{"title":"ფენტეზი","description":null,"products":[{"product_id":"limonis-namtskhvris-taviseburi-sevda","title":"ლიმონის ნამცხვრის თავისებური სევდა","description":"\u003cp\u003eრა მოხდებოდა, თუ ჩვენი ემოციები მხოლოდ განცდები კი არ ყოფილიყო, არამედ მათ გემო, სუნი და ფორმა ჰქონოდათ? ამის წარმოდგენა ფანტაზიის დაუხმარებლად ცოტა რთულია, თუმცა „ლიმონის ნამცხვრის თავისებური სევდა“ შეუძლებლობის მიღმაა - ეიმი ბენდერი ახერხებს კულინარიული პროცესი ერთგვარ ეგზისტენციალურ განცდად აქციოს და ამ ნაწარმოების თავისებური ხიბლიც სწორედ ეს არის.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eამბის ეპიცენტრში დგას გოგონა, რომლის უჩვეულო უნარი მის ყოველდღიურობას ცვლის. ყველაფერი კი ასე დაიწყო: როუზი თავის მეცხრე დაბადების დღეზე დედის გამომცხვარ ლიმონის ნამცხვარს გასინჯავს და...\u003c\/p\u003e\u003cp\u003eმოულოდნელად და თავისდაუნებურად იძულებული ხდება, ყოველ ლუკმასთან ერთად შეიგრძნოს იმ ადამიანის დარდი, სიყვარული თუ ტყუილები, ვინც ეს კერძი მოამზადა. და ასე გაიგო როუზმა დედის საიდუმლო.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eგემო ხდება მეტყველი, ხელშესახები, მტანჯველი. ეს უცნაური და, იმავდროულად, მძიმე ნიჭია - ერთგვარი ტვირთი, რომელიც როუზმა უნდა ზიდოს.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eსწორედ ამიტომ, ეს არ არის უბრალოდ კულინარიული ამბავი; ის ღრმა ფსიქოლოგიური დრამაა და ერთგვარი მინიშნებაც: მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვერ ვარქმევთ ჩვენს ემოციებს სახელს, ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ადამიანს შინაგანი განცდების ფიზიკურად შეგრძნება შეუძლია.\u003c\/p\u003e","brand":"ეიმი ბენდერი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809762066685,"sku":"PL-6428","price":19.99,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/E1_83_9A_E1_83_98_E1_83_9B_E1_83_9D_E1_83_9C_E1_83_98_E1_83_A1__E1_83_9C_E1_83_90_E1_83_9B_E1_83_AA_E1_83_AE_E1_83_95_E1_83_90_E1_83_A0_E1_83_98_f11eb40b720efdfa16301f6e40723402.jpg?v=1793830157"},{"product_id":"urchi","title":"ურჩი","description":"\u003cp\u003eპეიდინ გრეი ჩვეულებრივია, მართლაც ჩვეულებრივი გოგონა, მაგრამ სრულიად განსხვავებული ილიის ელიტისგან. მან იცის ერთგულების, მეგობრობის, სიყვარულისა და სამართლიანობის ფასი. ამიტომ შეიყვარა ის ბრწყინვალე პრინცმა, რომელმაც ახლა არჩევანი უნდა გააკეთოს: სიყვარული თუ მოვალეობა? სამეფოს სიმტკიცე თუ საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნა?\u003c\/p\u003e\u003cp\u003eპეიდინმა არ იცის, გაწირავს პრინცი, ილიის ახალ მეფეს მიანდობს მის ბედს თუ სიმართლის მხარეს დადგება. მისთვის მხოლოდ ერთი რამ არის ნათელი...მათი ამბავი ამით არ დასრულდება, ორივეს დიდი გამოცდა ელის და ვინ როგორ ჩააბარებს, არცერთმა არ იცის...არც პეიდინმა და არც პრინცმა.