დაბადების დღის ბიჭი

დევიდ ბედიელი

მარაგშია

სემ გრინს ყოველდღე დაბადების დღე აქვს. ნამდვილ დაბადების დღეზე ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი დაინახა და ჩაიფიქრა, დაბადების დღე ყოველდღე მქონდესო. და აუხდა! მას მერე დაიწყო და რა დაიწყო! წარმოიდგინეთ, ყოველდღე წერთ საჩუქრების სიას და, რასაც მოისურვებთ, ყველაფერს გჩუქნიან; ყოველ დილით მშობლების მორთმეული საყვარელი საუზმე გხვდებათ სასთუმალთან, საჩუქრები საჩუქრებზე მოაქვთ და სადღესასწაულო ჟრიამულიც არასდროს მთავრდება! ნუთუ არ მოგბეზრდებოდათ? სემს მობეზრდა, ხასიათიც შეეცვალა — თავაზიანი ყმაწვილიდან უკმეხ, ეგოისტ და ჭირვეულ ბიჭად იქცა. ახლა როგორმე უნდა დაიბრუნოს ძველი ცხოვრება და, რაც მთავარია, დაიბრუნოს მოხუცი ბაბუა, რომელიც რამდენიმე დღეა დაიკარგა და უფროსები ვერსად პოულობენ. იქნებ ეს ამბავიც სემის მაგიურ ყოველდღიურ დაბადების დღეს უკავშირდება?

დეტალები

ავტორი:
დევიდ ბედიელი
ჟანრი:
საბავშვო ამბები
სერია:
Liberkids
ISBN:
9789941358555
წიგნის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
რბილი
გვერდები:
298
წიგნის ფორმატი:
13.5X20
გამოშვების წელი:
2021

დევიდ ბედიელი

დევიდ ბედიელი არის ამერიკელი კომედიანტი და სცენარისტი. იგი არის ავტორი წიგნის „მე მინდა მყავდეს უკეთესი მშობლები.“