ჩვენ, თურმელები
მარაგშია
თურმე... თეთრი, თლილი ქვის მრავალკარიან სახლში მცხოვრები თურმელები, ჯერ კიდევ ანთიმოზ თურმელის დროიდან, ამ კართა გავლით შედი-გამოდიოდნენ ერთმანეთის ყოველდღიურობაში. თურმე... ერთი მთავარი კარით გადიოდნენ და იკარგებოდნენ შეუცნობელ გარე წუთისოფელში, ხან უმნიშვნელო და ხანაც საბედისწერო მოგზაურობებში. თურმე... ზოგი ბრუნდებოდა, ზოგიც — ვერ... "ჩვენ, თურმელები" — ასე დაასათაურა ავტორმა, მისივე თქმით, ცხოვრების მთავარი წიგნი, ეპოქალური რომანი, რომელსაც საგვარეულო-გენეალოგიური არქიტექტონიკა აქვს, ხოლო წიგნს, ნაწარმოებში მრავალგზის ნახსენები საგვარეულო დიადემასავით, თავსართად უძღვის მრავალრიცხოვან თურმელთა უზუსტესი გენეალოგიური ხე. წიგნი თურმელთა გვარის ნაშიერთა ლამის უსრულ ხეტიალზეა ამ სამყაროს განედ-მერიდიანებზე. როდის? რატომ? როგორ? — პასუხები კითხვებზე ამ მაღალოსტატურად მოთხრობილ, ერთი უზარმაზარი გვარის ცოდვა-მადლიან, სისხლითა და სიყვარულით გაჯერებულ საბედისწერო მატიანეშია.
დეტალები
- ავტორი:
- თამრი ფხაკაძე
- ჟანრი:
- მხატვრული ლიტერატურა
- სერია:
- იკითხე ქართული XXI
- ISBN:
- 9789941355134
- წიგნის ენა:
- ქართული
- ყდის ტიპი:
- რბილი
- გვერდები:
- 256
- წიგნის ფორმატი:
- 13/19.5
- გამოშვების წელი:
- 2022