დიდებული მარტოსული

კრისტინ ჰანა

მარაგშია

არაერთი ბესტსელერის, მათ შორის „ქალებისა“ და „ბულბულის“ ავტორის, კრისტინ ჰანას რომანი, რომელიც უკვე მილიონზე მეტმა მკითხველმა შეიყვარა, პირველად გამოიცემა ქართულად.

13 წლის ლენის მამა ვიეტნამის ომიდან დაბრუნდა - დაბრუნდა დაბნეული და სულიერად გატეხილი. აღარ არის ის კაცი, რომელიც ლენის მხრებზე შეისვამდა და სანაპიროზე დაასეირნებდა. ახლა მას ხმაურიანი ქალაქი აღიზიანებს, აღიზიანებენ ადამიანებიც, თვით საყვარელი ცოლ-შვილიც და როცა მემკვიდრეობით მიწის ნაკვეთს მიიღებს, საძულველი ცივილიზაციიდან შორს, უკანმოუხედავად მიდის და თან ოჯახიც მიჰყავს.

ალასკა - ცივი, მკაცრი, მაგრამ ულამაზესი, თბილად ხვდება ახალმოსახლეებს, მაგრამ დგება ზამთარი და მასთან ერთად მოდის სიბნელე, ყინვა, მუდმივი უფულობა და მამის ლამის მხეცად გადაქცევა...

„დიდებული მარტოსული“ ადამიანისა და ბუნების დაპირისპირების, თავდაუზოგავი ბრძოლისა და გადარჩენის შთამბეჭდავი ამბავია; და დაუვიწყარი სურათი იმ ადგილისა, სადაც სიყვარული, მშვენიერება და სასიკვდილო საფრთხე თანაარსებობს.

დეტალები

ავტორი:
კრისტინ ჰანა
მთარგმნელი:
ნათია ჩუბინიძე
ჟანრი:
მხატვრული ლიტერატურა
სერია:
მხატვრული ლიტერატურა
ISBN:
9789941388071
წიგნის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
რბილი
გვერდები:
584
წიგნის ფორმატი:
14/21
გამოშვების წელი:
2026

კრისტინ ჰანა

კრისტინ ჰანა არის ამერიკელი მწერალი.