title":"მანქანები - აგენტი მანქანების თავგადასავალი","description":"\u003cp\u003eმთელი მსოფლიო ერთ დიდ სარბოლო ტრასად გადაიქცევა, როცა სუპერვარსკვლავი ელვა მაკქუინი და მისი გუნდი საყვარელ საქმიანობას უბრუნდება.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eმანამდე კი მათ ბოროტ აგენტ მანქანებთან შერკინება უწევთ ყველგან, სადაც მახეა დაგებული: მიწასა და წყალში, ცეცხლსა და ჰაერში, თუმცა სიკეთე და მეგობრობა, საბოლოოდ, ყველგან იმარჯვებს. ამის მოწმე ნამდვილად გახდებით, თუ „აგენტი მანქანების თავგადასავალს“ წაიკითხავთ.\u003c\/p\u003e","brand":"Rcheuli","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809512046845,"sku":"PL-6492","price":19.99,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/Cover_DwCsPb_DPWCSPB588_geo_28.09_cee1d6b101e0afe47aa24d3e827c9f81.png?v=1793823815"},{"product_id":"qortsilis-stumrebi","title":"ქორწილის სტუმრები","description":"\u003cp\u003eდიდებული სასტუმრო, ქორწილის სტუმრების მხიარულება, შოკოლადის ღვინის (სხვათა შორის, არც ისე მაღალი ხარისხის) ზღვა და ქმრის ღალატისგან და უშვილობისგან გულგატეხილი ფიბი, რომელსაც თავის მოკვლა გადაუწყვეტია ძვირადღირებულ ნომერში. ეს რომანი უპირველესად საკუთარი თავის ძიებაზეა, მთავარი გმირის ამბოხზე, რომ არ დაემორჩილოს სხვათა ნება-სურვილსა და ცხოვრების წესებს; ცოლქმრულ და მეგობრულ ურთიერთობებზე, როგორ განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან და რად შეიძლება გადაიქცეს. სასტუმროში სრულიად უცნობ ხალხთან გატარებული რამდენიმე დღე მთლიანად შეცვლის არა მარტო ფიბის ცხოვრებას, არამედ თავად მასაც და ის მიიღებს გადაწყვეტილებას, რომლის მიღებასაც იმ, ძველ ცხოვრებაში ვერასდროს გაბედავდა. \"ქორწილის სტუმრები\" Goodreads Choice Awards 2024-ის გამარჯვებული რომანია, ის გამოქვეყნებისთანავე გახდა ბესტსელერი, რომლის ეკრანიზაციის უფლება კომპანია TriStar Pictures-მა მოიპოვა.\u003c\/p\u003e","brand":"ელისონ ესპაქი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809514569981,"sku":"PL-6439","price":16.99,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/E1_83_A5_E1_83_9D_E1_83_A0_E1_83_AC_E1_83_98_E1_83_9A_E1_83_98_E1_83_A1__E1_83_A1_E1_83_A2_E1_83_A3_E1_83_9B_E1_83_A0_E1_83_94_E1_83_91_E1_83_98_66ff4b02d066fcba0d61fe7b32fb6ba0.jpg?v=1793823820"},{"product_id":"moana-okeanis-legenda","title":"მოანა - ოკეანის ლეგენდა","description":"\u003cp\u003eმამაც მოანას ოკეანე უხმობს - მას ახალი მისია აქვს. საკუთარი ხალხის გზათა გამკვალავი კიდევ ერთხელ შეიგრძნობს მეგობრობის, შეუპოვრობისა და რწმენის ძალას. თქვენ წინაშეა წიგნი, რომელიც სავსეა ოკეანის საიდუმლოებითა და მოანას შთამაგონებელი თავგადასავლებით.\u003c\/p\u003e","brand":"Rcheuli","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809755152637,"sku":"PL-6491","price":19.99,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/Caver_978DPW1000034_geo_28.09_5e0e868a5d52ac8ee1d14fb45dc6279a.png?v=1793829856"},{"product_id":"vini-puhi-fumfula-dghiuri","title":"ვინი პუჰი - ფუმფულა დღიური","description":"\u003cp\u003eპუჰი და მისი მეგობრები ჯადოსნურ თავგადასავალში გიწვევენ! ამ მშვენიერი დღიურის ფურცლებზე შეგიძლია იოცნებო, დაგეგმო და დატკბე ყოველი დღით. დღიურში დაგხვდება შთამაგონებელი ციტატები, საინტერესო ამბები და სივრცე ფიქრების, ოცნებებისა და მიზნების ჩასაწერად. შეავსე ეს დღიური ხალისიანი, თბილი და ბედნიერი მოგონებებით!\u003c\/p\u003e","brand":"Rcheuli","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809755185405,"sku":"PL-6483","price":24.99,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/fumfula_vini_937498f2b121082a02169af6e629e774.jpg?v=1793829856"},{"product_id":"chemi-retseptebis-tsigni","title":"ჩემი რეცეპტების წიგნი","description":"\u003cp\u003e„ჩემი რეცეპტების წიგნი“ კულინარიის მოყვარულებისთვის შეიქმნა. მათთვის, ვისაც სურს, ერთად მოუყაროს თავი საყვარელ რეცეპტებს, კულინარიულ აღმოჩენებსა და საიდუმლოებებს;\u003c\/p\u003e\u003cp\u003eწვნიანები, ცივი კერძები და სალათები, ხორცეული, თევზეული, ბოსტნეული და სოკო, ცომეული, პურ-ფუნთუშეული და ბურღულეული – თითოეულ განყოფილებაში რეცეპტებს თან ახლავს სასარგებლო მითითებები, როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი პროდუქტი; მოვამზადოთ კარგი ბულიონი; შევინარჩუნოთ ხორცის სინაზე და თევზის გემო; მოვზილოთ და გამოვაცხოთ კარგი ცომეული; შევუხამოთ ერთმანეთს გემოები; მივიღოთ სასურველი ტექსტურა და თავიდან ავიცილოთ გავრცელებული შეცდომები;\u003c\/p\u003e\u003cp\u003eრაც მთავარია, წიგნში დაგხვდებათ თავისუფალი გვერდები, რომლებსაც სასურველი რეცეპტებით შეავსებთ. ასე იქცევა „ჩემი რეცეპტების წიგნი“ თქვენს შეუცვლელ თანამგზავრად ყველა კულინარიულ მოგზაურობაში.