{"product_id":"chemi-sheyvarebuli-alfred-hichkoki","title":"ჩემი შეყვარებული ალფრედ ჰიჩკოკი","description":"\u003cp\u003eლელა ცუცქირიძე პოეტურ განზომილებას ანიჭებს 21-ე საუკუნის ადამიანის ცხოვრების ამბავს, რომელიც ტექნოლოგიურ მიღწევებსა და სასტიკ ომებს შორისაა გაჩხერილი. პოეტისა და მხატვრის თვალი სამუდამოდ იმახსოვრებს და შემდეგ ქართული ენის ამოუწურავი გამომსახველობითი შესაძლებლობების გამოყენებით მხატვრულ სახეებად გარდაქმნის იმ უმშვენიერესსა და უმნიშვნელოვანეს განცდებს, წამებს, საგნებსა თუ მოვლენებს, რასაც რეალობის ყოველდღიურობაში ჩაკარგული სხვა ადამიანები ხშირად ვერ ამჩნევენ; ან, თუკი ამჩნევენ, ვერ იცლიან ნანახსა და განცდილში ჩასაღრმავებლად. პოეტი ნახატებივით წერს ლექსებს, რომლებსაც თითქოს ავალდებულებს, შემოინახონ ყოვედღიურობის გაწამაწიაში შემხვედრი თითოეული მცირე თუ დიდი, მნიშვნელოვანი თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენა - ის, რაც პოეტის თვალსაწიერში მოხვდა, ღრმად ჩაიბეჭდა მის გონებაში და შემდეგ პოეტურ ფიგურებად იქცა სხვა ადამიანებისთვის გასაზიარებლად.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eსწორედ გაზიარებისა და თანაგანცდისთვის შექმნილი პოეტური კრებულია ახლა თქვენ წინაშე, როგორც პოეზიის მაკურნებელი ძალის კიდევ ერთი დასტური.\u003c\/p\u003e","brand":"ლელა ცუცქირიძე","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809760788733,"sku":"PL-6476","price":22.09,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/hichkoki_bfd221030284907f2ea208bf065bd5c3.jpg?v=1793830126","url":"https:\/\/www.rcheuli.ge\/products\/chemi-sheyvarebuli-alfred-hichkoki","provider":"Rcheuli","version":"1.0","type":"link"}