აჩრდილები
მარაგშია
რას ეძებს, რას ესწრაფვის „აჩრდილების“ მთავარი პერსონაჟი, რომელსაც არცთუ შემთხვევით ჰქვია აბელი, სახელი, რომელიც მის ბიბლიურ წარმომავლობას მიანიშნებს და ღრმა მეტაფორული გააზრების აუცილებლობისკენ გვიბიძგებს. ეს კითხვა თან დაჰყვება მკითხველს იმ უჩვეულო, სულის შემძვრელ და შემაძრწუნებელ თავგადასავალში, რომელშიც წიგნის გმირთან ერთად ებმება.
გმირის ძიების გზა, ზეცისა და თავისუფლების მონატრებით არის შთაგონებული და სავსეა კოშმარული, თავზარდამცემი სურათებით დაწყევლილი სოფლისა, რომლისგანაც ვერაფრით აღწევს თავს. ეს თავისუფლების ძიებაა, რომლის გამოც ადამიანებს სჯიან.
„აჩრდილები“ არის შთამბეჭდავი და დაუვიწყარი ამბავი იმისა, სად მიიყვანს გმირს თავდაუზოგავი და შეუპოვარი სწრაფვა მოჯადოებული, ჩაკეტილი სოფლიდან თავისუფლებისაკენ?
დეტალები
- ავტორი:
- ნიკოლოზ ცისკარიშვილი
- ჟანრი:
- მხატვრული ლიტერატურა
- სერია:
- იკითხე ქართული XXI
- ISBN:
- 9789941358579
- წიგნის ენა:
- ქართული
- ყდის ტიპი:
- რბილი
- გვერდები:
- 352
- წიგნის ფორმატი:
- 130x195
- გამოშვების წელი:
- 2023
აჩრდილები
20 ₾
შეკვეთა