\u003c\/p\u003e","brand":"ლორენ რობერტსი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809763770621,"sku":"PL-6374","price":24.99,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/E1_83_A3_E1_83_A0_E1_83_A9_E1_83_98_948bc464960032a913dd086fa7747d28.jpg?v=1793830210"},{"product_id":"sadguri-tertmeti","title":"სადგური თერთმეტი","description":"\u003cp\u003e\"მომაკვდინებელმა ვირუსმა რამდენიმე დღეში გააცამტვერა მსო- ფლიო... თითქოს დედამიწა გაჩერდა. წარსულს ჩაჰბარდა კომფორტული ცხოვრება, უახლესი ტექნოლოგიები, რომელთაც ერთიანად დაეპყრო ადამიანების გონება. ეს ყველაფერი გაქრა, დარჩნენ სიკვდილს გადარჩენილი უსახლკარო ადამიანები. ზოგმა განსაცდელს ვერ გაუძლო და ადამიანური სახე დაკარგა, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც სულიერი სიწმინდე შეინარჩუნეს და ცდილობენ კაცობრიობის კულტურის ნარჩენები მაინც გადა- არჩინონ. თეატრალური დასი „გზის სიმფონია“ სწორედ ასეთი ადამიანებისგან შედგება\"\u003c\/p\u003e","brand":"ემილი სენტ-ჯონ მანდელი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809773830397,"sku":"PL-6087","price":24.95,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/Station-Eleven-FINAL-geo-1_c53a72bd54d7a0a6f5582d7d3a577d5c.png?v=1793830434"},{"product_id":"jokeri","title":"ჯოკერი","description":"\u003cp\u003eᲛᲝᲘᲠᲒᲔᲗ ᲦᲘᲛᲘᲚᲘᲐᲜᲘ ᲡᲐᲮᲔ „ჯოკერი“ DC-ის ცნობილი სუპერ ანტაგონისტის მითოლოგიითაა გაჟღენთილი, მაგრამ, ამავე დროს, მისგან სრულიად განსხვავდება. ესაა ემოციებით სავსე პერსონაჟის კვლევა და სიგიჟის ხვეულებში ამაღელვებელი ძიება კინემატოგრაფიული გზებით. გაეცანით სცენარისტების, ტოდ ფილიპსის და სკოტ სილვერის, დაუვიწყარ ნამუშევარს - თქვენ წინაშეა „ოსკარზე\" არაერთგზის ნომინირე-ბული და \"საუკეთესო სცენარის\" კატეგორიაში გამარჯვებული კინოსცენარის ექსკლუზიური გამოცემა\u003c\/p\u003e","brand":"ტოდ ფილიპსი, სკოტ სილვერი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809789362429,"sku":"PL-5711","price":27.95,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/jokeris_scenari_cover_geo_60b251ff98d3321e31d6d95bd4c89b54.jpg?v=1793830682"},{"product_id":"betmeni","title":"ბეტმენი","description":"\u003cp\u003eბნელი რაინდის დაუვიწყარი ინტერპრეტაცია: საქ-მიანობის დაწყების ადრეული წლები, ერთდროულად დეტექტი-ვიც და ბოროტმოქმედიც. აღმოაჩინეთ სცენარისტების, მეტ რივზის და პიტერ ქრეიგის, ნუარის სტილით გაჯერებული ხედვა სცე-ნარის ამ ექსკლუზიურ გამოცემაში... რომელშიც შესულია „უხილავი პატიმრის“ ამოჭრილი სცენაც!\u003c\/p\u003e","brand":"მეტ რივზი, პიტერ ქრეიგი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809789395197,"sku":"PL-5710","price":27.95,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/betmenis_scenari_cover_geo_e0c459061caaf4335fddd5619e3b6f13.jpg?v=1793830683"},{"product_id":"brmata-qveyana","title":"ბრმათა ქვეყანა","description":"\u003cp\u003e\"ბრიტანელმა მწერალმა და პუბლიცისტმა ჰერბერტ უელსმა (1866-1946) უმაღლესი განათლება ლონდონის უნივერსიტეტის კინგზ-კოლეჯში მიიღო, რომელიც 1888 წელს დაასრულა.