ბაში-აჩუკი
მარაგშია
პირველივე წინადადებებიდან ხვდები, რომ ეს ამბავი ნამდვილად ქართული ამბავია. აკაკი ამისთვის არ იყენებს მხოლოდ სიზმრის იმ სიმბოლოებს, რომლებიც ყველა ქართულ ხალხურ ამბავსა თუ ზღაპარში გვხვდება. ის ასევე იყენებს კოლექტიური მეხსიერების საცავსაც. მოთხრობაში დაახლოებით ათჯერ მაინც არის ნახსენები სიტყვა „ნათქვამია“. პერსონაჟები ერთმანეთს ელაპარაკებიან ანდაზებით, აფორიზმებით და ხალხური გამონათქვამებით. ერთი მხრივ, გვხვდება ზეპირსიტყვიერება, როგორც ინსტრუმენტი, შემონახული კულტურული მახასიათებლების, ქცევის კოდექსის პრეზენტაცია, მეორე მხრივ კი — „ვეფხისტყაოსნის“, როგორც მთავარი ტექსტური და ნარატიული წყაროს წარმოდგენა. „ვეფხისტყაოსანიც“ და ხალხური ანდაზებიც წარმოადგენს გარკვეულ რეცეპტს, თუ როგორი ურთიერთობა გვქონდეს ერთმანეთთან და სამყაროსთან; წარმოადგენს ახსნას იმისა, თუ როგორ უნდა იყო კარგი შენს საქმეში, რაინდობაში, ვეზირობაში, ჯამბაზობაში ან მოახლეობაში.
დეტალები
- ავტორი:
- აკაკი წერეთელი
- ჟანრი:
- მხატვრული ლიტერატურა
- სერია:
- გადავიკითხოთ
- ISBN:
- 9789941359743
- წიგნის ენა:
- ქართული
- ყდის ტიპი:
- მაგარი
- გამოშვების წელი:
- 2024