გრძნობათა აღზრდა

გუსტავ ფლობერი

მარაგშია

" „გრძნობათა აღზრდა“ გვიყვება ახალგაზრდა ინტელექტუალის ფრედერიკ მოროს შესახებ, რომელიც ცდილობს თავი დაიმკვიდროს საზოგადოებაში, იპოვოს ჭეშმარიტი სიყვარული და იცხოვროს იმ იდეალების გათვალისწინებით, რომლებიც წიგნებმა შეუქმნა.

პარიზში მოგზაურობისას, მდინარე სენაზე, ფრედერიკი ხვდება თავისი თაყვანისცემის ობიექტს — მადამ არნუს. დაოჯახებული ქალის მიმართ გაჩენილი გრძნობა იდეალიზებულია ისევე, როგორც ფუჭი ოცნებებით ნასაზრდოები ფრედერიკის მსოფლაღქმა. თუმცა, საგულისხმოა, რომ ნაწარმოებში სიყვარული არაა გადამრჩენი ძალა, არც რევოლუციაა გარდამტეხი მოვლენა და არც გმირია „გმირი“. მწერალი განზრახ არღვევს პერსონაჟების განვითარების სქემას და გვიჩვენებს პიროვნული ზრდის იმ გეგმას, რომელიც არალინეალურია.

ფლობერის სამწერლო ოსტატობის წყალობით კი, მე-19 საუკუნეში მცხოვრები ადამიანის კრიზისი 21-ე საუკუნეშიც ნაცნობი და გასაგებია. რომანტიკული ილუზიების დეკონსტრუქცია და ნაწარმოების დახვეწილი სტილი ქმნის ისეთი ლიტერატურული ტექსტის მოდელს, რომელიც არა მხოლოდ ეპოქის ანარეკლია, არამედ მკითხველის ემოციური ზრდის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაც.

"

დეტალები

ავტორი:
გუსტავ ფლობერი
ჟანრი:
მხატვრული ლიტერატურა
სერია:
იკითხე კლასიკა
ISBN:
9789941381539
წიგნის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
რბილი
გვერდები:
548
წიგნის ფორმატი:
14/22
გამოშვების წელი:
2025

გუსტავ ფლობერი

გიუსტავ ფლობერი (ფრანგ. Gustave Flaubert; დ. 12 დეკემბერი, 1821, რუანი — გ. 8 მაისი, 1880, კრუასე, რუანის მახლობლად) — ფრანგი მწერალი, მე-19 საუკუნის დასავლეთის ერთ-ერთი...