\u003c\/p\u003e","brand":"ქეთევან ადეიშვილი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809755218173,"sku":"PL-6482","price":19.99,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/chemi_receptebis_wigni_3043f614de05b586100361d306ea0b93.jpg?v=1793829857"},{"product_id":"sastumro-bertrami","title":"სასტუმრო \"ბერტრამი\"","description":"\u003cp\u003eსადაც მის მარპლია, იქ აუცილებლად დანაშაული ხდება.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eარა აქვს მნიშვნელობა, შინ არის, თავის ლამაზ და მყუდრო სოფელში, სენტ-მერიმიდში, სადმე სტუმრად თუ დასასვენებლად, მაგალითად, ლონდონის ერთ ძველ, რესპექტაბელურ სასტუმრო \"ბერტრამში\". ეს სასტუმრო მისი ბავშვობის დაუვიწყარი ლამაზი მოგონებაა და როგორ გაიხარა, როცა მისმა გულისხმიერმა დისშვილმა რაიმონდმა საყვარელ დეიდას საოცნებო \"ბერტრამში\" მყუდრო ნომერი დაუქირავა დასასვენებლად, ლონდონის ღირსშესანიშნაობების კიდევ ერთხელ დასათვალიერებლად და ბავშვობის ადგილების მოსანახულებლად. დასვენება დასვენებად, მაგრამ მის მარპლის დაკვირვებულ თვალს არ გამოჰპარვია, რომ ამ რესპექტაბელურ ადგილას რაღაც ისე არ იყო და, როგორც ყოველთვის, არ შემცდარა.\u003c\/p\u003e","brand":"აგათა კრისტი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809755283709,"sku":"PL-6481","price":15.99,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/bertrami_7873786870119776de9fa8f08568c871.jpg?v=1793829857"},{"product_id":"me-is-miyvarda","title":"მე ის მიყვარდა","description":"\u003cp\u003eნეტავ, რამდენ ხანში ივიწყებ იმ ადამიანის სურნელს, რომელსაც უყვარდი? ან სიყვარული რამდენ ხანში ქრება?\u003c\/p\u003e\u003cp\u003eქვიშის საათი მჭირდება.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eბოლოს, ერთმანეთს რომ ჩავეხუტეთ, მე ვაკოცე. ეს იყო ფლანდრიის ქუჩაზე, ლიფტში.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eმე ვაკოცე, მან ნება დამრთო.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eრატომ? რატომ დამრთო ნება, თუ აღარ ვუყვარდი? რატომ შემაგება ტუჩები? რატომ მომეხვია?\u003c\/p\u003e\u003cp\u003eქლოეს, რომელიც ქმარმა სხვა ქალის გამო მიატოვა, სასოწარკვეთილება იპყრობს. მოულოდნელად, მის ნუგეშად მამამთილი იქცევა, რომელიც ცხოვრების, ურთიერთობებისა და სიყვარულის შესახებ თავის სიბრძნესა და გამოცდილებას უზიარებს.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eამ დახვეწილ რომანში ანა გავალდა ადამიანური ურთიერთობების სიმყიფესა და კომპლექსურ ბუნებას განსაკუთრებული გულახდილობითა და სიმამაცით იკვლევს და ფრთხილად შეახსენებს მკითხველებს, რომ, ყველაფრის მიუხედავად, ხანდახან სიცოცხლე მაინც მშვენიერია.\u003c\/p\u003e","brand":"ანა გავალდა","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809755644157,"sku":"PL-6480","price":16.99,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/me_is_miyvarda_b801b5edcb47dfe54639a1a220a622bb.jpg?v=1793829858"},{"product_id":"akhalgazrda-romanistis-aghsareba","title":"ახალგაზრდა რომანისტის აღსარება","description":"\u003cp\u003eმრავალმხრივი იტალიელი მწერლის, ფილოსოფოსის, ენათმეცნიერისა და კულტურის კრიტიკოსის უმბერტო ეკოს „ახალგაზრდა რომანისტის აღსარება“ 2011 წელს გამოიცა და აერთიანებს მწერლის 4 გვიანდელ ლექციას. ეკო ჰყვება ლიტერატურის ბუნებაზე, რეალობისა და გამონაგონის ურთიერთმიმართებაზე, წერაზე, როგორც შემოქმედებით მეთოდზე და თავის საყვარელ სიებზე. აქ კარგად ჩანს, როგორ იქცევა რომანისტად ეკო, როგორც სემიოტიკის მკვლევარი, და რამდენი საერთო აქვს მეცნიერებასა და ლიტერატურას - უპირველესად, რომანის დაწერამდე ჩასატარებელი სამეცნიერო კვლევის კუთხით.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eამ წიგნით მკითხველი გაიგებს, როგორ იწერებეოდა ეკოს ისეთი ცნობილი რომანები, როგორებიცაა: „ვარდის სახელი“, „პრაღის სასაფლაო“, „ფუკოს ქანქარა“ და სხვა წიგნები; შეიხედავს მწერლის ლაბორატორიაში და გაეცნობა ნაწარმოების წაკითხვის სხვადასხვა ხერხსა და დეტალების მიმართ მწერლის დამოკიდებულებას. ლიტერატურის თეორიის სპეციფიკურ თემებზე სერიოზული მსჯელობის მიუხედავად, „ახალგაზრდა რომანისტის აღსარებას“ სათაურიდანვე თან დაჰყვება ეკოს ჩვეული იუმორი და ისეთივე საინტერესო საკითხავია, როგორიც მისი რჩეული რომანები.\u003c\/p\u003e\u003cp\u003e„ინტერვიუებში ხშირად მეკითხებიან: „როგორ წერთ რომანებს?“ ჩვეულებრივ, ამაზე საკმაოდ მოკლე და მკაფიო პასუხი მაქვს: „მარცხნიდან მარჯვნივ“.\u003c\/p\u003e","brand":"უმბერტო ეკო","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809760690429,"sku":"PL-6479","price":16.99,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/eko_2e95afddc6a7c50721aafa0ba36cfa9e.jpg?v=1793830123"},{"product_id":"shin","title":"შინ","description":"\u003cp\u003eუძღები შვილი და მოყვარული მამა - მარადიული თემა, სანამ კაცობრიობა იარსებებს; ჯეკ ბაუთონიც უძღები შვილია, ოცი წლის შემდეგ დაუბრუნდა მშობლიურ სახლს თავშესაფრის ძიებაში და ტკივილით სავსე წარსულთან შესარიგებლად; ჯეკი, ბავშვობიდანვე უმართავი ბიჭი, ლოთი, ზოგჯერ ხელმრუდიც, ყველასა და ყველაფერზე გულაყრილი მამაკაცი... გამუდმებით კონფლიქტი აქვს თავის ტრადიციონალისტ მღვდელ მამასა და გარშემო მყოფებთან, თუმცა კი მაინც ოჯახის უსაყვარლესი შვილია. ძველებურად მომხიბლავი, თავისნათქვამა და გონიერი, ახლა ის ცხოვრების საზრისს ეძებს, ღმერთთან შერიგება სურს... და იმის ყველასთვის დამტკიცება, რომ არც ისეთი უვარგისია, როგორიც ყველას ჰგონია.