{"product_id":"brijit-jonsis-dghiuri","title":"ბრიჯიტ ჯონსის დღიური","description":"\u003cp\u003eჰელენ ფილდინგი ბრიტანელი რომანისტი, სცენარისტი და ჟურნალისტია, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟის, ბრიჯიტ ჯონსის, შექმნით. ფილდინგის პირველი რომანის სიუჟეტი აფრიკაში, ლტოლვილთა ბანაკში ვითარდებოდა, ბრიჯიტზე წერა კი გაზეთ The Independent-ში, ანონიმური სვეტის სახით დაიწყო. ეს სვეტი მოულოდნელ ჰიტად იქცა და საფუძვლად დაედო ოთხ რომანს, რომლებიც გლობალურ ბესტსელერებად იქცა და ორმოცზე მეტ ენაზე ითარგმნა, აგრეთვე, ოთხ ფილმს ბრიჯიტ ჯონსის შესახებ. ჰელენი ოთხივე ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი და სცენარისტი იყო. ახლახან გამოსულმა ფილმმა Bridget Jones: Mad About the Boy პრემიერის კვირაში სალარო რეკორდები მოხსნა.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eფილდინგი აგრძელებს თანამშრომლობას ბრიტანულ გაზეთებთან და მუშაობას დოკუმენტურ ფილმებზე, მათ შორის Thames TV-ის დოკუმენტურ ნამუშევარზე Where Hunger is a Weapon, რომელიც სამხრეთ სუდანის ომს ეხება.\u003c\/p\u003e\u003cp\u003e2024 წელს The New York Times-მა Bridget Jones’s Diary დაასახელა Catch-22-ის შემდეგ გამოცემულ ოცდაორ ყველაზე სასაცილო რომანს შორის, ხოლო 2016 წელს BBC-ის გადაცემამ Woman’s Hour ბრიჯიტ ჯონსი შეიყვანა იმ შვიდი ქალის ჩამონათვალში, რომლებმაც ბოლო შვიდი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს ქალთა კულტურაზე — მიუხედავად იმისა, რომ ის რეალური პიროვნება არ არის.\u003c\/p\u003e","brand":"ჰელენ ფილდინგი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809765867773,"sku":"PL-6311","price":22.04,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/brijit-jonsis-dgiuri-cover-1_b6407e53723720c413fdc942e6eb69a8.png?v=1793830261","url":"https:\/\/www.rcheuli.ge\/products\/brijit-jonsis-dghiuri","provider":"Rcheuli","version":"1.0","type":"link"}