{"title":"თვითგანვითარება","description":null,"products":[{"product_id":"gafantuli-goneba","title":"გაფანტული გონება","description":"\u003cp\u003eეს არის წიგნი, რომლის წაკითხვის შემდეგ საკუთარ თავში აუცილებლად აღმოაჩნეთ თქვენი გონებისთვის დამახასიათებელ რომელიმე უცნაურ თვისებას ან თავისებურებას. არ გაგიკვირდეთ და არ შეგეშინდეთ! ADD - ყურადღების დეფიციტის აშლილობა განზომილებითი დიაგნოზია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი უწყვეტი სპექტრის მახასიათებლები ყველა ადამიანს თანდაყოლი აქვს, თუმცა განსხვავებული ხარისხით, რაც გარკვეული კომბინაციებით გონების გაფანტულობას, ყურადღების დეფიციტს, შენელებულ აზროვნებასა და ჰიპერაქტიურობას იწვევს.\u003c\/p\u003e\u003cp\u003e„გაფანტული გონებიდან“ მიღებული ინფორმაცია დაგეხმარებათ მეტი ცოდნითა და თანაგრძნობით მოეპყრათ განსხვავებული სოციალური და ემოციური ქცევის მქონე ადამიანებს, რადგან თქვენ უკვე გეცოდინებათ, რომ მათ მდგომარეობას, რომელსაც ხშირად შეცდომით უწოდებენ „დაავადებას“, განაპირობებს არა გენეტიკური, არამედ სოციალური და ემოციური ფაქტორები. დიახ, გარემოს - ემოციურსა და სოციალურს, ანუ ადამიანის განწყობასა და ცხოვრების წესს - გადამწყვეტი გავლენა აქვს თითოეული ჩვენგანის ფსიქიკაზე, ისევე როგორც ტვინის ფიზიოლოგიურ განვითარებაზე.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eამ წიგნში აღმოაჩენთ მნიშვნელოვან ცნობას იმის შესახებ, რომ ადამიანის ტვინისა და გონების ჯანსაღი განვითარების ხელშეწყობა დაგვიანებული არასდროს არ არის და რომ ნებისმიერ ასაკში შეიძლება ფსიქიკური აშლილობის მოწესრიგება და დადებითი ცვლილების მიღწევა. ხოლო ის, თუ როგორ ხდება ცვლილება, ამის შესახებ წიგნის ავტორი საკუთარი თავისა და ოჯახის მაგალითზე დიდი ენთუზიაზმით მოგვითხრობს სამეცნიერო ფაქტებზე დაფუძნებული ცოცხალი სამეტყველო ენით და, რაც მთავარია, სანუგეშო დასკვნას გვთავაზობს: \"\" თუ ჩვენ ქმედითუნარიან სიყვარულს შევძლებთ, აღარ იარსებებს არც ყურადღების დეფიციტი და არც აშლილობა\"\".\u003c\/p\u003e","brand":"გაბორ მატე","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809760854269,"sku":"PL-6472","price":24.99,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/gafantuli_e80cf803f8267660faf697a9ad3330e8.jpg?v=1793830127"},{"product_id":"tsota-ram-dzenis-shesakheb","title":"ცოტა რამ ძენის შესახებ","description":"\u003cp\u003eმედიტაციის, გონების დამშვიდებისა და თქვენს ქვეცნობიერში დამალულ საიდუმლოებებში ჩასაღრმავებლად, ყველაზე კარგად ძენი დაგეხმარებათ. ამ წიგნში გაეცნობით ამ მიმართულების ისტორიას, რომელი ქვეყნებიდან მოდის და როგორ შეიძლება ის საკუთარი თავის უკეთ გასაცნობად გამოიყენოთ.\u003c\/p\u003e","brand":"როში პატ ენკიო ო’ჰარა","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809761673469,"sku":"PL-6445","price":14.99,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/cota-ram-Zenis-Sesaxeb-yda-1_d86256e61ad95082ccc810b36cb18139.png?v=1793830146"},{"product_id":"suntqvis-dzala","title":"სუნთქვის ძალა","description":"\u003cp\u003eსუნთქვა სიცოცხლის საფუძველია, თუმცა ადამიანთა უმეტესობა ამ ფუნდამენტურად მნიშვნელოვან მოქმედებას არასწორად ასრულებს, რაც ჩვენს ჯანმრთელობაზე იმაზე დიდ გავლენას ახდენს, ვიდრე წარმოგვიდგენია.