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eმერილინ რობინსონის \"შინ\" ნიუ-იორკ თაიმსის 2008 წლის 100 ყველაზე ღირსშესანიშნავ წიგნს შორის მოხვდა, ხოლო ვაშინგტონ პოსტმა 2008 წლის საუკეთესო წიგნად დაასახელა.\u003c\/p\u003e","brand":"მერილინ რობინსონი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809760723197,"sku":"PL-6478","price":18.99,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/shin_ddfde1be1f6d62e34a90389931c86240.jpg?v=1793830123"},{"product_id":"mtrebi-ambavi-erti-siyvarulisa","title":"მტრები. ამბავი ერთი სიყვარულისა.","description":"\u003cp\u003eნობელის პრემიის ლაურეატი პოლონელ-ამერიკელი მწერლის იცხოკ (ისააკ) ბაშევის ზინგერის გახმაურებული რომანი ომის ტრავმების ფონზე ჩასახული სასიყვარულო მრავალკუთხედის შესახებ.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eსად მიდის ომი მას შემდეგ, რაც დასრულდება, ან მიდის კი სადმე? როგორია ომგამოვლილი ადამიანების ცნობიერება და ცხოვრება ომის დაწყება-დამთავრების დაფიქსირებული თარიღების მიღმა?\u003c\/p\u003e\u003cp\u003eჰერმან ბროდერი გადაურჩა ომს და ჰოლოკოსტს, ცხოვრობს ნიუ-იორკში, აქვს სამსახური, აღარ არის უპოვარი და აღარავინ დევნის, მაგრამ ის მაინც მუდმივ შიშში, შფოთვაში, დაუსრულებელ სიცრუესა და დაბნეულობაშია. არაფრით გამორჩეული, წარსულის ტრავმებით დამძიმებული კაცის ცხოვრებას ნორმალური კალაპოტიდან აგდებს მის თავს დატეხილი სასიყვარულო ბადეც - სამი ქალის სამგვარი სიყვარულის ტრაგიკომიკური და გროტესკული თავგადასავალი, რომელსაც ის ეგზისტენციალურ საფიქრალამდე მიჰყავს.\u003c\/p\u003e\u003cp\u003e„მტრები. ერთი სიყვარულის ამბავი“ დიდოსტატის მიერ მოთხრობილი ამბავია იმაზე, როგორ შეიძლება ეძებო და ვერ იპოვო თავისუფლება, თავშესაფარი და შვება მაშინაც კი, როცა ეს ყველაფერი გეძლევა, და რომ ყველაზე დაუძლეველი და დაუსრულებელი საკუთარ თავთან გამოცხადებული ომია.\u003c\/p\u003e","brand":"ისააკ ბაშევის ზინგერი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809760755965,"sku":"PL-6477","price":23.99,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/mtrebi_5de80a8394cc0549e8a87318af2d1105.jpg?v=1793830126"},{"product_id":"chemi-sheyvarebuli-alfred-hichkoki","title":"ჩემი შეყვარებული ალფრედ ჰიჩკოკი","description":"\u003cp\u003eლელა ცუცქირიძე პოეტურ განზომილებას ანიჭებს 21-ე საუკუნის ადამიანის ცხოვრების ამბავს, რომელიც ტექნოლოგიურ მიღწევებსა და სასტიკ ომებს შორისაა გაჩხერილი. პოეტისა და მხატვრის თვალი სამუდამოდ იმახსოვრებს და შემდეგ ქართული ენის ამოუწურავი გამომსახველობითი შესაძლებლობების გამოყენებით მხატვრულ სახეებად გარდაქმნის იმ უმშვენიერესსა და უმნიშვნელოვანეს განცდებს, წამებს, საგნებსა თუ მოვლენებს, რასაც რეალობის ყოველდღიურობაში ჩაკარგული სხვა ადამიანები ხშირად ვერ ამჩნევენ; ან, თუკი ამჩნევენ, ვერ იცლიან ნანახსა და განცდილში ჩასაღრმავებლად. პოეტი ნახატებივით წერს ლექსებს, რომლებსაც თითქოს ავალდებულებს, შემოინახონ ყოვედღიურობის გაწამაწიაში შემხვედრი თითოეული მცირე თუ დიდი, მნიშვნელოვანი თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენა - ის, რაც პოეტის თვალსაწიერში მოხვდა, ღრმად ჩაიბეჭდა მის გონებაში და შემდეგ პოეტურ ფიგურებად იქცა სხვა ადამიანებისთვის გასაზიარებლად.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eსწორედ გაზიარებისა და თანაგანცდისთვის შექმნილი პოეტური კრებულია ახლა თქვენ წინაშე, როგორც პოეზიის მაკურნებელი ძალის კიდევ ერთი დასტური.\u003c\/p\u003e","brand":"ლელა ცუცქირიძე","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809760788733,"sku":"PL-6476","price":16.99,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/hichkoki_bfd221030284907f2ea208bf065bd5c3.jpg?v=1793830126"},{"product_id":"didebuli-martosuli","title":"დიდებული მარტოსული","description":"\u003cp\u003eარაერთი ბესტსელერის, მათ შორის „ქალებისა“ და „ბულბულის“ ავტორის, კრისტინ ჰანას რომანი, რომელიც უკვე მილიონზე მეტმა მკითხველმა შეიყვარა, პირველად გამოიცემა ქართულად.\u003c\/p\u003e\u003cp\u003e13 წლის ლენის მამა ვიეტნამის ომიდან დაბრუნდა - დაბრუნდა დაბნეული და სულიერად გატეხილი. აღარ არის ის კაცი, რომელიც ლენის მხრებზე შეისვამდა და სანაპიროზე დაასეირნებდა. ახლა მას ხმაურიანი ქალაქი აღიზიანებს, აღიზიანებენ ადამიანებიც, თვით საყვარელი ცოლ-შვილიც და როცა მემკვიდრეობით მიწის ნაკვეთს მიიღებს, საძულველი ცივილიზაციიდან შორს, უკანმოუხედავად მიდის და თან ოჯახიც მიჰყავს.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eალასკა - ცივი, მკაცრი, მაგრამ ულამაზესი, თბილად ხვდება ახალმოსახლეებს, მაგრამ დგება ზამთარი და მასთან ერთად მოდის სიბნელე, ყინვა, მუდმივი უფულობა და მამის ლამის მხეცად გადაქცევა...