{"title":"თრილერი","description":null,"products":[{"product_id":"moakhle-kompleqti","title":"მოახლე -კომპლექტი","description":"\u003cp\u003eფრიდა მაკფადენის სერია „მოახლე“ ერთ კომპლექტში!\u003c\/p\u003e\u003cp\u003eდაძაბული სიუჟეტი, მოულოდნელი საიდუმლოებები და მოვლენები, რომლებიც მკითხველს ბოლო გვერდამდე მოლოდინში ამყოფებს. სერიის თითოეულ წიგნში ახალი საიდუმლოებები იკვეთება, წარსული კი სულ უფრო სახიფათო ფორმით ბრუნდება.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eკომპლექტში შედის სამი წიგნი:\u003c\/p\u003e\u003cp\u003e• „მოახლე“\u003c\/p\u003e\u003cp\u003e• „მოახლის საიდუმლო“\u003c\/p\u003e\u003cp\u003e• „მოახლე ყველაფერს ხედავს“\u003c\/p\u003e","brand":"ფრიდა მაკფადენი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809761509629,"sku":"PL-6456","price":40.0,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/moaxle_samive_9d9154c897c693510d9cf154be57d884.jpg?v=1793830143"},{"product_id":"moakhle-yvelafers-khedavs","title":"მოახლე ყველაფერს ხედავს","description":"\u003cp\u003eმილი ახლა ბედნიერი ქალია — საყვარელი ქმარი და შვილები ჰყავს. თითქოს წარსული უკან მოიტოვა, ციხე, მკვლელობები. თავდაპირველად, გარემოების მსხვერპლი შეიქნა, მერე კი დაჩაგრულ ქალებს ეხმარებოდა, მაგრამ მკვლელობა მკვლელობაა — ნებსით თუ უნებლიეთ...\u003c\/p\u003e\u003cp\u003eდა ახლაც იძულებულია დაიცვას... ამჯერად რუდუნებით ნაშენები და ნანატრი ოჯახი. საამისოდ დიდი განსაცდელის გამოვლა უწევს, მაგრამ ოჯახი შეინარჩუნა, თუმცა მისი გოგონა სახიფათოდ ემსგავსება... დედას.\u003c\/p\u003e","brand":"ფრიდა მაკფადენი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809762099453,"sku":"PL-6427","price":16.99,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/E1_83_9B_E1_83_9D_E1_83_90_E1_83_AE_E1_83_9A_E1_83_94_7ccaf31b6f466f91143142ea2aae1141.jpg?v=1793830160"},{"product_id":"daitvale-chemi-tyuilebi","title":"დაითვალე ჩემი ტყუილები","description":"\u003cp\u003eორი ქალი — ერთი ღარიბი, ადამიანურ ცხოვრებაზე მეოცნებე; მეორე — მდიდარი, მაგრამ მოღალატე და მატყუარა ქმრისგან გაბეზრებული... ამიტომ ორივე ტყუის, გამუდმებით, მათი სიმართლე მხოლოდ მწარე მოგონებებია. ღარიბიც და მდიდარიც ტყუილით აღწევენ მიზანს, მაგრამ რის ფასად? რამდენი ტყუილის ატანა შეუძლია ადამიანს, სანამ მისი იდეალურად აგებული ცხოვრება თავზე ჩამოენგრევა?\u003c\/p\u003e\u003cp\u003eერთი შეხედვით, ყველაფერი სრულყოფილადაა -სიმშვიდე, ნდობა და მომავალი, რომელიც წინასწარ განსაზღვრულს ჰგავს. თუმცა, როცა წარსულის აჩრდილები და საგულდაგულოდ დამალული საიდუმლოებები ზედაპირზე ამოდიან, რეალობა და ილუზია ერთმანეთში ირევა. ყოველი ნაბიჯი ახალ კითხვას აჩენს, ყოველი მზერა ეჭვს ბადებს, ხოლო მათ, ვისაც ყველაზე მეტად ენდობი, შესაძლოა ყველაზე სახიფათო ნიღაბი ჰქონდეთ მორგებული.\u003c\/p\u003e","brand":"სოფი სტავა","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809763213565,"sku":"PL-6394","price":16.95,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/E1_83_93_E1_83_90_E1_83_98_E1_83_97_E1_83_95_E1_83_90_E1_83_9A_E1_83_94__1__50dd606766a076ce7224613e22a23243.jpg?v=1793830192"},{"product_id":"mteri","title":"მტერი","description":"\u003cp\u003eჯუნიორი და ჰენი ბედნიერად და განმარტოებით ცხოვრობენ ამერიკაში ჯერ კიდევ შემორჩენილ ერთ-ერთ ფერმაში, მაგრამ ერთ დღესაც მათ მყუდროებას ერთი უცნაური კაცი დაურღვევს ძალიან უცნაური წინადადებით - ჯუნიორს კოსმოსში გამგზავრება მოუწევს, ჰენთან კი მისი ჩამნაცვლებელი, მეორე... ჯუნიორი დარჩება. ნამდვილის დაბრუნებამდე ის იქნება ოჯახის უფროსი, ჰენის ქმარი. შემაძრწუნებელი და უჩვეული წინადადებაა, მაგრამ უარი გამორიცხულია.