ასტრალის სული

ნიკოლოზ ტოტოღაშვილი

მარაგშია

ყველა გადახრა ბავშვობაში მიღებული ფსიქოტრავმებისა და მათ მიერ გამოწვეული კომპლექსების გამოძახილია. "მანიაკები მოდიან!"- ეს ფრაზა ირონიულად მიტრიალებდა თავში ამ ნაწარმოების კითხვისას და იმ დღეებში ყველას-გარშემომყოფებს, ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში თუ შეხვედრებზე-სხვანაირი, ე.წ. დედუქციური თვალით ვაკვირდებოდი და, ჩემდა უნებურად, ვცდილობდი, მეპოვა ის მანიაკი, რომელიც მუდადმ კეთილშობილურ ნიღაბსაა ამოფარებული (შესაძლოა, დღეს ამ ბედკრულ პლანეტაზე სწორედ ისინი არიან ფარულ უმრავლესობაში)... "ასტრალის სული", ჩემი აზრით, ჟანრულად მრავალწახნაგოვანი, თუმცა მაინც უფრო მანიაკალური ფსიქოდეტექტივია. ნაწარმოებში ყველა პერსონაჟი ფენომენალური, ზეეგოცენტრული მანიითაა შეპყრობილი." დარწმუნებული ვარ, ეს ტექსტი ბევრ წამკითხველს ამოუყრის ქვეცნობიერიდან იმ ჟანგიან კითხვებს, რომლებზე პასუხებსაც ისევ ეს, ყოველმხრივ მოქნილი, მრავალსაფეხურიანი და იოლად საკითხავი რომანი იძლევა. ბესო ხვედელიძე მწერალი, წიგნის რედაქტორი

დეტალები

ავტორი:
ნიკოლოზ ტოტოღაშვილი
ჟანრი:
მოთხრობები
ISBN:
9789941352256
წიგნის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
რბილი
გვერდები:
228
წიგნის ფორმატი:
13/19,7
გამოშვების წელი:
2022

ნიკოლოზ ტოტოღაშვილი

გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის" გამარჯვებული — ხალხის რჩეული. დაიბადა თბილისში. 2013 წელს დაამთავრა თბილისის 212-ე საჯარო სკოლა. იმავე წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, დიპლომირებული...