\u003c\/p\u003e\u003cp\u003e„დიდებული მარტოსული“ ადამიანისა და ბუნების დაპირისპირების, თავდაუზოგავი ბრძოლისა და გადარჩენის შთამბეჭდავი ამბავია; და დაუვიწყარი სურათი იმ ადგილისა, სადაც სიყვარული, მშვენიერება და სასიკვდილო საფრთხე თანაარსებობს.\u003c\/p\u003e","brand":"კრისტინ ჰანა","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809760821501,"sku":"PL-6473","price":18.99,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/didebuli_87996d1d0a7ca2fa991d9a09275a26be.jpg?v=1793830128"},{"product_id":"gafantuli-goneba","title":"გაფანტული გონება","description":"\u003cp\u003eეს არის წიგნი, რომლის წაკითხვის შემდეგ საკუთარ თავში აუცილებლად აღმოაჩნეთ თქვენი გონებისთვის დამახასიათებელ რომელიმე უცნაურ თვისებას ან თავისებურებას. არ გაგიკვირდეთ და არ შეგეშინდეთ! ADD - ყურადღების დეფიციტის აშლილობა განზომილებითი დიაგნოზია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი უწყვეტი სპექტრის მახასიათებლები ყველა ადამიანს თანდაყოლი აქვს, თუმცა განსხვავებული ხარისხით, რაც გარკვეული კომბინაციებით გონების გაფანტულობას, ყურადღების დეფიციტს, შენელებულ აზროვნებასა და ჰიპერაქტიურობას იწვევს.\u003c\/p\u003e\u003cp\u003e„გაფანტული გონებიდან“ მიღებული ინფორმაცია დაგეხმარებათ მეტი ცოდნითა და თანაგრძნობით მოეპყრათ განსხვავებული სოციალური და ემოციური ქცევის მქონე ადამიანებს, რადგან თქვენ უკვე გეცოდინებათ, რომ მათ მდგომარეობას, რომელსაც ხშირად შეცდომით უწოდებენ „დაავადებას“, განაპირობებს არა გენეტიკური, არამედ სოციალური და ემოციური ფაქტორები. დიახ, გარემოს - ემოციურსა და სოციალურს, ანუ ადამიანის განწყობასა და ცხოვრების წესს - გადამწყვეტი გავლენა აქვს თითოეული ჩვენგანის ფსიქიკაზე, ისევე როგორც ტვინის ფიზიოლოგიურ განვითარებაზე.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eამ წიგნში აღმოაჩენთ მნიშვნელოვან ცნობას იმის შესახებ, რომ ადამიანის ტვინისა და გონების ჯანსაღი განვითარების ხელშეწყობა დაგვიანებული არასდროს არ არის და რომ ნებისმიერ ასაკში შეიძლება ფსიქიკური აშლილობის მოწესრიგება და დადებითი ცვლილების მიღწევა. ხოლო ის, თუ როგორ ხდება ცვლილება, ამის შესახებ წიგნის ავტორი საკუთარი თავისა და ოჯახის მაგალითზე დიდი ენთუზიაზმით მოგვითხრობს სამეცნიერო ფაქტებზე დაფუძნებული ცოცხალი სამეტყველო ენით და, რაც მთავარია, სანუგეშო დასკვნას გვთავაზობს: \"\" თუ ჩვენ ქმედითუნარიან სიყვარულს შევძლებთ, აღარ იარსებებს არც ყურადღების დეფიციტი და არც აშლილობა\"\".\u003c\/p\u003e","brand":"გაბორ მატე","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809760854269,"sku":"PL-6472","price":24.99,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/gafantuli_e80cf803f8267660faf697a9ad3330e8.jpg?v=1793830127"},{"product_id":"2027-tsigni-saqmiani-dghiuri-narinjisferi","title":"2027 წიგნი საქმიანი დღიური ნარინჯისფერი","description":"","brand":"Rcheuli","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809760887037,"sku":"PL-6471","price":28.0,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/saqmiani_-_stafilosferi_c904b4ec5344217f9c7fc0be84ea00ed.jpg?v=1793830131"},{"product_id":"2027-tsigni-saqmiani-dghiuri-shavi","title":"2027 წიგნი საქმიანი დღიური შავი","description":"","brand":"Rcheuli","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809760919805,"sku":"PL-6470","price":28.0,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/saqmiani_-_shavi_6dbba9963b58bfbff156cbd657a31502.jpg?v=1793830132"},{"product_id":"2027-tsigni-saqmiani-dghiuri-lurji","title":"2027 წიგნი საქმიანი დღიური ლურჯი","description":"","brand":"Rcheuli","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809760985341,"sku":"PL-6469","price":28.0,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/saqmiani_-_lurji_2141a1c449aa0734c84347a0c1143ded.jpg?v=1793830134"},{"product_id":"2027-tsigni-saqmiani-dghiuri-tsiteli","title":"2027 წიგნი საქმიანი დღიური წითელი","description":"","brand":"Rcheuli","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809761181949,"sku":"PL-6468","price":28.0,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/saqmiani_-_witeli_1f137838418f594c02a80b87286950f1.jpg?v=1793830134"},{"product_id":"moana-momavali-beladi","title":"მოანა მომავალი ბელადი","description":"\u003cp\u003eმოანა და მისი მეგობრები ტყეში ფრანს დაეძებენ. მათ უნდა იპოვონ სოფლისკენ მიმავალი გზაც, სადაც უამრავი დაბრკოლება შეხვდებათ. მოანა არ ნებდება, \"გამოსავალი ყოველთვის არსებობს!\" - ამ სიტყვებით ამხნევებს ის მეგობრებს. ნეტავ, თუ შეძლებს მოანა, დაამტკიცოს, რომ ერთ დღესაც თავისი ტომის ღირსეული ბელადი გახდება?!