\u003c\/p\u003e","brand":"იენ რეიდი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809765933309,"sku":"PL-6309","price":16.95,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/mteri-cover-1_f343d30e3185629fb6d2bd7e4743b1bb.png?v=1793830264"},{"product_id":"moakhlis-saidumlo","title":"მოახლის საიდუმლო","description":"\u003cp\u003eმოახლემ ერთი წესი აუცილებლად უნდა დაიცვას — არასოდეს არ უნდა შეიჭყიტოს და არც შევიდეს იმ ოთახში, სადაც შესვლა აკრძალული აქვს, თორემ შეიძლება ოთახის კარი კი არ შეაღოს, არამედ პანდორას ყუთი გახსნას და ეს სანანებლად გაუხდეს.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eმაგრამ მილი წესებს არ ემორჩილება, კარს შეაღებს და დამქირავებლის მეუღლეს გაიცნობს, ნაცემ ქალს, რომელსაც სიკვდილივით ეშინია სასტიკი ქმრის, და მილი მის გადარჩენას გადაწყვეტს... სულ მალე კი თავად იქნება გადასარჩენი.\u003c\/p\u003e","brand":"ფრიდა მაკფადენი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809767178493,"sku":"PL-6262","price":16.95,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/makfadeni_-_moaxlis_saidumlo-1_4ceb203862d48664484ee8fe7f2d38f7.jpg?v=1793830298"},{"product_id":"jer-shen-momkali","title":"ჯერ შენ მომკალი","description":"\u003cp\u003e\"ყველაფერი იმ დღეს დაიწყო, როცა მარგოსა და ანას მეზობლად ლივი დასახლდა.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eსამი ქალი და სამი ამბავი!\u003c\/p\u003e\u003cp\u003eან იქნებ სამი ქალი და ერთი ამბავი?\u003c\/p\u003e\u003cp\u003eჯონ მარსი თრილერში „ჯერ შენ მომკალი“ ჯერ ჩვეულებრივ, უწყინარ, მშვიდ გარემოს ქმნის, მერე კი თვალსა და ხელშუა იდუმალების საბურველში ხვევს პერსონაჟებს. ეს იდუმალება თანდათან იკვეთება, იზრდება და მკითხველის თვალწინ უდიდეს ინტრიგად გარდაიქმნება. რას მალავს თითოეული ქალი? როგორია სიმართლით გამოწვეულ დაბნეულობასა და თავზარდაცემას შორის დგომა?\u003c\/p\u003e\u003cp\u003eკოცონის ღამეს ყველაფერი გაცხადდება. და ვის გაიმეტებს ავტორი თავისი ჩვეული შავბნელი მანერით კოცონის მსხვერპლად?\u003c\/p\u003e\u003cp\u003e\"\u003c\/p\u003e","brand":"ჯონ მარსი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809770750205,"sku":"PL-6167","price":16.95,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/jer_Sen_momkali_b912a82912ba107192a8ec01a6ade6a2.jpg?v=1793830377"},{"product_id":"is-rats-chven-shorisaa","title":"ის, რაც ჩვენ შორისაა","description":"\u003cp\u003eდედის უკიდეგანო სიყვარული, მარწუხივით სულისშემხუთავი; სიყვარული, რომელიც ყოველივე იმას გიკრძალავს და გაკარგვინებს, რაც გახარებს და გიყვარს; და მეამბოხე გოგონა, რომელიც ცდილობს თავი დააღწიოს დედის ყოვლისმომცველ კონტროლს, მაგრამ მარცხდება. მარცხდება ორივე, დედაც და შვილიც... და ერთხელაც დგება შურისძიების დღე — სასტიკი და წარმოუდგენელი, მაგრამ არის რაღაც, რაც ქალიშვილმა არ იცის და არც არასოდეს გაუმხელს დედა, რადგან სიმართლე მათ სახლში სიცრუეზე სახიფათოა.