ახალი წელი აგვისტოში

დიანა ანფიმიადი

მარაგშია

"აგვისტოს ბუღს გაექეცი და სოფლის სიგრილეს აფარებ თავს? სწორი გადაწყვეტილებაა. რა შეიძლება იყოს ზაფხულზე, თავისუფლებაზე, სოფელზე და ბებიასთან ჩახუტებაზე ტკბილი და სანატრელი?!

პატარა ოლღას არდადეგები სავსეა ფერადი და თავგადასავლებიანი დღეებით, ტყაშმაფასა და ოჩოკოჩის, მინდვრის ბატონისა და მინდიას სულმოუთქმელად მოსასმენი ამბებით, რომლებსაც ბებიასავით ვერავინ ჰყვება, და გემრიელობებით, რომელთა მსგავსსაც ამქვეყნად, ბებიას გარდა, ვერავინ აცხობს. თუმცა შენც შეგიძლია დაიკაპიწო ხელები და სამზარეულოს მიაშურო - ამ წიგნში ბებია თავის საიდუმლოებებს გაგიმხელს და ამ ცოდნით შეიარაღებული თავს ნამდვილ ჯადოქრად იგრძნობ. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ამ წიგნში წაიკითხავ, რომ თითოეული დღე შეგიძლია ჯადოსნურ დღედ აქციო, მითუმეტეს, თუ ისეთი თანამოაზრე გყავს, როგორიც მოსიყვარულე და ხალისიანი ბებიაა."

დეტალები

ავტორი:
დიანა ანფიმიადი
ჟანრი:
საბავშვო ამბები
ISBN:
9789941357114
გვერდები:
48
წიგნის ფორმატი:
205x220
გამოშვების წელი:
2023

დიანა ანფიმიადი

თანამედროვე ქართველი პოეტი, მწერალი და ენათმეცნიერი.