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eუელსი, ჟიულ ვერნთან ერთად, სამეცნიერო ფანტასტიკის მამად ითვლება. მასზე და მის შემოქმედებაზე უინსტონ ჩერჩილი წერდა:\u003c\/p\u003e\u003cp\u003e” საოცარი გამომგონებლობის უნარი ჰქონდა და ყველას შეეძლო თავისებურად წაეკითხა და გაეგო მისი წიგნები. მის საუკეთესო რომანებში, როგორებიც არის ” პირველი ადამი ანი მთვარეზე“ და ”სამყაროთა ომი“, იმდენი მიგნებაა, რომ ზოგი სხვა დიდი მწერლის მთელ შემოქმედებაშიც არ იქნება“.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eუელსის მოთხრობათა ეს კრებულიც სწორედ ასეთი ”მიგნებებითაა“ გაჯერებული.\"\u003c\/p\u003e","brand":"ჰერბერტ უელსი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809801158909,"sku":"PL-5334","price":14.95,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/Untitled-1_e6d3e80aa09a62e1cbc6b9358ca4df43.png?v=1793830825"},{"product_id":"salims-loti","title":"სალიმს-ლოტი","description":"\u003cp\u003eსალიმს-ლოტი ახალი ინგლისის ერთი პატარა ამერიკული ქალაქია, სადაც უცნაური ამბები ხდება — მზის ჩასვლის შემდგომ მას თითქოს ბოროტი სულები ეპატრონებიან, ერთიმეორის მიყოლებით ქრებიან ადამიანები. შიში გამეფებულა ერთ დროს წყნარ ქალაქში, რომელსაც ბორცვზე წამომართული ძველი სახლი, „მარსტენ-ჰაუსი“, გადმოჰყურებს. ამ სახლიდან იღებს სათავეს აქაურების უბედურება, მაგრამ ვინ გაბედავს იქ შესვლას?\u003c\/p\u003e\u003cp\u003e1975 წლის 5 სექტემბერი იდგა. ამ დღეს დაბრუნდა მწერალი ბენ მიერსი სალიმს-ლოტში და ახლა მას მოუწევს დასძლიოს ბავშვობის დროინდელი შიში და ქალაქსაც უშველოს, მაგრამ შეძლებს?!\u003c\/p\u003e","brand":"სტივენ კინგი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809804959997,"sku":"PL-5244","price":27.95,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/KINGI_c6e574a229b1f96420b4316e1f55fb40.png?v=1793830873"},{"product_id":"shvidi-samefos-raindi","title":"შვიდი სამეფოს რაინდი","description":"\u003cp\u003eვესტეროსს კვლავ დრაკონთა მოდგმის ტარგარიენთა საგვარეულო მართავს. რკინის ტახტისთვის ბრძოლაში დამარცხებულებმა ეშაფოტზე დაასრულეს სიცოცხლე. ახლა სამეფოში მშვიდობაა, მაგრამ გადარჩენილ მოჯანყეთა გულებში ისევ დუღს ბოღმა და ვინ იცის, როდის იფეთქებს სისხლით.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eამ დროს სამეფოში თავის ათი წლის საჭურველმტვირთველთან ერთად დადის ერთი უთვისტომო ჭაბუკი, რომელიც სახელსა და პატივზე ოცნებობს...\u003c\/p\u003e","brand":"ჯორჯ რ.რ. მარტინი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809808793853,"sku":"PL-5095","price":11.0,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/shvidi_samefos_cfa1dd8e1c9692c0acb5b78e48e6e35a.png?v=1793830948"},{"product_id":"bneli-koshki-7","title":"ბნელი კოშკი 7","description":"\u003cp\u003e\"„ბნელი კოშკი“ სერიის მეშვიდე და ბოლო წიგნია.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eმეექვსე ნაწილით ის იდუმალი მწერალი გავიცანით, ბნელ კოშკთან ერთად როლანდის კა-ტეტის ბედისწერა რომაა.