{"product_id":"don-kikhoti","title":"დონ კიხოტი","description":"\u003cp\u003eყველა დროის ყველაზე პოპულარული ლიტერატურული გმირი - „პალიტრა კლასიკაში“!\u003c\/p\u003e\u003cp\u003eმას ძეგლებს დღემდე უდგამენ, მასზე ფილმებს იღებენ და სპექტაკლებს დგამენ. დონ-კიხოტი - ჩაგრულთა ქომაგი, უკეთესი მომავლის იმედით სავსე მეოცნებე, მელანქოლიური ფილოსოფოსი, მებრძოლი და ფანტაზიორი - დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ლიტერატურულ სახედ, რომლის შექმნითაც მიგელ დე სერვანტესმა სამუდამოდ დაიკავა განსაკუთრებული ადგილი მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eსერვანტესის წიგნი მარადიულ თემებზეა - მშვიდობაზე, ომზე, ბოროტებისა და სიკეთის დაპირისპირებასა და ამ ბრძოლის დაუსრულებლობაზე, ხვალინდელი დღის იმედზე.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eქართველ მკითხველს წილად ხვდა ბედნიერება, ამ უმნიშვნელოვანეს ლიტერატურულ ძეგლს ჩვენი დროის უდიდესი მოღვაწის, ბაჩანა ბრეგვაძის, ბრწყინვალე თარგმანით იცნობდეს.\u003c\/p\u003e","brand":"მიგელ დე სერვანტესი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809822982397,"sku":"PL-4274","price":42.84,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/200x260-1__1__249cd26b0ae6051ec20fdd22c969666e.png?v=1793831128","url":"https:\/\/www.rcheuli.ge\/products\/don-kikhoti","provider":"Rcheuli","version":"1.0","type":"link"}