\u003c\/p\u003e","brand":"Rcheuli","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809772257533,"sku":"PL-6149","price":16.95,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/is__rac__1__40cee4a323879c671d0a1f4dc66665a7.jpg?v=1793830392"},{"product_id":"moakhle","title":"მოახლე","description":"\u003cp\u003eციხიდან ციხეზე უარეს საპყრობილეში, რომელსაც სიმპათიური ურჩხული უსჯის სულ უბრალო შეცდომისთვისაც კი. უნებური მკვლელი ისევ მკვლელობის სურვილს ებრძვის. სხვა გზა არა აქვს, რადგან წამებას ვეღარ გაუძლებს. ერთხელ თავისუფლება დაკარგა იმისთვის, რომ სიბილწეს მოუღო ბოლო, მეორედ ამას ვეღარ აიტანს. არადა, სიყვარულზე ოცნებობდა, საშინელ ხაფანგში კი გაება მეორე ტანჯულის გულისთვის თუ სულსწრაფობისთვის?\u003c\/p\u003e","brand":"ფრიდა მაკფადენი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809775730941,"sku":"PL-6033","price":16.95,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/moaxle_c5de02bc23a33059ef5d0fd211872f40.jpg?v=1793830478"},{"product_id":"farshavangi-da-beghura","title":"ფარშავანგი და ბეღურა","description":"\u003cp\u003eაღმოსავლეთი - გამოუცნობი, ეგზოტიკური და გამუდმებ ით კონფლიქტური; ბაჰრეინი, ერთ დროს ნავთობის მდიდარი მარაგით აყვავებული, ახლა კი გაღატაკებული კუნძულოვანი სახელმწიფო სპარსეთის ყურეში. მიუხედავად ამისა, აქ ირანს თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს თავიანთი ინტერესები აქვთ, ორივე ხელს ურევს ქვეყნის საქმეებში: ირანი - ტერორისტების დაფინანსებითა და იარაღის მიწოდებით, ოფიციალური ვაინგტონი- შედარებით კორექტულად, შეფარვით. გამოცდილი ჯაშუშის, შეინ კოლინზის, უკანასკნელი მისია თავდაყირა დგება - მისდა უნებურად, ის \"არაბული გაზაფხულის\" ერთ-ერთი მონაწილე გახდა, საყვარელი ქალიც დაკარგა და თავსიანებმაც გაწირეს. ახლა ისღა დარჩენია, იპოვოს საზღვარი, სადაც მთავრდება ბაჰრეინის საიდუმლოებანი და იწყება ამერიკის შეერთებული შტატები.\u003c\/p\u003e","brand":"I.S. Berry","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809776058621,"sku":"PL-6023","price":17.95,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/farshavangi-da-begura-1_29cdd8cdaf693c837e5febcacfbdd724.png?v=1793830485"},{"product_id":"dasakhotsta-sia","title":"დასახოცთა სია","description":"\u003cp\u003e\"ეს რომანი ტკივილსა და შურისძიებაზეა.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eნამდვილ ამბავზე დაფუძნებულ ამ პოლიტიკურ თრილერში \"\"ზღვის ლომს\"\", მკვლელობის გარდა, სხვა არაფერი დარჩენია მას შემდეგ, რაც გაიგებს, რომ მისი რაზმი ამერიკის მთავრობამ ამოხოცა.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eლეიტენანტ ჯეიმზ რისის მთელი ქვედანაყოფი ემსხვერპლა მოულოდნელ თავდასხმას, რომელსაც იმ თვითმფრინავის ეკიპაჟიც შეეწირა, მათ დასახმარებლად რომ გაგზავნეს. როცა შინ დაბრუნებულს, მისთვის უძვირფასესი ადამიანებიც დახოცილი დახვდება, რისი მიხვდება, რომ ეს ყოველივე იმ შეთქმულების ნაწილია, რომელიც მთავრობის უმაღლეს ეშელონებამდე მიდის.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eუოჯახოდ და უსამსახუროდ დარჩენილი რისი თავის საბრძოლო გამოცდილებას იმისთვის იყენებს, რომ ოჯახისა და თანამებრძოლების მკვლელებზე შური იძიოს.\u003c\/p\u003e\u003cp\u003e\"\u003c\/p\u003e","brand":"კარი ჯეკ","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809801322749,"sku":"PL-5323","price":16.95,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/download_722b4701f3f7fb1eae6c2d09bece97e5.jpg?v=1793830828"},{"product_id":"gauchinarebuli-qali","title":"გაუჩინარებული ქალი","description":"\u003cp\u003eგილიან ფლინი ავტორია NEW YORK TIME-ის ბესტსელერებისა: „გაუჩინარებული ქალი“, „ბნელი ადგილები“ და „ბასრი საგნები“. მუშაობდა Entertainment Weekly-ის კრიტიკოსად, მისი წიგნები 40 ენაზეა თარგმნილი. ცხოვრობს ჩიკაგოში ქმართან და ვაჟიშვილთან ერთად. „გაუჩინარებული ქალი“ საერთაშორისო სენსაციად იქცა და 75 კვირის განმავლობაში NEW YORK TIME-ის ბესტსელერების სიის პირველი ადგილი არავის დაუთმო. რეჟისორ დევიდ ფინჩერის კინოეკრანიზაცია კი 2014 წელს კინოკომპანია 20th Century Fox-ის შეფასებით წლის ფილმად აღიარეს.