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eწიგნში „სუნთქვის ძალა” ჟურნალისტი ჯეიმს ნესტორი მოგვითხრობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობის შესახებ, რომლის მიზანიცაა სუნთქვის შესახებ არსებული დაფარული თუ მივიწყებული ცოდნის ხელახლა აღმოჩენა. პრანაიამასა და ტუმოს მსგავსი უძველესი ცოდნის პრაქტიკული გამოყენებისა და თანამედროვე სამეცნიერო კვლევების მაგალითზე ავტორი გვიჩვენებს, რომ სუნთქვის ტექნიკის მცირე ცვლილებასაც კი შეუძლია ძილის გამოსწორება, ფიზიკური შესაძლებობების გაზრდა, სტრესის შემცირება და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eმეცნიერულ მტკიცებულებებსა და შთამბეჭდავ ისტორიებზე დაფუძნებული ეს წიგნი სრულიად ახალი პერსპექტივიდან წარმოგიდგენთ სუნთქვის, როგორც საბაზისო ბიოლოგიური ფუნქციის, შესაძლებლობებს და გთავაზობთ პრაქტიკულ ცოდნას, რომელსაც შეუძლია უკეთესობისკენ რადიკალურად შეცვალოს ადამიანების ცხოვრების ხარისხი.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eეს წიგნი წარმოდგენას შეგიცვლით სუნთქვის არსსა და ფუნქციაზე!\"\u003c\/p\u003e","brand":"ჯეიმს ნესტორი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809761837309,"sku":"PL-6435","price":24.99,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/sunTqvis_Zala_847572bb5f28c7798dd5456c870ff9a1.jpg?v=1793830152"},{"product_id":"dausrulebeli-gaatavisuflet-goneba-da-moiget-shinagani-omi","title":"დაუსრულებელი: გაათავისუფლეთ გონება და მოიგეთ შინაგანი ომი","description":"\u003cp\u003eდევიდ გოგინსის მემუარულმა ბესტსელერმა „ვერ გამტეხ\"\" მსოფლიოს დაანახვა, რამდენად ულევია ადამიანის პოტენციალი - არადა, ეს მხოლოდ შესავალი იყო გონების ნამდვილი ძლევამოსილების აღმოჩენის გზაზე.\u003c\/p\u003e\u003cp\u003e„დაუსრულებელში” გოგინსი მკითხველს ეპატიჟება საკუთარ „გონების ლაბორატორიაში\"\" — იქ, სადაც ჩამოაყალიბა ფილოსოფია, ფსიქოლოგიური მიდგომები და პრაქტიკული სტრატეგიები, რომლებმაც დაანახვა, რომ საკუთარი შესაძლებლობების დასასრულად მიჩნეული ზღვარი სინამდვილეში, მხოლოდ დასაწყისი იყო, რადგან სიდიადისკენ სწრაფვა არასოდეს სრულდება.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eეს გულწრფელი, მოურიდებელი და შთამბეჭდავი მოგონებების წიგნი მხოლოდ ისტორიების კრებული არ გეგონოთ — ეს არის პრაქტიკული გზამკვლევი მათთვის, ვისაც სურთ ცხოვრების ყველაზე დაბალი წერტილიდან იმ სიმაღლეებზე აიჭრან, რომლებიც ოდესღაც მიუღწეველი ეგონათ.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eთუ გრძნობ, რომ ცხოვრების გზას აცდი, თუ გსურს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება ან მზად ხარ გაარღვიო ის უხილავი „შუშის ჭერი\"\", რომელიც შენ წინ აღმართულა, „დაუსრულებელი\"\" სწორედ ის წიგნია, რომელიც ამ გზაზე ყველაზე მეტად გამოგადგება.\u003c\/p\u003e","brand":"დევიდ გოგინსი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809762361597,"sku":"PL-6419","price":29.99,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/E1_83_92_E1_83_9D_E1_83_92_E1_83_98_E1_83_9C_E1_83_A1_E1_83_98_5e4e6ffcf29866fed3c8bdd09a5f1ebb.jpg?v=1793830166"},{"product_id":"tsota-ram-intuitsiis-shesakheb","title":"ცოტა რამ ინტუიციის შესახებ","description":"\u003cp\u003eდედამიწაზე ყველა ადამიანი ინტუიციის შგრძნებით ვიბადებით. თუ ინტუიციას სწორად განვავითარებთ, მისი გამოყენება ბევრ შემთხვევაში დაგვეხმარება. აღმოაჩინეთ, გაიგეთ და განავითარეთ თქვენი ექსტრასენსორული ძალა ინტუიციის დეტალური გზამკვლევით.