{"title":"ფსიქოლოგია","description":null,"products":[{"product_id":"ra-aris-normaluri-miti-tu-sinamdvile","title":"რა არის ნორმალური? მითი თუ სინამდვილე","description":"\u003cp\u003e\"სულიერი და ქრონიკული დაავადებები ადამიანებში, დროდადრო, შეუჩერებლად იმატებს. როგორ მოვედით აქამდე? და რა გველოდება მომავალში?\u003c\/p\u003e\u003cp\u003e„ყველაფერი გამოღვიძებით იწყება... იმის მიმართ, რასაც ჩვენი სხეული გამოხატავს, და იმის მიმართ, რასაც ჩვენი გონება ახშობს”.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eეს წიგნი სიცოცხლის ძალას აძლევს ადამიანს, რადგანაც გაბორ მატე ჩვენს პირად ტანჯვასა და თანამედროვე ცხოვრების შეუბრალებელ წნეხს ერთმანეთთან წერტილებით აკავშირებს — გვიჩვენებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ზოგჯერ ჩვენი იმ ბუნებრივი მდგომარეობის ანარეკლია, რომელიც საკუთარ თავთან გაუცხოებას გვაგრძნობინებს და თითქოს ნელნელა გვაშორებს მას. ოთხწლიანი კლინიკური გამოცდილებითა და უამრავი ადამიანის ისტორიის გადმოცემით, რომლებმაც თავიანთი სხეული და გონება გარდაქმნეს, გაბორ მატე განკურნების დამაიმედებელ გზებს გვთავაზობს.\"\u003c\/p\u003e","brand":"გაბორ მატე","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809769177341,"sku":"PL-6188","price":50.0,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/ra_aris_normaluri_superi-1_6f7bb9838d6fd8f790e94d7959806736.jpg?v=1793830355"},{"product_id":"nateba","title":"ნათება","description":"\u003cp\u003e\"ჯეკ ტორანსი ახალ სამსახურს იწყებს სასტუმრო „ოვერლუკში“ - ეს მისთვის და მისი ოჯახისთვის შანსია ახალი ცხოვრების დასაწყებად: ეს შესანიშნავი ადგილია... იდილიური გერემო მომავლის საინტერესო პერსპექტივით. მაგრამ იქნებ ეს იდილია მოჩვენებითია? იქნებ სასტუმროს კედლების მიღმა რაღაც იდუმალება იმალება? ასეც არის: იდილია ირღვევა; ნელ-ნელა რაღაც ხდება... ჯერ რაღაც გაურკვევლობა ჩნდება; მერე - გაუცხოება. ყველაფერი იცვლება... ჯეკიც იცვლება... ოჯახური ურთიერთობები საშიშ ზღვარს უახლოვდება... ახლა „ოვერლუკს“ უცნაური უფრო ეთქმის. ასეც არის: სასტუმროში ვიღაცები არიან. აქ ოდესღაც ბოროტი ძალა არსებობდა. ეს ერთხელ უკვე მოხდა. \"აბოლელვკმ!\" ახლა კი ყველაფერი მეორდება. მთავარ გმირებს წარსულის პერსონაჟები ეცხადებიან და... იწყება ნათება! \"\u003c\/p\u003e","brand":"სტივენ კინგი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809769242877,"sku":"PL-6186","price":34.95,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/STIVEN-KINGI---NATEBA-COVER-2025-1_7f6b1c9ab15b65db035ce44c02ce3ad6.png?v=1793830357"},{"product_id":"cherchili-ilustrirebuli-biografia","title":"ჩერჩილი - ილუსტრირებული ბიოგრაფია","description":"\u003cp\u003eუინსტონ ჩერჩილი_ გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი, მგზნებარე ორატორი და ნობელის პრემიით დაჯილდოებული ავტორი ისტორიაში მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო მოღვაწის სახელით შევიდა.