\u003c\/p\u003e","brand":"Rcheuli","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809761214717,"sku":"PL-6467","price":9.99,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/moana_beladi_accb9f1515e645f8566a4fc4c934f028.jpg?v=1793830137"},{"product_id":"didi-patara-tyuilebi","title":"დიდი პატარა ტყუილები","description":"\u003cp\u003eლიან მორიარტი რადიოინტერვიუს ისმენს, რომელშიც ახალგაზრდა ქალი თავის მტკივნეულ წარსულს იხსენებს და ჰყვება, როგორ იმალებოდა საწოლის ქვეშ, როცა მისი მშობლები ჩხუბობდნენ; სწორედ ეს მონათხრობი იქცევა შთაგონების წყაროდ რომანისთვის „დიდი პატარა ტყუილები“; რომანისთვის, რომელიც ერთი შეხედვით ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ქალების შესახებაა და მათი „იდეალური“ ცხოვრების დაფარულ, ბნელ და ტკივილიან ეპიზოდებს ააშკარავებს.\u003c\/p\u003e\u003cp\u003e„დიდი პატარა ტყუილები“ კიდევ ერთხელ შეახსენებს მკითხველს, რომ ბედნიერი ოჯახების კარს მიღმა ზოგჯერ დიდი თუ მცირე ტრაგედიები იმალება, ხოლო ადამიანის ცხოვრება შეიძლება სწორედ იმან განსაზღვროს, რასაც გაურბის და თვალს არიდებს.\u003c\/p\u003e","brand":"ლიან მორიარტი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809761280253,"sku":"PL-6465","price":18.99,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/E1_83_93_E1_83_98_E1_83_93_E1_83_98__E1_83_9E_E1_83_90_E1_83_A2_E1_83_90_E1_83_A0_E1_83_90_381f692764e431764640234b799131bb.jpg?v=1793830139"},{"product_id":"saqartvelos-istoria-tomi-l","title":"საქართველოს ისტორია- ტომი l","description":"\u003cp\u003eსაქართველოს ისტორიის პირველი ტომი უძველესი დროიდან ქვეყნის ისტორიული განვითარების ადრეულ ეტაპებს მოიცავს. წიგნში განხილულია საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი ადამიანების ცხოვრება, პირველი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების ჩამოყალიბება, ქართლის სამეფოს ისტორია და ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპები.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eგანსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართველი ხალხის კულტურულ და სოციალურ განვითარებას, ქრისტიანობის გავრცელებასა და სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას, ასევე იმ ისტორიულ მოვლენებს, რომლებმაც საქართველოს შემდგომი განვითარება განსაზღვრა. მრავალფეროვან ისტორიულ წყაროებსა და სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით შექმნილი წიგნი მკითხველს საქართველოს უძველესი ისტორიის გაცნობასა და მისი ისტორიული საფუძვლების გააზრებაში ეხმარება.\u003c\/p\u003e","brand":"Rcheuli","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809761313021,"sku":"PL-6464","price":29.99,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/E1_83_A1_E1_83_90_E1_83_A5__E1_83_98_E1_83_A1_E1_83_A2_E1_83_9D_E1_83_A0_E1_83_98_E1_83_90_1_e9eec74080bbe318d7c8363d27edb58f.jpg?v=1793830140"},{"product_id":"jadosnuri-stiker-ambebi","title":"ჯადოსნური სტიკერ ამბები","description":"\u003cp\u003eფერადი, სახალისო და შემეცნებითი ჟურნალი ბავშვებისთვის, სადაც დავალებების შესრულება სტიკერების დახმარებით ხდება. მოჰყვება 200-მდე სტიკერი, რომლებიც ბავშვმა ჟურნალში მოცემულ კითხვებსა და ნახატებს უნდა შეუსაბამოს. სტიკერებით თამაშს სასარგებლო დატვირთვა აქვს — მათი მოძებნა, ამოღება და სწორ ადგილას დაწებება ავარჯიშებს ყურადღებას, დაკვირვებას, ლოგიკურ აზროვნებასა და ნატიფ მოტორიკას, ხელს უწყობს ფერების, ფორმებისა და საგნების ამოცნობას.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eჟურნალში ბავშვებს ელოდებათ მრავალფეროვანი თემები, ფერადი ილუსტრაციები და უამრავი სტიკერი, რომლებიც დავალებებს პატარა თავგადასავლად აქცევს.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eეს არის ჟურნალი, რომელსაც ბავშვი პასიურად კი არ ათვალიერებს, არამედ თავად ავსებს, ქმნის და აცოცხლებს.\u003c\/p\u003e","brand":"Rcheuli","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809761444093,"sku":"PL-6463","price":17.9,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/111111111111_480e16ad086b04d73ddf293fc1857db6.jpg?v=1793830141"},{"product_id":"sad-imaleba-mze","title":"სად იმალება მზე","description":"\u003cp\u003eპატარა, ცნობისმოყვარე თაგუნას ყოველ დილით, გაღვიძებისას, ერთი და იგივე კითხვა უტრიალებს თავში: სად მიდის მზე, როცა მას სძინავს? პასუხის საპოვნელად თაგუნა ფოთლებისგან ზურგჩანთას შეკრავს და მზის სახლის საძებნელად გაეშურება.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eგზად თაგუნა ხვდება ცნობისმოყვარე ლოკოკინას, მოჭიკჭიკე ჩიტუნიასა და მოჩხრიალე ნაკადულს. თითოეული მათგანი თავისებურად ეხმარება პატარა მოგზაურს იმის გააზრებაში, რომ სამყარო სავსეა საოცრებებით. საღამოს დადგომასთან ერთად კი თაგუნა ყველაზე მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას მიაგნებს...\u003c\/p\u003e\u003cp\u003eწიგნი გაფორმებულია ავტორის მიერ შექმნილი ილუსტრაციებით და შეიცავს გასაფერადებელ გვერდებსაც, სადაც პატარა მკითხველი საკუთარი მზის პოვნას შეძლებს.