აქ იყო ბრიტ-მარი

ფრედრიკ ბაკმანი

მარაგშია

ბრიტ-მარი შესანიშნავი დიასახლისია, აღმერთებს წესრიგს: ყოველთვის საღამოს ექვს საათზე ვახშმობს, რადგან, მისი აზრით, ყველა წესიერი კაცი სწორედ ამ დროს ვახშმობს; დილითაც ექვს საათზე დგება, რადგან მხოლოდ სულელები დგებიან უფრო გვიან, და მტკიცედ სჯერა, რომ სოდაზე კარგი სარეცხი საშუალება ამქვეყნად არ გამოუგონებიათ; სანაქებოდ უვლის ქმარსა და მის ორ შვილს, მაგრამ ერთ მშვენიერ დღესაც, 40-წლიანი ქორწინების შემდგომ, აღმოაჩენს, რომ ქმარს „სხვა ქალი“ ჰყავს. და ოჯახიდან მიდის. ბედი გაუღიმებს, მუშაობას ერთ მივარდნილ პატარა ქალაქში იწყებს და იქვე ბინავდება... სულ ცოტა ხანში ბრიტ-მარი მიხვდება, რომ ამ ქალაქში, სადაც უცნაური, ცოტა შერეკილი ხალხიღა შემორჩენილა, იპოვა თავისი ადგილი და, რაც მთავარია, ბედნიერება.

დეტალები

ავტორი:
ფრედრიკ ბაკმანი
მთარგმნელი:
კონსტანტინე შარვაშიძე
ჟანრი:
მხატვრული ლიტერატურა
სერია:
წლის ბესტსელერი
ISBN:
9789941358548
წიგნის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
რბილი
გვერდები:
272
წიგნის ფორმატი:
14/21
გამოშვების წელი:
2024

ფრედრიკ ბაკმანი

შვედი მწერალი და ბლოგერი. ახალგაზრდობაში ღვთისმეტყველებას სწავლობდა, მაგრამ მიატოვა და სატვირთოს მძღოლობა არჩია, მერე ჟურნალისტობა. 2016 წელს დასახელდა წლის ავტორად.