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eთავგადასავალი გრძელდება, უფრო სწორად, სუზანას მშობიარობით იწყება. ალისფერი მეფის დამქაშები მის ნაშიერს ელოდებიან...\u003c\/p\u003e\u003cp\u003eშეძლებენ ჯეიკი და მამა კალაჰენი მის გამოხსნას? ვინ არის არსება, რომელიც სუზანამ შობა? რა გეგმები აქვს უოლტერს, იმავე რენდალ ფლეგს? გადაარჩენენ თუ არა ჩვენი გმირები თავიანთ შემქმნელს? რა ბედი ეწევა მსროლელსა და მის კა-ტეტს? და, ბოლოს და ბოლოს, მიაღწევს თუ არა როლანდ დისქეინი ბნელ კოშკს?\u003c\/p\u003e\u003cp\u003e„ბნელი კოშკი“ ბევრ საინტერესო ფაქტს ახდის ფარდას, მაგრამ ამოხსნის ბნელი კოშკის იდუმალებას?\"\u003c\/p\u003e","brand":"სტივენ კინგი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809813020925,"sku":"PL-5018","price":32.95,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/E1_83_99_E1_83_98_E1_83_9C_7cde71e2cfdbb0383dba7f4ab48ef579.png?v=1793830986"},{"product_id":"chonchkhebis-gundi","title":"ჩონჩხების გუნდი","description":"\u003cp\u003e\"სანამ სტივენ კინგი გსტუმრობთ, თავგადასავლებისთვის იყავით მზად!\u003c\/p\u003e\u003cp\u003eდაუვიწყარ შთაბეჭდილებას გიმზადებთ — ათას მახეს დაგიგებთ და ათას განსაცდელს დაგატეხთ თავს! ნისლიდან თუ გამოაღწევთ, არ იფიქროთ, რომ გადარჩით, ნურც ის გეგონებათ, რომ დასაქოქი მაიმუნი გაფუჭდა, რადგან ის მხოლოდ მაშინ არ მუშაობს, როცა თვითონ უნდა, რომ გაფუჭებული იყოს. მისის ტოდის მოკლე მარშრუტსაც ნუ აირჩევთ, ერიდეთ საჰაერო ხომალდსაც — ის მალე ციდან ჩამოვარდება... მოკლედ, მშვიდად ვერ იქნებით, სანამ წიგნი გადაშლილია, სანამ ნისლი არ გაფანტულა და სანამ სუპერმარკეტში თავშეფარებულმა ხალხმა არ იცის, რა ელოდება!\"\u003c\/p\u003e","brand":"სტივენ კინგი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809814331645,"sku":"PL-4974","price":23.95,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/E1_83_A1_E1_83_A3_E1_83_A0_E1_83_90_E1_83_97_E1_83_98_a20e8ffa20fe1744f0b9de3e4b28095f.jpg?v=1793831004"},{"product_id":"451-farenheitit-48t","title":"451° ფარენჰეიტით  48ტ","description":"\u003cp\u003eუჩვეულოა სიუჟეტი რომანისა \"451° ფარენჰეიტით\". ამ ტემპერატურას ქაღალდი ვერ უძლებს - აალდება. შემზარავი გამხდარა ტექნიკური აღმასვლა ყოფილი მეხანძრის ქალაქში. აქ ვეტო დასდებია წიგნს, რომელიც საზოგადოების უბოროტეს მტრად უქცევიათ.\u003c\/p\u003e","brand":"რეი ბრედბერი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809817510141,"sku":"PL-4850","price":16.95,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/50_wigni_3_d48f2491f29d474b340ded99c9d5c0d7.png?v=1793831053"},{"product_id":"sadguri-11","title":"სადგური 11","description":"\u003cp\u003e\"მომაკვდინებელმა ვირუსმა რამდენიმე დღეში გააცამტვერა მსოფლიო... თითქოს დედამიწა გაჩერდა. წარსულს ჩაჰბარდა კომფორტული ცხოვრება, უახლესი ტექნოლოგიები, რომელთაც ერთიანად დაეპყრო ადამიანების გონება. ეს ყველაფერი გაქრა, დარჩნენ სიკვდილს გადარჩენილი უსახლკარო ადამიანები. ზოგმა განსაცდელს ვერ გაუძლო და ადამიანური სახე დაკარგა, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც სულიერი სიწმინდე შეინარჩუნეს და ცდილობენ კაცობრიობის კულტურის ნარჩენები მაინც გადაარჩინონ. თეატრალური დასი „გზის სიმფონია“ სწორედ ასეთი ადამიანებისგან შედგება\"\u003c\/p\u003e","brand":"ემილი სენტ-ჯონ მანდელი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809818165501,"sku":"PL-4788","price":24.95,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/SADGURI-11__1__5c30837c982a3b635f4e7e90e679323e.png?v=1793831068"},{"product_id":"gondolinis-datsema","title":"გონდოლინის დაცემა","description":"\u003cp\u003e\"ღმერთების შუღლის ქარტეხილში მოქცეულა გონდოლინი, თვალწარმტაცი ქალაქი, რომლის მდებარეობა მტრისთვის ჯერჯერობით უცნობია. მორგოთს, ბოროტების განსახიერებას, გამორჩეულად სძულს გონდოლინის მეფე, ტურგონი, და ამაოდ ცდილობს საგულდაგულოდ დამალული ქალაქის აღმოჩენას. ამ დროს ღმერთებს ცხარე კამათი გაუმართავთ და უმრავლესობა მორგოთთან დაპირისპირებული ულმოს მხარდაჭერაზე უარს ამბობს. ულმოს ერთადერთი იმედი ტუორია — სწორედ მას ავალებს გონდოლინის დაცვას!\u003c\/p\u003e\u003cp\u003eდაპირისპირების დასასრული შემზარავია. მორგოთი ქალაქზე ყველაფერს შეიტყობს და მის გასანადგურებლად ბალროგების, დრაკონებისა და ურიცხვი ორკის ლაშქარს გაგზავნის.\"\u003c\/p\u003e","brand":"ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809824489725,"sku":"PL-4266","price":24.95,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/9mAgkFrpSynAxFuVRJrW3kJIhR845yzM0Z251XPy.png?v=1793831135"},{"product_id":"tsetskhli-da-siskhli","title":"ცეცხლი და სისხლი","description":"\u003cp\u003eცეცხლი და სისხლი ტარგარიენთა გავლენიანი საგვარეულოს აღზევება ცეცხ­ლით დაიწყო — ცეცხლისმფრქვეველი დრაკონები იყვნენ მათი ძლიერების საყრდენი. ცეცხლში ჩაიბუგა ყველა ურჩი და მათი დიდებული ციხე-დარბაზები, მიწები — ზოგი აყვა­ვებული, ზოგი კი მწირი. დრაკონების ცეცხლში ქვებიც კი იწვოდა.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eგადიოდა ხანი და ტარგარიენები მრავლდებოდნენ. მრავ­ლ­დე­ბოდნენ მათი შთამომავლებიც... რკინის ტახტი ანდა­მა­ტივით იზიდავდა ყველას — და ძმას წაეკიდა, შვილი — მშობლებს, შურმა და შუღლმა დაასუსტა ერთ დროს უძ­­ლეველი ტარგარიენები და დაიწყო დასასრული, ამჯე­რად­ სის­ხლით... რადგან დრაკონებიც არ არიან უკვდავ­ნი, ერთ მშვენიერ დღეს მათი ცეცხლიც ინავლება...\u003c\/p\u003e","brand":"ჯორჯ რ.რ. მარტინი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809833992445,"sku":"PL-3528","price":34.95,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/o1sYQ0t5JXMJdKmkrd59V4Sotg2XOaDUZ71XY08P.png?v=1793831284"},{"product_id":"asasinis-shegirdi","title":"ასასინის შეგირდი","description":"\u003cp\u003eჟრუანტელის მომგვრელ ნისლიან საღამოს, კოკისპირულ წვიმაში უცნობმა მოხუცმა სასახლის კარზე დააკაკუნა, ერთიანად გალუმპული 6 წლის ბიჭი მცველს ჩააბარა და უთხრა: „თქვენი მომავალი მეფის, რაინდის ნაბიჭვარია. ახლა თქვენ მიხედეთ.