{"product_id":"didebuli-martosuli","title":"დიდებული მარტოსული","description":"\u003cp\u003eარაერთი ბესტსელერის, მათ შორის „ქალებისა“ და „ბულბულის“ ავტორის, კრისტინ ჰანას რომანი, რომელიც უკვე მილიონზე მეტმა მკითხველმა შეიყვარა, პირველად გამოიცემა ქართულად.\u003c\/p\u003e\u003cp\u003e13 წლის ლენის მამა ვიეტნამის ომიდან დაბრუნდა - დაბრუნდა დაბნეული და სულიერად გატეხილი. აღარ არის ის კაცი, რომელიც ლენის მხრებზე შეისვამდა და სანაპიროზე დაასეირნებდა. ახლა მას ხმაურიანი ქალაქი აღიზიანებს, აღიზიანებენ ადამიანებიც, თვით საყვარელი ცოლ-შვილიც და როცა მემკვიდრეობით მიწის ნაკვეთს მიიღებს, საძულველი ცივილიზაციიდან შორს, უკანმოუხედავად მიდის და თან ოჯახიც მიჰყავს.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eალასკა - ცივი, მკაცრი, მაგრამ ულამაზესი, თბილად ხვდება ახალმოსახლეებს, მაგრამ დგება ზამთარი და მასთან ერთად მოდის სიბნელე, ყინვა, მუდმივი უფულობა და მამის ლამის მხეცად გადაქცევა...\u003c\/p\u003e\u003cp\u003e„დიდებული მარტოსული“ ადამიანისა და ბუნების დაპირისპირების, თავდაუზოგავი ბრძოლისა და გადარჩენის შთამბეჭდავი ამბავია; და დაუვიწყარი სურათი იმ ადგილისა, სადაც სიყვარული, მშვენიერება და სასიკვდილო საფრთხე თანაარსებობს.\u003c\/p\u003e","brand":"კრისტინ ჰანა","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809760821501,"sku":"PL-6473","price":24.69,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/didebuli_87996d1d0a7ca2fa991d9a09275a26be.jpg?v=1793830128","url":"https:\/\/www.rcheuli.ge\/products\/didebuli-martosuli","provider":"Rcheuli","version":"1.0","type":"link"}