{"product_id":"atsmyos-dzala","title":"აწმყოს ძალა","description":"\u003cp\u003eიმისათვის, რომ აწმყოს ძალაში შესვლა შევძლოთ, ჩვენს ანალიტიკურ გონებასა და მის მიერ შექმნილ ყალბ მე-ზე – ეგოზე – უარი უნდა ვთქვათ. ამ საოცარი წიგნის პირველივე გვერდები ახალ სიმაღლეზე აგვიყვანს, იქ, სადაც უფრო სუფთა და მსუბუქ ჰაერს ჩავისუნთქავთ, ჩვენი ყოფიერების ურღვევ არსს - „მარადიულ, ყველგან მყოფ, სიცოცხლის უთვალავი ფორმის მიღმა დავანებულ ერთ სიცოცხლეს ვუკავშირდებით; იმ სიცოცხლეების მიღმა, რომლებიც იშობა და კვდება“. მართალია, ეს მოგზაურობა ადვილი არ არის და უამრავი გამოწვევის წინაშე გვაყენებს, მაგრამ ტოლე მარტივი ენით წერს, თავის სათქმელს იოლი და გასაგები, კითხვა-პასუხის ფორმით ამბობს.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eწიგნზე გამოცემის დღიდანვე ალაპარაკდნენ. „აწმყოს ძალა“ იმ იშვიათ წიგნთა რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც მკითხველს ცხოვრების რადიკალურად შეცვლის უნარს სძენს.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eეკჰარტ ტოლე სულიერების თანამედროვე მასწავლებელია, რომელიც არცერთ კონკრეტულ რელიგიას ან ტრადიციას არ უკავშირდება. ის წერს ანტიკური სულიერი მოძღვრების მკაფიო სიცხადით და აკეთებს მარტივ, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან სიღრმისეულ დასკვნას: ტანჯვის მდგომარეობიდან გამოსვლისა და სიმშვიდეში გადასვლის გზა არსებობს. ტოლე არის ავტორი წიგნებისა „მდუმარება ლაპარაკობს“ და „აწმყოს ძალის გამოყენება“. ის ბევრს მოგზაურობს; ცხოვრობს ვანკუვერში, ბრიტანეთის კოლუმბია.\u003c\/p\u003e","brand":"ეკჰარტ ტოლე","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809820360957,"sku":"PL-4361","price":22.04,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/Untitled-2__1__8d5ef9f79cc7e472eb4ed7adcea300d9.png?v=1793831106","url":"https:\/\/www.rcheuli.ge\/products\/atsmyos-dzala","provider":"Rcheuli","version":"1.0","type":"link"}