\"\u003c\/p\u003e\u003cp\u003eდა შეძრწუნდა შორსმჭვრეტელთა მთელი დინასტია - შესაძლოა ერთ დღესაც ტახტი უფლისწულის უკანონო ვაჟს ერგოს?! ამას ვერ დაუშავებენ, მაგრამ ვერც მემკვიდრეს გააძევებენ სასახლიდან. და ბიჭი, სახელად ფიცი, სასახლეში ცხოვრებას იწყებს. ერთადერთი ნუგეში ცხოველებთან ჯადოსნური კავშირის უნარია. ... თუმცა სამეფო ოჯახი მისგან უფრო მეტს ითხოვს: ბრძოლაში დახელოვნებას, დახვეწილ ქცევას და რაც მთავრია: სამეფო ტახტის უკანონო მემკვიდრე საიდუმლო მკვლელი, ასასინი, უნდა გახდეს...\u003c\/p\u003e","brand":"რობინ ჰობი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809838383357,"sku":"PL-3220","price":27.95,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/tOm6nHlQs76OI99owbRdc0IphY5H3Lu9I8VJ2qlO.png?v=1793831308"},{"product_id":"ghameshi-mfrenni","title":"ღამეში მფრენნი","description":"\u003cp\u003e„მამათქვენი აღარ დაბრუნდება...“, — მიახალა ანჩხლმა და უგულო მისის ფოუჩერმა ტყუპს, ართურსა და მოდის, რომლებიც ბოლო წუთამდე ელოდნენ მამას შორეული ექსპედიციიდან. ეჭვი არ იყო, ცნობილი მკვლევარ-მოგზაური ერნესტ ბრაითშტორმი სამხრეთ პოლუსამდე მიღწევის მცდელობისას დაიღუპა. ახლა ბავშვების ჯერია - როგორმე გაყინულ სამხრეთამდე უნდა მიაღწიონ და მამაზე სიმართლე გაიგონ. თანაც სამეცნიერო წრეებში ამბობენ, დაღუპვამდე მეცნიერმა მეორე ექსპედიციის წევრებს საჰაერო ხომალდის საწვავი მოპარა და კოლეგები საფრთხეში ჩააგდოო! ჰოდა ახლა მთავარი მამის რეპუტაციაა - მის სახელს უნდა უშველონ. ახალი ექსპედიცია იწყება! იდუმალებით მოცული ყინულოვანი პოლუსი ართურსა და მოდის ელოდება!\u003c\/p\u003e","brand":"ჯორჯ რ.რ. მარტინი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809839726845,"sku":"PL-2816","price":17.95,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/8WIKf84SI8pNVZ2C9d62XV4i8qRT05SQpkhqmF3B.png?v=1793831349"},{"product_id":"mekhute-sezoni","title":"მეხუთე სეზონი","description":"\u003cp\u003eეს სამყაროს დასასრულია. კიდევ ერთი დასასრული. ერთი დღე სამ საზარელ ამბავს იტევს: პატარა, წყნარ ქალაქში მცხოვრები ესუნი აღმოაჩენს, რომ მისმა ქმარმა მათი ერთადერთი ვაჟი მოკლა და ქალიშვილი გაიტაცა. ამასობაში, ყოვლისშემძლე სანზის იმპერია ერთი ხელის მოსმით ნადგურდება. და უარესი - დედამიწის ერთადერთი კონტინენტის - სიმშვიდის - შუაგულში გაჩენილი დიდი ნაპრალი ფერფლს აფრქვევს და ცას მრავალი წლით სრულად აბნელებს. ამან შესაძლოა, საუკუნეებს გასტანოს. ესუნმა ოჯახისთვის უნდა იბრძოლოს განწირულ მიწაზე. მისთვის სულ ერთია, რა ბედი ეწევა დედამიწას - თუ ეს ბრძოლა, ქალიშვილს დაუბრუნებს, მზად არის, ის საკუთარი ხელით მოსპოს.\u003c\/p\u003e","brand":"ნ.კ. ჯემისინი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809839923453,"sku":"PL-2843","price":17.95,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/elyBGVraU04F69qcJOp094hJXSsTYAsuhKfCGeMp.png?v=1793831354"},{"product_id":"tsetskhli-ufskrulze","title":"ცეცხლი უფსკრულზე","description":"\u003cp\u003e..