\u003c\/p\u003e","brand":"მარიამ ელიზბარაშვილი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809761476861,"sku":"PL-6459","price":14.99,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/sad_imaleba_mze_13668d8145abd5179a9186b4b086ca91.png?v=1793830142"},{"product_id":"moakhle-kompleqti","title":"მოახლე -კომპლექტი","description":"\u003cp\u003eფრიდა მაკფადენის სერია „მოახლე“ ერთ კომპლექტში!\u003c\/p\u003e\u003cp\u003eდაძაბული სიუჟეტი, მოულოდნელი საიდუმლოებები და მოვლენები, რომლებიც მკითხველს ბოლო გვერდამდე მოლოდინში ამყოფებს. სერიის თითოეულ წიგნში ახალი საიდუმლოებები იკვეთება, წარსული კი სულ უფრო სახიფათო ფორმით ბრუნდება.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eკომპლექტში შედის სამი წიგნი:\u003c\/p\u003e\u003cp\u003e• „მოახლე“\u003c\/p\u003e\u003cp\u003e• „მოახლის საიდუმლო“\u003c\/p\u003e\u003cp\u003e• „მოახლე ყველაფერს ხედავს“\u003c\/p\u003e","brand":"ფრიდა მაკფადენი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809761509629,"sku":"PL-6456","price":40.0,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/moaxle_samive_9d9154c897c693510d9cf154be57d884.jpg?v=1793830143"},{"product_id":"siyvarulis-hipoteza","title":"სიყვარულის ჰიპოთეზა","description":"\u003cp\u003eოლივი ნიჭიერი მეცნიერია, მაგრამ თავდაჯერება აკლია. არ სჯერა, რომ მისი კვლევა მძიმე სენის დამარცხებისთვის ღირებულია. სამაგიეროდ, მეგობრობის ფასი იცის და დარწმუნებულია, რომ მეგობრის გულისთვის არაფერი არ უნდა დაიშუროს. სწორედ ამიტომ გააბა „ ვითომ ურთიერთობა“ უნივერსიტეტის ერთ „მტრულ და მიუწვდომელ“ მკვლევართან, რომელიც არც ისეთი უჟმური ვინმე გამოდგა. ის, უბრალოდ, პრინციპული კაცია, რომელსაც მიაჩნია, რომ მომავალმა მეცნიერებმა სრულყოფილი ცოდნა უნდა შეიძინონ, რათა ადამიანებს ღირსეულად ემსახურონ...ისინი მალევე აღმოაჩენენ, რომ რაც უფრო მეტ დროს ატარებენ ერთად, მით უფრო რთული ხდება საზღვრის დაცვა ნამდვილ და მოჩვენებით ურთიერთობას შორის. ის, რაც თავიდან მხოლოდ მეგობრის დასახმარებლად მოფიქრებული პატარა ტყუილი იყო, ნელ-ნელა სრულიად მოულოდნელ გრძნობებად გარდაიქმნება. და ოლივი აღმოაჩენს, რომ სიყვარულის მეცნიერულად ახსნა არც ისე მარტივი ყოფილა.\u003c\/p\u003e\u003cp\u003e„სიყვარულის ჰიპოთეზა“ გამოსვლისთანავე New York Times-ის ბესტსელერი გახდა და TikTok-ის სენსაციადაც სწრაფად აღიარეს. ახლა კი ოლივისა და მისი „მტრული და მიუწვდომელი“ მეცნიერის ისტორიამ კინოეკრანებზეც გადაინაცვლა.\u003c\/p\u003e\u003cp\u003e„ბრწყინვალედ ნერდული და სექსუალური, ქალებზე STEM სფეროში ზუსტი და აქტუალური დაკვირვებებით.“\u003c\/p\u003e\u003cp\u003e- ჰელენ ჰოანგი, New York Times-ის ბესტსელერი ავტორი\u003c\/p\u003e","brand":"ელი ჰეიზელვუდი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809761542397,"sku":"PL-6455","price":24.99,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/siyvarulis_e757330fe631da24066c111160d14a7f.jpg?v=1793830143"},{"product_id":"tomi-i-uqarqasho-khmlebi","title":"ტომი I - უქარქაშო ხმლები","description":"\u003cp\u003eლევან სანიკიძის შემოქმედების ექვსტომეული.\u003c\/p\u003e","brand":"ლევან სანიკიძე","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809761575165,"sku":"PL-6448","price":27.99,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/sanikidze---uqarqasho-xmlebi-tomi-1-01_33ba2004bd8392094b82d50f89507b8d.jpg?v=1793830145"},{"product_id":"disney-printsesebi-imogzaure-sasakhleebshi","title":"disney პრინცესები - იმოგზაურე სასახლეებში","description":"\u003cp\u003eამ მაგიურ წიგნში დისნეის რვა პრინცესას შეხვდები და მათ სასახლეებსა და ციხესიმაგრეებში იმოგზაურებ. რაც მთავარია, გზადაგზა მრავალ გასართობსა და თავსატეხს შეხვდები, რაც შენს თავგადასავალს უფრო შთამბეჭდავსა და მრავალფეროვანს გახდის - წიგნში 400-ზე მეტი სტიკერი, ასევე პაზლები და აქტივობები გელოდება. თუ დისნეის პრინცესების სამყაროს გაცნობა გინდა, ეს წიგნი ამისთვის იდეალურია!\u003c\/p\u003e","brand":"Rcheuli","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809761607933,"sku":"PL-6447","price":9.99,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/disney_d8efab9199a19a92611f7cca37853070.png?v=1793830145"},{"product_id":"tsota-ram-dzenis-shesakheb","title":"ცოტა რამ ძენის შესახებ","description":"\u003cp\u003eმედიტაციის, გონების დამშვიდებისა და თქვენს ქვეცნობიერში დამალულ საიდუმლოებებში ჩასაღრმავებლად, ყველაზე კარგად ძენი დაგეხმარებათ. ამ წიგნში გაეცნობით ამ მიმართულების ისტორიას, რომელი ქვეყნებიდან მოდის და როგორ შეიძლება ის საკუთარი თავის უკეთ გასაცნობად გამოიყენოთ.\u003c\/p\u003e","brand":"როში პატ ენკიო ო’ჰარა","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809761673469,"sku":"PL-6445","price":14.99,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/cota-ram-Zenis-Sesaxeb-yda-1_d86256e61ad95082ccc810b36cb18139.png?v=1793830146"},{"product_id":"ilia-chavchavadze-tomi-ii-publitsisturi-tserilebi","title":"ილია ჭავჭავაძე ტომი II - პუბლიცისტური წერილები","description":"\u003cp\u003eილია ჭავჭავაძის შემოქმედება ხუთ ტომად.