\u003c\/p\u003e","brand":"ქეთრინ ალანი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809762951421,"sku":"PL-6402","price":14.95,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/E1_83_98_E1_83_9C_E1_83_A2_E1_83_A3_E1_83_98_E1_83_AA_E1_83_98_E1_83_90_cc08445fa5620cf19f8f11dbb317d29e.png?v=1793830185"},{"product_id":"mamis-dabadeba","title":"მამის დაბადება","description":"\u003cp\u003eშენ ამ წიგნის გმირიც ხარ და თანაავტორიც მასში ის კითხვებია, რომლებიც მამობის პირველ თვეებში გაგინდება, როცა ორი იქცევა სამად. შვილი - მამად, ექოსკოპიის კაბინეტი - კინოთეატრად, ცხრათვიანი მოლოდინი კი - უძილო ღამეებად. მე ამ წიგნის გმირი. ცხრა წლის წინ გავხდი. გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივით კი ახლა მისი ავტორიც ვარ მნიშვნელობა არა აქვს, რას დავარქმევთ, ჯიბის წიგნაკს. სამაგიდო წიგნს ინსტრუქციას თუ გზამკვლევს, უბრალთდ მიიღე როგორც ერთი მამის მეორისთვის გაწვდილი ხელი\u003c\/p\u003e","brand":"ალექს ჩიღვინაძე","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809763016957,"sku":"PL-6400","price":14.95,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/mamis-dabadeba-cover_2f9b59567f1aa5da49f4e262dfdbf5cb.png?v=1793830186"},{"product_id":"ratom-vberdebit-da-ratom-ar-unda-vberdebodet-sitsotskhlis-khangrdzlivoba","title":"რატომ ვბერდებით და რატომ არ უნდა ვბერდებოდეთ: სიცოცხლის ხანგრძლივობა","description":"\u003cp\u003eპარადიგმის შემცვლელი წიგნი, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის აღიარებული მეცნიერისა და TIME-ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანისგან.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eარსებობს თითქოს უდავო ჭეშმარიტება - დაბერება გარდაუვალია.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eმაგრამ რა მოხდება, თუ ყველაფერი, რაც დაბერებაზე გვჯეროდა, მცდარია? რა მოხდება, თუ სიცოცხლის ხანგრძლივობის არჩევა შეგვეძლება?\u003c\/p\u003e\u003cp\u003eამ ინოვაციურ წიგნში დოქტორი დევიდ სინკლერი, გენეტიკისა და დღეგრძელობის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ავტორიტეტი, გვთავაზობს ახალ თამამ თეორიას იმის შესახებ, თუ რატომ ვბერდებით. როგორც თავად წერს: „დაბერება არის დაავადება, და ეს დაავადება განკურნებადია ”. ეს გონების გამხსნელი და პროვოკაციული ნაშრომი გვაცნობს კვლევას, სადაც მეცნიერება საზღვრების გადალახვას ცდილობს და გვიჩვენებს განსაცვიფრებელ მიღწევებს - ბევრ მათგანს თავად სინკლ ერის ჰარვარდის ლაბორატორიიდან - რომლებიც ამტკიცებს, რომ შეგვიძლია შევანელოთ ან თუნდაც შევაბრუნოთ დაბერების პროცესი.\u003c\/p\u003e","brand":"დევიდ სინკლერი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809763148029,"sku":"PL-6396","price":29.95,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/E1_83_A0_E1_83_90_E1_83_A2_E1_83_9D_E1_83_9B_37fc335fee45418353d1474c3057fcc4.jpg?v=1793830191"},{"product_id":"ratom-gvdzinavs-dzilisa-da-sizmrebis-dzalis-amokhsna","title":"რატომ გვძინავს? ძილისა და სიზმრების ძალის ამოხსნა","description":"\u003cp\u003eNew York Times-ის ბესტსელერი და საერთაშორისო სენსაცია, ეს მნიშვნელოვანი და შთამაგონებელი წიგნი ძილის სამყაროში მომხიბვლელ მოგზაურობას გვთავაზობს.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eძილი ტვინში უამრავ პროცესს უწყობს ხელს — მათ შორის სწავლას, დამახსოვრებასა და ლოგიკური გადაწყვეტილებების მიღებას. ის არეგულირებს ჩვენს ემოციებს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, აყალიბებს მეტაბოლიზმის ბალანსს და აკონტროლებს მადას. სიზმრები კი ქმნის ვირტუალურ სივრცეს, რომელშიც ტვინი აერთიანებს წარსულისა და აწმყოს ცოდნას და ამ პროცესით შემოქმედებითობას ახალ იმპულსს აძლევს.