გიყვარდეს ის, რაც არის

ქეითი ბაირონ (დაწერილია სტეფან მიჩელთან ერთად)

მარაგშია

ბაირონ ქეითი - გიყვარდეს ის, რაც არის რევოლუციური პროცესი სახელად „სამუშაო“ არის კონკრეტულ პრობლემასთან მისადაგებული ოთხი მარტივი კითხვა, რომელიც დაგეხმარებათ, სრულიად განსხვავებული კუთხით დაინახოთ თქვენ წინ აღმართული დაბრკოლებები. როგორც ქეითი ამბობს, „თვით პრობლემა კი არ არის ჩვენი გასაჭირის საფუძველი, არამედ — ჩვენი ფიქრი ამ პრობლემაზე“. გავრცელებული შეხედულების საწინააღმდეგოდ, მტკივნეული ფიქრისგან გათავისუფლების მცდელობა პრობლემას ვერ გადაწყვეტს; ნაცვლად ამისა, როცა „სამუშაოს“ შევასრულებთ, ფიქრისგან თავისთავად გავთავისუფლდებით. სწორედ ამ მომენტიდან შევძლებთ გვიყვარდეს ის, რაც არის. ეს წიგნი კონკრეტული, მეტყველი მაგალითებით დაგანახვებთ, როგორ შეგიძლიათ თქვენს სასიკეთოდ გამოიყენოთ რევოლუციური პროცესი. გაიგებთ, როგორ მუშაობენ ქეითისთან ერთად ადამიანები ურთიერთობებთან, სამსახურთან, შიშებთან დაკავშირებულ პრობლემებზე. „სამუშაოს“ დასრულების შემდეგ ისინი მშვიდდებიან და პოულობენ ენერგიას მოქმედებისთვის იმ სიტუაციებშიც კი, რომლებიც აქამდე გადაულახავი ეგონათ.

დეტალები

ავტორი:
ქეითი ბაირონ (დაწერილია სტეფან მიჩელთან ერთად)
ჟანრი:
ბიზნესი
სერია:
ლურჯი ოკეანე
ISBN:
9789941353734
წიგნის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
რბილი
გვერდები:
350
წიგნის ფორმატი:
14x21
გამოშვების წელი:
2021

ქეითი ბაირონ (დაწერილია სტეფან მიჩელთან ერთად)

ქეითი ბაირონ (დაწერილია სტეფან მიჩელთან ერთად)