\u003c\/p\u003e","brand":"ილია ჭავჭავაძე","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809761706237,"sku":"PL-6441","price":14.99,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/ilia_2_568ca60b1a8efa351f138135fbeaa912.jpg?v=1793830147"},{"product_id":"ilia-chavchavadze-tomi-i-poezia","title":"ილია ჭავჭავაძე ტომი I - პოეზია","description":"\u003cp\u003eილია ჭავჭავაძის შემოქმედება ხუთ ტომად.\u003c\/p\u003e","brand":"ილია ჭავჭავაძე","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809761739005,"sku":"PL-6440","price":14.99,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/WavWavaZe_a1835dca3affb3fa2a871b47793da208.jpg?v=1793830148"},{"product_id":"chemi-skhva","title":"ჩემი სხვა","description":"\u003cp\u003e\"ოდისეა ლიტერატურის მთავარი ამბავია - წასვლისა და დაბრუნების მარადიული ციკლი. დაბრუნდა კი ოდისევსი ითაკაში? იყო კი ოდისევსი ისევ ოდისევსი და ითაკა ისევ ის ქვიანი, უნაყოფო და ძალიან საყვარელი ადგილი? რას ვკარგავთ მაშინ, როდესაც წასვლას გადავწყვეტთ? რა გზაა სიტყვებს „ჩემსა\"\" და „სხვას\"\" შორის?\u003c\/p\u003e\u003cp\u003eლელა ლაშხის „ჩემი სხვა\"\" კიდევ ერთი ლიტერატურული ოდისეაა, სადაც ერთმანეთს ხვდება ბავშვობის სოფელი და უცხო ქალაქი, სამშობლოში დაბრუნების სიხარული და წასვლის სიმძიმე, ოჯახური სიყვარული და დანაკარგით გაჩენილი მტკივნეული, მოურჩენელი სიცარიელე. ხედვის წერტილი სხვადასხვაა - ხან ძალიან პირადი ამბებია, ხანაც სხვების, შემთხვევითი გამვლელების, უცხო ადამიანების, ლიტერატურული პერსონაჟების, მოულოდნელი და უცნაური მოვლენების თუ ყველასთვის ნაცნობი და მრავალჯერ განცდილი გრძნობების. რას ნიშნავს წასვლა? როდის მივდივართ - მაშინ, როცა თვითმფრინავის ბილეთს ვყიდულობთ თუ მაშინ, როდესაც ახალი ქალაქი გვიყვარდება?\u003c\/p\u003e\u003cp\u003e„ჩემი სხვა\"\" წასვლისა და ლიტერატურული დაბრუნების წიგნია, ისეთივე, როგორიც თავად ავტორის ბიოგრაფია.\u003c\/p\u003e","brand":"ლელა ლაშხი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809761771773,"sku":"PL-6438","price":14.99,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/E1_83_A9_E1_83_94_E1_83_9B_E1_83_98__E1_83_A1_E1_83_AE_E1_83_95_E1_83_90_263bd2ac9cb2bd6f2ec4c5da3f6747ea.jpg?v=1793830150"},{"product_id":"pasukhi-dadebiti-pasukhi-uaryofiti","title":"პასუხი დადებითი, პასუხი უარყოფითი","description":"\u003cp\u003eკრებულში თინათინ ბერიძის სამი მოთხრობა გელოდებათ. მიუხედავად იმისა, რომ სამივეს სათაურის „ხასიათი\"\" აერთიანებს, თითოეული მაინც სრულიად დამოუკიდებელი და განსხვავებული ამბავია.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eროგორი შეიძლება იყოს პასუხი? საერთოდ, ალბათ ბევრნაირი, მაგრამ მისი შინაარსი ძირითადად მაინც არის „კი\"\" ან „არა\"\" და ყველა დანარჩენი თანხმობისა და უარყოფის განვრცობა ან განმარტებაა.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eამ მოთხრობებიდან კარგად ჩანს, თუ როგორ განსაზღვრავს ადამიანის ბედს ცხოვრების საბედისწერო, გადამწყვეტ მომენტში მიღებული ან გაცემული პასუხები, როგორ გვმატებს მათი შინაარსი ძალას ან გვართმევს იმედს. და მაინც, ერთმნიშვნელოვნად ვერავინ იტყვის, რომ პასუხი „დადებითი\"\" მხოლოდ სასიკეთოა, ხოლო პასუხი „უარყოფითი\"\" - მხოლოდ უარი და დასასრული... ანდა პირიქით.\u003c\/p\u003e","brand":"თინათინ ბერიძე","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809761804541,"sku":"PL-6437","price":14.99,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/E1_83_91_E1_83_94_E1_83_A0_E1_83_98_E1_83_AB_E1_83_94_5a078c121c442409ae26f3533b0c7651.jpg?v=1793830151"},{"product_id":"suntqvis-dzala","title":"სუნთქვის ძალა","description":"\u003cp\u003eსუნთქვა სიცოცხლის საფუძველია, თუმცა ადამიანთა უმეტესობა ამ ფუნდამენტურად მნიშვნელოვან მოქმედებას არასწორად ასრულებს, რაც ჩვენს ჯანმრთელობაზე იმაზე დიდ გავლენას ახდენს, ვიდრე წარმოგვიდგენია.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eწიგნში „სუნთქვის ძალა” ჟურნალისტი ჯეიმს ნესტორი მოგვითხრობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობის შესახებ, რომლის მიზანიცაა სუნთქვის შესახებ არსებული დაფარული თუ მივიწყებული ცოდნის ხელახლა აღმოჩენა. პრანაიამასა და ტუმოს მსგავსი უძველესი ცოდნის პრაქტიკული გამოყენებისა და თანამედროვე სამეცნიერო კვლევების მაგალითზე ავტორი გვიჩვენებს, რომ სუნთქვის ტექნიკის მცირე ცვლილებასაც კი შეუძლია ძილის გამოსწორება, ფიზიკური შესაძლებობების გაზრდა, სტრესის შემცირება და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eმეცნიერულ მტკიცებულებებსა და შთამბეჭდავ ისტორიებზე დაფუძნებული ეს წიგნი სრულიად ახალი პერსპექტივიდან წარმოგიდგენთ სუნთქვის, როგორც საბაზისო ბიოლოგიური ფუნქციის, შესაძლებლობებს და გთავაზობთ პრაქტიკულ ცოდნას, რომელსაც შეუძლია უკეთესობისკენ რადიკალურად შეცვალოს ადამიანების ცხოვრების ხარისხი.