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eამ დამაჯერებელ და შთამბეჭდავ წიგნში ცნობილი ნეირომეცნიერი და ძილის ერთ-ერთი წამყვანი მკვლევარი, მეთიუ უოკერი, გვთავაზობს ძილის რევოლუციურ კვლევას და გვიჩვენებს, თუ როგორ მოქმედებს ის ჩვენი ფიზიკური და ფსიქიკური კეთილდღეობის თითქმის ყველა ასპექტზე.\u003c\/p\u003e","brand":"მეთიუ უოკერი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809764491517,"sku":"PL-6358","price":24.95,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/ratom-gvdzinavs-1_c3c33a665fe1776835636a8a496f4615.jpg?v=1793830222"},{"product_id":"neba-mietsi-mat-teoria","title":"ნება მიეცი მათ თეორია","description":"\u003cp\u003eრა რეაქცია გექნება, თუ აღმოაჩენ, რომ ბედნიერების, წარმატებისა და სიყვარულის გასაღები მხოლოდ სამი სიტყვაა? თუ ოდესმე ჩიხში აღმოჩენილხარ, გამოფიტულად ან იმედგაცრუებულად გიგრძნია თავი, იცოდე - პრობლემა შენ არ ხარ, პრობლემა ისაა, რომ შენს ენერგიას სხვას აძლევ. სამი უბრალო სიტყვა - ნება მიეცი მათ - გაგათავისუფლებს. გათავისუფლებს სხვისი აზრების, დრამისა და განსჯისგან. გათავისუფლებს მუდმივი მცდელობისგან, აკონტროლო ყველა და ყველაფერი გარშემო. ”ნება მიეცი მათ“ თეორია ენერგიას უკან გიბრუნებს, კვლავ შენს ხელში, რათა შექმნა ცხოვრება, რომელსაც იმსახურებ, და ეს წიგნი ზუსტად გიჩვენებს, როგორ უნდა გააკეთო ეს. კარგად გასაგები ენით დაწერილი ამ გზამკვლევით მელ რობინსი გვიზიარებს საკუთარ განცდებს, გამორჩეულ მაგალითებს, მთავარ აზრებსა და თანამედროვე კვლევებს, გვაცნობს მსოფლიო დონის ექსპერტებს ფსიქოლოგიის, ნეირომეცნიერების, ურთიერთობების, ბედნიერებისა და უძველესი სიბრძნის სფეროში, რომელთა აზრებიც თანხვედრაშია ”ნება მიეცი მათ“ თეორიასთან. ”ნება მიეცი მათ“ თეორია სრულად შეცვლის შენს შეხედულებასა და დამოკიდებულებას ურთიერთობების, კონტროლისა და საკუთარი ენერგიის მიმართ.\u003c\/p\u003e","brand":"მელ რობინსი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809767309565,"sku":"PL-6253","price":19.95,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/neba-mieci-maT-cover-2026-1_296199bf0e43839485cf6b94ac5809bf.jpg?v=1793830301"},{"product_id":"ver-gamtekh","title":"ვერ გამტეხ","description":"\u003cp\u003eდევიდ გოგინსისთვის ბავშვობა კოშმარი იყო.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eსიღარიბე, სტერეოტიპები და ძალადობა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. მაგრამ თვითდისციპლინის, ფსიქოლოგიური სიმტკიცისა და შრომის მეშვეობით, გოგინსმა საკუთარი თავი - დეპრესიაში ჩავარდნილი, ჭარბწონიანი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც მომავალი არ გააჩნდა - აშშ-ს შეიარაღებული ძალების სიმბოლოდ და ერთერთ საუკეთესო სპორტსმენად აქცია.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eწიგნში „ვერ გამტეხ\"\" გოგინსი თავისი ცხოვრების გასაოცარ ისტორიას გვიზიარებს და ამბობს, რომ ადამიანთა უმრავლესობა ჩვენი შესაძლებლობების მხოლოდ 40%-ს ვიყენებთ. „40%-ის წესისა\"\" და მისი ცხოვრების მაგალითზე განხილული სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით გოგინსი გვასწავლის, როგორ უნდა გავუძლოთ ტკივილს, გავანადგუროთ შიში და დავუპირისპირდეთ ბედისწერას - ჩვენი სრული პოტენციალის მისაღწევად.\u003c\/p\u003e","brand":"დევიდ გოგინსი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809767375101,"sku":"PL-6252","price":29.95,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/ver_gamtex_b169b0e369a060f36f28224570071000.jpg?v=1793830302"}],"url":"https:\/\/www.rcheuli.ge\/collections\/tvitganvitareba.oembed","provider":"Rcheuli","version":"1.0","type":"link"}