ძალაუფლების 48 კანონი

რობერტ გრინი

მარაგშია

მორალის უგულებელყოფით, მზაკვრულობით, დაუნდობლობითა და დამრიგებლური შინაარსით გამორჩეული ეს დამაინტრიგებელი ნაშრომი ძალაუფლების სამიათასწლიან ისტორიას მკაფიოდ ჩამოყალიბებული ორმოცდარვა კანონის სახით გვთავაზობს. დიზაინითაც და შინაარსითაც მიმზიდველი ეს თამამი წიგნი გადმოგვცემს ძალაუფლების კანონების დაუნდობელ არსს, აერთიანებს მაკიაველის, სუნ ძის, კარლ ფონ კლაუზევიცისა და სხვა დიდი მოაზროვნეების მოსაზრებებს. ზოგიერთი კანონი შეგვახსენებს წინდახედულობისა და სიფრთხილის აუცილებლობას („არასოდეს დაჩრდილოთ თქვენი ზემდგომი""), ზოგიერთი მოითხოვს საიდუმლოს დაცვას („დამალეთ თქვენი ზრახვები""), ზოგიერთი კი მოგვიწოდებს, დავივიწყოთ შებრალება და გულმოწყალება („მტერი ბოლომდე გაანადგურეთ"").

მოგწონთ თუ არა, ცხოვრებაში ყველა კანონი გამოიყენება.

ამის დასტურია ავტორის მიერ მაგალითებად მოყვანილი ფაქტები დედოფალ ელიზაბეთ I-ის, ჰენრი კისინჯერის, პ. ტ. ბარნუმისა და სხვა გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებიდან, რომლებიც ან ფლობდნენ ძალაუფლებას, ან მისი მსხვერპლნი აღმოჩნდნენ.

დეტალები

ავტორი:
რობერტ გრინი
ჟანრი:
ბიზნესი
სერია:
ლურჯი ოკეანე
ISBN:
9789941359392
წიგნის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
მაგარი
გვერდები:
748
წიგნის ფორმატი:
15.5x23.5
გამოშვების წელი:
2024

რობერტ გრინი

ინგლისელი დრამატურგი, პოეტი და პამფლეტიისტი, უილიამ შექსპირის წინამორბედი. რობერტ გრინი თავის კომედიებს ზრდასრულთა დასებისთვის ქმნიდა. მან რამდენიმე ისტორიული პიესა დაწერა, რომანტიკული და პასტორალური ელემენტებით. ესენი...