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eეს წიგნი წარმოდგენას შეგიცვლით სუნთქვის არსსა და ფუნქციაზე!\"\u003c\/p\u003e","brand":"ჯეიმს ნესტორი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809761837309,"sku":"PL-6435","price":24.99,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/sunTqvis_Zala_847572bb5f28c7798dd5456c870ff9a1.jpg?v=1793830152"},{"product_id":"shvidi-tsiferblatis-saidumlo","title":"შვიდი ციფერბლატის საიდუმლო","description":"\u003cp\u003e\"ჩიმნიზში\", ქალაქგარე მამულში, წვეულება ტრაგედიით დასრულდა: მოულოდნელად კვდება ერთ-ერთი სტუმარი, მკვლელმა კი მის ცხედართან შვიდი მაღვიძარა დატოვა. პოლიცია დაბნეულია და სანამ ინსპექტორი ბატლი დანაშაულის ადგილს იკვლევს, გონიერი და ცნობისმოყვარე არისტოკრატი ქალიშვილი გადაწყვეტს თავად გამოიძიოს იდუმალებით მოცული საქმე.\u003c\/p\u003e","brand":"აგათა კრისტი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809761870077,"sku":"PL-6436","price":15.99,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/E1_83_A8_E1_83_95_E1_83_98_E1_83_93_E1_83_98__E1_83_AA_E1_83_98_E1_83_A4_E1_83_94_E1_83_A0_E1_83_91_E1_83_9A_E1_83_90_E1_83_A2_E1_83_98_77d281cda4dede9815a1f3ef5520bf97.jpg?v=1793830152"},{"product_id":"marketingi-ar-mushaobs","title":"მარკეტინგი არ მუშაობს","description":"\u003cp\u003e”მარკეტინგი არ მუშაობს”. ამ ფრაზას ხშირად მაშინ გაიგონებ, როცა თითქოს უკვე ყველაფერი გაკეთდა, რაც საჭირო იყო, მაგრამ სასურველი შედეგი მაინც არ ჩანს. ფული იხარჯება, კამპანია ეშვება, რეკლამა ტრიალებს... მაგრამ თვის ბოლოს მაგიდასთან მთავარი კითხვა ისევ უპასუხოდ რჩება: ჯანდაბა, სად არის ფული?\u003c\/p\u003e\u003cp\u003eსინამდვილეში, ჩვენ უბრალოდ მივეჩვიეთ ბრმად სიარულს და უფრო მეტი ხმაურის შექმნას თვალის ასახვევად. ვზეიმობთ, როცა რაღაც იწყებს მოძრაობას და გვავიწყდება, რომ მოძრაობა ყოველთვის არ ნიშნავს მოგებას.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eეს წიგნი მხოლოდ დამფუძნებლებისთვის არ დაწერილა. ის ყველასთვისაა, ვინც ამ საერთო ქაოსში ზის და ფიქრობს: სად იკარგება ჩემი შრომა?\u003c\/p\u003e\u003cp\u003eროცა ბიზნესში სისტემა მოშლილია, ადამიანები ორმაგად იღლებიან და ბოლოს საკუთარ თავს ადანაშაულებენ. არადა, პრობლემა ადამიანებში იშვიათადაა. პრობლემა ყოველთვის მარკეტინგის არქიტექტურაშია. არა აქვს მნიშვნელობა, ბიზნესს მართავ, კამპანიას უშვებ თუ ახლა შედგი ფეხი მარკეტინგის და გაყიდვების სფეროში.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eილუზიების დრო დასრულდა. თუ გინდა, შენი შრომა დაფასდეს, წაიღე ეს წიგნი. დავიწყოთ.\u003c\/p\u003e","brand":"დავით ჩქოტუა","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809761902845,"sku":"PL-6434","price":19.99,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/marketingi_019d3f2d16e8d3a24414518f9120ce55.jpg?v=1793830154"},{"product_id":"tserilebi-saotsrebata-qveynidan","title":"წერილები საოცრებათა ქვეყნიდან","description":"\u003cp\u003e\"ჩაეშვით კურდღლის სოროში ელისთან ერთად და იმოგზაურეთ საოცრებათა ქვეყნის ჯადოსნურ სამყაროში!\u003c\/p\u003e\u003cp\u003eამ წიგნში თავიდან მოგიყვებით თქვენს საყვარელ მოთხრობას და ხუთ კონვერტს, მოსაწვევებს, თამაშებსა და კიდევ ბევრ სხვა სახალისო გასართობს დაგახვედრებთ. მოგვყევი და შენი ხელით გააკეთებ თეთრი ბოცვრის მარაოს, ჩაიხედავ უცნაური მექუდის წვეულების მენიუში და საკუთარი კარტის დასტის გამოჭრასაც კი შეძლებ. \"\u003c\/p\u003e","brand":"Rcheuli","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809761935613,"sku":"PL-6433","price":24.99,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/LettersfromWonderland_Cover_AWnofoil-GEO-1_db9e5ca7629f9604509266f1512644eb.jpg?v=1793830154"},{"product_id":"vini-puhis-pirveli-dghe-skolashi","title":"ვინი პუჰის პირველი დღე სკოლაში","description":"\u003cp\u003eსკოლაში წასვლის წინ ბავშვები ბევრი ახალი გამოწვევის წინაშე დგანან. ფაქტობრივად, მათთვის სრულიად ახალი ცხოვრება იწყება და ამას, რაღა თქმა უნდა, თავისებურად განიცდიან. ხუმრობა ხომ არ არის - ახალ გარემოში უნდა მოხვდნენ, გაიცნონ უცხო თანატოლები, შეეგუონ სკოლის რეჟიმს. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ნერვიულობენ. მაგრამ არა უშავს, საყვარელი დათუნია ვინი პუჰი მათ ყველაფერში დაეხმარება. მასზე უკეთ ვის შეუძლია გაუგოს პატარებს და გააცნოს სიახლეები!\u003c\/p\u003e","brand":"Rcheuli","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809761968381,"sku":"PL-6432","price":17.99,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/vinis-pirveli-dge-skolashi_COVER_2026_rep_40bc13942dd909a040351909bd197576.jpg?v=1793830155"}],"url":"https:\/\/www.rcheuli.ge\/collections\/new-arrivals.oembed?page=2","provider":"Rcheuli","version":"1.0","type":"link"}