ბრალდების მოწმე და სხვა მოთხრობები

აგათა კრისტი

მარაგშია

"„ბრალდების მოწმე და სხვა მოთხრობები“ აგათა კრისტის მოთხრობების კრებულია და პირველად 1948 წელს, აშშ-ში გამოქვეყნდა. მკითხველის საყვარელი მაძებარი, სახელგანთქმული ერკიულ პუარო, რომელიც „დეტექტივების დედოფლის“ არაერთი დეტექტივის მთავარი გმირია, კრებულში მხოლოდ ერთ მოთხრობაში („მეორე გონგი“) გვხვდება.

წიგნში თავმოყრილ ყველა მოთხრობას საოცარი დასასრული აქვს.

დაძაბული სიუჟეტი, ხიფათის წინათგრძნობა და დანაშაული, ერთმანეთს გადაჯაჭვული ფანტასტიკა და რეალობა, მატერიალისტებისა და მისტიკოსების გაუთავებელი პაექრობა თემაზე, რა არის სული და რა შეუძლია მას, მკითხველს უმძაფრებს ინტერესს, გაიგოს, ეს გათამაშებაა თუ მართლაც ფანტასტიკა და ვინ არის დამნაშავე.

და, როგორც ყოველთვის, ლედი აგათა ჩვეულებას არ ღალატობს — ის ამჯერადაც ოსტატურად ახერხებს მკითხველის გაცურებას."

დეტალები

ავტორი:
აგათა კრისტი
მთარგმნელი:
პაატა ჩხეიძე
ჟანრი:
დეტექტივი
სერია:
დეტექტივი
ISBN:
9789941354175
წიგნის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
მაგარი
გვერდები:
272
წიგნის ფორმატი:
13.5X21.5
გამოშვების წელი:
2021

აგათა კრისტი

აგათა კრისტი (დ. 15 სექტემბერი, 1890 – გ. 12 იანვარი, 1976) — ინგლისელი დეტექტიური ჟანრის მწერალი. ცნობილია მისი დეტექტიური წიგნები დეტექტივ ერკიულ პუაროსა და მის...