\"და როცა მიხვდნენ, რომ საფრთხე ემუქრებოდათ, ხომალდში ჩასხდნენ და სხვა პალანეტისკენ აიღეს გეზი\"... აშორეული მომავლის სურათი საკმაოდ შთამბეჭდავია-გალაქტიკაში დიდი ცვლილებებია.მთავრობები ემხობა,ახალი მმართველები მოდიან.მთავარი საფრთხე ზეინტელექტია-ძალა,რომელიც წარსულში განადგურდა, მაგრამ გადარჩა მისი ასლი და ახლა,განახლებული,ისევ ბობოქრობს.სწორედ ამიტომ ადამიანთა ჯგუფი გადაწყვეტს,თავს გაქცევით უშველოს... მაგრამ დარჩათ კი გასაქცევი?არსებობს კი ადგილი გალაქტიკაში,სადაც უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს?\u003c\/p\u003e","brand":"ვერნონ ვინჯი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809839956221,"sku":"PL-2849","price":26.95,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/Wa4NuvNLvmL9fWYmZCgBtT0zoh6zpGLTbJs26QBH.png?v=1793831354"},{"product_id":"bechdebis-mbrdzanebeli-tsigni-i-bechdis-sadzmo","title":"ბეჭდების მბრძანებელი - წიგნი I  ბეჭდის საძმო","description":"\u003cp\u003eუძველეს დროში ელფმა მჭედლებმა ჯადოსნური ბეჭდები დაამზადეს, ხოლო საურონმა, ბნელმა მეუფემ, ძალაუფლების ბეჭედი გამოჭედა და მასში საკუთარი ძალა ჩააქსოვა, რათა მისი მეშვეობით სხვა ბეჭდები ემართა. მაგრამ საურონს ძალაუფლების ბეჭედი წაართვეს და თუმცა მთელ შუახმელეთში ეძებდა, ვერსად იპოვა.მრავალი საუკუნის შემდეგ, როგორც ,,ჰობიტშია\" მოთხრობილი, ბეჭედი ბილბო აბგელს ჩაუვარდა ხელში. ასე იწყება ჯ.რ.რ. ტოლკინის კლასიკური ამბავიმ რომელიც ,,ორ ციხე-კოშკსა\" და ,,მეფის დაბრუნებაში\" გრძელდება.\u003c\/p\u003e","brand":"ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809839988989,"sku":"PL-2851","price":25.0,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/D3rbENb8fyjMvJyzCeDFoB5qcOn8JDhV1OvwpooU.png?v=1793831355"},{"product_id":"bechdebis-mbrdzanebeli-tsigni-ii-ori-tsikhe-koshki","title":"ბეჭდების მბრძანებელი - წიგნი II  ორი ციხე-კოშკი","description":"\u003cp\u003eსაძმო დაიმალა. ზოგი უძველეს ბოროტებასთან, საურონთან, უიმედო ომისთვის ემზადება, ზოგი მოღალატე ჯადოსან სარუმანს უნდა დაუპირისპირდეს. წყეული ძალაუფლების ბეჭდის წაღება მორდორში, საურონის ბნელ სამფლობელოში, ფროდოსა და სემს მარტო მოუწევთ. მათი მეგზური იქმნება მატყუარა და ბეჭდის წამწყმედ ძალას დამონებული გოლლუმი, რომელიც ბეჭდის დაბრინების სურვილითაა შეპყრობილი. ასე გრძელდება ბრწყინვალე თავგადასავალი, რომელიც ,,ბეჭდის საძმოში\" დაიწყო და სულის შემძვრელად დასრულდება ,, მეფის დაბრუნებაში\".