\u003c\/p\u003e","brand":"გილიან ფლინი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809822687485,"sku":"PL-4297","price":18.95,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/gauchinarebuli-qali-reprint-2026-1_e465db343cbe0a16f783a367107a9371.jpg?v=1793831125"},{"product_id":"mdumare-patsienti","title":"მდუმარე პაციენტი","description":"\u003cp\u003eროდესაც ამბობენ, რომ სასტიკად გაუსწორდი ქმარს, რომ ხარ მკვლელი და მძიმე ფსიქიკური აშლილობა გაქვს, როცა ყველაფერი შენ წინააღმდეგ არის, როგორ უნდა იმართლო თავი? ჩუმდები და კლინიკის მდუმარე პაციენტი ხდები — ეს არის შენი პასუხი. გგონია, რომ ასე უფრო დაცული ხარ? იქნებ მართლა მოკალი და შეიშალე, ან მეზობელმა გამოჰკრა სასხლეტს, ან საქმიანმა პარტნიორმა, ანდა ხელმოცარულმა ნათესავმა, თუნდაც იმ უცნობმა, უკან რომ გდევდა ლანდივით და გითვალთვალებდა? და თუ ნამდვილი მკვლელი სულ უფრო გიახლოვდება – მაშინ?\u003c\/p\u003e","brand":"ალექს მიქაელიდესი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809825898749,"sku":"PL-4204","price":14.95,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/X44H8laXnHpbk2No3RkMgiNhMPSu33DA0OGKudmv.png?v=1793831155"},{"product_id":"mokali-eva","title":"მოკალი ევა","description":"\u003cp\u003eთუ მკვლელობა გარდაუვალია, მნიშვნელობა არა აქვს, სამიზნე სად იმყოფება - სიცილიაში, ლონდონში, პარიზსა თუ შანხაიში - მკვლელი მსხვერპლს ყველგან მიაკითხავს. მისი ხელწერა დახვეწილი და, იმავდროულად, ორიგინალური სისასტიკით არის გამორჩეული. მკვლელის უკან გაურკვეველი წარმომავლობის, სრულიად გასაიდუმლოებული ორგანიზაცია დგას და მაინც.... ვინ არის მკვლელი? ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახური სერიული მკვლელობებით ინტერესდება,უფრო სწორად, ამ სამსახურის თანამშრომელი ევა პოლასტერი საკუთარ თავზე იღებს მკვლელის პოვნას.\u003c\/p\u003e","brand":"ლუკ ჯენინგსი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809837924605,"sku":"PL-3493","price":14.95,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/F9WeVKx5LXYUSPL0uPvu9zXRVlXw49PL5SXVWMOC.png?v=1793831300"},{"product_id":"basri-sagnebi","title":"ბასრი საგნები","description":"\u003cp\u003eკამილ პრიკერი, ჩიკაგოს ერთ-ერთი რიგითი გაზეთის არც ისე მოწინავე რეპორტიორი, ბრწყინვალე კარიერასა და მაღალ ხელფასზე ოცნებობს და მარჯვე შემთხვევაც მიეცა - ერთ პატარა ქალაქში ვიღაც მანიაკი პატარა გოგონებს ხოცავს და კამილმა მკითხველს სენსაციური ამბები ამ ქალაქში დაიბადა და გაიზარდა და კარგად იცის, ვინ რისი გამკეთებელია, ვინ არ არის წმინდა სულის... ისიც დიდი მონდომებით შეუდგება მკვლელობების დეტალების გამოქექვას და მისი კოშმარიც აქედან იწყება, კოშმარი, რომლისგანაც თავის დაღწევას, ვინ იცის, მოახერხებს?\u003c\/p\u003e","brand":"გილიან ფლინი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809839890685,"sku":"PL-2837","price":14.95,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/RqrrCwysh72MvkXheiwH51QZfspUVDGgE6JcbtNx.png?v=1793831353"}],"url":"https:\/\/www.rcheuli.ge\/collections\/trileri.oembed","provider":"Rcheuli","version":"1.0","type":"link"}