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eწიგნში „ჩერჩილი: ილუსტრირებული ბიოგრაფია“ შეიტყობთ, რამ უბიძგა სამეფო სამხედრო კოლეჯში, სანდჰერსტის აკადემიაში, ჩარიცხვისკენ. სამხედრო მომზადების შემდეგ ის მსახურობდა კუბაში, ინდოეთსა და სუდანში და მუშაობდა სამხედრო კორესპონდენტად სამხრეთ აფრიკაში ბურების ომის დროს, სადაც საპყრობილეს სასწაულებრივად დააღწია თავი. 1900 წელს პარლამენტში შევიდა, მაგრამ მისი „სოციალისტური“\u003c\/p\u003e\u003cp\u003eიდეები კოლეგა „კონსერვატორებში“\u003c\/p\u003e\u003cp\u003eარაპოპულარული აღმოჩნდა. 1908 წელს პირველად დაიკავა ადგილი მინისტრთა კაბინეტში გახდა სამხედრო-საზღვაო მინისტრი და კურირებდა სამეფო ფლოტის მომზადებას I მსოფლიო ომში. 1915 წელს, დარდანელის კამპანიის კრახის გამო, ჩერჩილი მინისტრთა კაბინეტიდან განდევნეს და მომდევნო ათი წელი აღმასრულებელ თანამდებობაზე აღარ ყოფილა. ამ პერიოდში დიდებული ნარკვევები დაწერა ისტორიაზე და გერმანიის ნაცისტური რეჟიმის მიმართ უკიდურესად კრიტიკული გახდა.\u003c\/p\u003e\u003cp\u003e1939 წელს საგაზეთო კამპანია დაეხმარა დაბრუნებულიყო პოლიტიკურ ავანგარდში და ხელახლა დაინიშნა სამხედრო-საზღვაო მინისტრად, ერთი წლის შემდეგ კი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდა. II მსოფლიო ომის დროს ჩერჩილი მოგვევლინა შთამბეჭდავ, ქარიზმატულ ლიდერად. ის რუსეთისა და ამერიკის სამხედრო ძალებს შეუერთდა და 1945 წელს მოკავშირეთა გამარჯვების მთავარ არქიტექტორად იქცა.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eომის შემდეგ ის დაუღალავად მუშაობდა ევროპაში კომუნიზმის გავრცელების შესაჩერებლად და მჭიდრო ურთიერთობების დასამყარებლად ბრიტანეთს, შეერთებულ შტატებსა და თანამეგობრობას შორის.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eსიცოცხლის ბოლოს, 1965 წელს, მას მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად მიიჩნევდნენ.\u003c\/p\u003e","brand":"ბრენდა რალფ ლუისი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809785299197,"sku":"PL-5812","price":23.95,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/churchill_e16afe3fac3e1e63d264924bbf4e2129.png?v=1793830617"},{"product_id":"didi-tsigni-fsiqologiaze","title":"დიდი წიგნი ფსიქოლოგიაზე","description":"\u003cp\u003e„დიდი წიგნი ფსიქოლოგიაზე“ მარტივი ენითაა დაწერილი. აქ მრავლად ნახავთ გასაგებ ენაზე ახსნილ იდეებს, მარტივი დიაგრამებით წარმოდგენილ რთულ თეორიებს, დასამახსოვრებელ ციტატებსა და მახვილგონივრულ ილუსტრაციებს, რომლებიც ჩვენს აღქმასა და რწმენებს ეთამაშება. იმის მიუხედავად, ფსიქოლოგიის სტუდენტი ხართ, გამოცდილი ექსპერტი თუ სრულიად დილეტანტი, ამ წიგნში მრავალ საინტერესოსა და ახალს გაიგებთ.\u003c\/p\u003e","brand":"ქეთრინ კოლინი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809834156285,"sku":"PL-3391","price":60.0,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/book60cba7541b40d8.51180726.jpg?v=1793831291"}],"url":"https:\/\/www.rcheuli.ge\/collections\/psikologia.oembed","provider":"Rcheuli","version":"1.0","type":"link"}