\u003c\/p\u003e","brand":"ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809840021757,"sku":"PL-2852","price":25.0,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/E1_83_91_E1_83_94_E1_83_AD_E1_83_93_E1_83_94_E1_83_91_E1_83_98_E1_83_A1__E1_83_9B_E1_83_91_E1_83_A0_E1_83_AB_E1_83_90_E1_83_9C_E1_83_94_E1_83_91_E1_83_94_E1_83_9A_E1_83_98_II__E1_83.png?v=1793831357"},{"product_id":"bechdebis-mbrdzanebeli-tsigni-iii-mefis-dabruneba","title":"ბეჭდების მბრძანებელი - წიგნი III მეფის დაბრუნება","description":"\u003cp\u003eბნელი მეუფის ლაშქარი იზრდება, მისი ავი ჩრდილი უფრო ფართოვდება. ადამიანები, ჯუჯები, ელფები და ენტები წყვდიადთან საბრძოლველად ერთიანდებიან. ამასობაში, ფროდო და სემი უფრო ღრმად შედიან მორდორში თავიანთი გმირული მისიის შესასრულებლად - ძალაუფლების ბეჭდის გასანადგურებლად. ,,მეფის დაბრუნება'' ,,ბეჭდის საძმოსა\" და ,,ორ ციხე-კოშკში\" დაწყებული ჯ.რ.რ. ტოლკინის კლასიკური ამბის ბრწყინვალე დასასრულია.\u003c\/p\u003e","brand":"ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809840054525,"sku":"PL-2853","price":25.0,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/gO4ydoFdGJXSblWzaxJx08RAFj0P2Q5kw44t7UVx.png?v=1793831356"},{"product_id":"drois-shvilebi","title":"დროის შვილები","description":"\u003cp\u003eწიგნი გადარჩენილი დედამიწელების ერთგვარ კოსმოსურ ოდისეაზე მოგვითხრობს.წარმოუდგენლად შორეულ მომავალში-მაშინ,როცა დედამიწა მტვრად იქცა-(გა)დარჩება ადამიანთა მემკვიდრეობა,რომელიც ვარსკვლავთა შორის გაიბნევა.დროის შვილებისათვის ეს მომვალი უკვე აწმყოა და...კაცობრიობის გადარჩენილი ნაწილი გალაქტიკაშია და კოსმოსური ხომალდიდან დასცქერის პლანეტას-მწვანე ბურთს,რომელიც მათგან ოცი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.ეს ის ადგილია,სადაც,დოქტორი ავრანა კერნის ჩანაფიქრით,ადამიანები ღმერთებად უნდა იქცნენ.\u003c\/p\u003e","brand":"ედრიენ ჩაიკოვსკი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809840251133,"sku":"PL-2858","price":23.95,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/j4xaSBu8jCugTZJVGZmXU10e5PTGNx4dEwmuJc7q.png?v=1793831359"},{"product_id":"bereni-da-lutieni","title":"ბერენი და ლუთიენი","description":"\u003cp\u003eბედისწერა ბერენისა და ლუთიენის სიყვარულს ემუქრება! ასე ხდება, როცა შეყვარებულთაგან ერთი მოკვდავი ადამიანია, მეორე კი მშვენიერი უკვდავი ელფი, ხოლო მამას, ელფთა დიდებულ მბრძანებელს, შვილის რჩეული თვალში არ მოსდის.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eბედის გადაწერა კი მხოლოდ დიდი განსა ცდელის დათმენით, შეუსრულებლის შესრულებითაა შესაძლებელი. და აი, დავალებაც ლუთიენის მამისგან ბერენს: მხოლოდ იმ შემთხვევაში მიათხოვებს ასულს, თუკი... როგორც ყოველთვის, ჯ.რ.რ. ტოლკინი ამ წიგნშიც შეუდარებლად ხსნის კვანძს. კვანძის გახსნას კი ბერენისა და ლუთიენის თავგანწირვა და გმირობა მოსდევს. მათ სამყაროს უბოროტეს ქმნილებას — მელკორს, მორგოთს, შავ მტერს — სილმარილი უნდა მოჰპარონ...\u003c\/p\u003e","brand":"ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809842348285,"sku":"PL-2408","price":19.95,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/ZkKxz3aE59zPKwY8Z3AcFIvOoLpxfmcS1KBsIBtA.png?v=1793831390"}],"url":"https:\/\/www.rcheuli.ge\/collections\/pentezi.oembed","provider":"Rcheuli","version":"1.0","type":"link"}