ანწუხელიძე- ომის ნამსხვრევები - რბილყდიანი

გიორგი კეკელიძე

მარაგშია

90-იანი წლების სისხლიანი დაპირისპირება აფხაზეთსა და შიდა ქართლში, 2008 წლის აგვისტოს ომი, ფერფლად ქცეული ქართული სოფლები, მიძინებული ჭრილობები... რუსულ იმპერიალიზმთან ორ საუკუნეზე მეტ ხანს გაუნელებელი ომის უახლესი ნაკვალევი, სახელები, ამბები და ტკივილები, რომლებიც ცალკეული ადამიანების მეხსიერებაშია შემორჩენილი, კოლექტიური მეხსიერების კუთვნილება ხდება.

„ანწუხელიძე. ომის ნამსხვრევები“ წარმოუდგენელი ძალის წიგნია ომში ჩაბმულ რიგით ადამიანებზე, რომლებსაც განგებამ და გარემოებებმა განუსაზღვრეს ისტორიული მისია – ეჩვენებინათ ინდივიდუალური წინააღმდეგობის ძალა და საქართველოს ბედმა თუ უბედობამ შვა ათასობით უსახელო გმირი და დააწერინა მწერალს ერთგულების, თავგანწირვისა და უდრეკობის ასობით მაგალითის დამტევი და იმის იმედით გაჟღენთილი წიგნი, რომ გმირები, რომლებიც აქამდე დაიხოცნენ, კიდევ მოვლენ!

და მარად ცოცხალი იქნება გიორგი ანწუხელიძე – თავისუფალი და გაუტეხელი საქართველოს იდეის განსახიერება.

დეტალები

ავტორი:
გიორგი კეკელიძე
ჟანრი:
ისტორია
სერია:
იკითხე ქართული XXI
ISBN:
9789941388620
წიგნის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
რბილი
გვერდები:
312
წიგნის ფორმატი:
19 x 13.5
გამოშვების წელი:
2026

გიორგი კეკელიძე

გიორგი კეკელიძე (დ. 10 აპრილი, 1984, ოზურგეთი) — ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, კინოსცენარისტი, ესეისტი, ლექტორი, ტელეწამყვანი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი (2012 წლიდან დღემდე). წიგნის...