გუნდა აფრიკაში

თამრი ფხაკაძე

მარაგშია

"... და შენ წინაშეა ცნობისმოყვარე, ხალისიანი, კეთილი და მამაცი გუნდა! უჰ, რა თავგადასავალი გელის?! მაშ ასე, ზამთრის ერთ თოვლიან და მშვენიერ დღეს ჩვენი ქუნქულა გუნდა, არც მეტი, არც ნაკლები, აფრიკაში აღმოჩნდა! გუნდა აფრიკაშიო? ფიქრობ, რომ ეს დაუჯერებელი, წარმოუდგენელი, შეუძლებელია?..

მოდი, გადაშალე ეს საინტერესო და ლამაზად ილუსტრირებული წიგნი და თავად გაიგე შენს კითხვებზე პასუხები, რაც მთავარია, დაემგზავრე გუნდას დიდ მოგზაურობაში - აფრიკამდე და უკან. ამ მოგზაურობის დაწყებამდე დაუმეგობრდი ბაჭია ბიბის, მელაკუდა მელანიას, ზღარბ ბუძგუნას, ციყვ ბუთქუნასა და დათუნია დოდის, მერე გაბრიელიც გაიცანი, რომელიც... უი, ეს რა დამართვია გაბრიელს? აბა, მისი ამბავიც წაიკითხე და მერე... მერე აფრიკისკენ გუნდასთან ერთად!.. იქ პრინცესა აკოკო გელოდებათ! და არ იდარდო, უკან აუცილებლად დაბრუნდები, რადგან ზღაპრებში და... აფრიკაში(ც) სასწაულები ხდება!

"

დეტალები

ავტორი:
თამრი ფხაკაძე
ჟანრი:
საბავშვო ამბები
ISBN:
9789941381591
წიგნის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
მაგარი
გვერდები:
64
წიგნის ფორმატი:
14/21სმ
გამოშვების წელი:
2025

თამრი ფხაკაძე

თამრი ფხაკაძე დაიბადა თბილისში 1957 წელს. დაამთავრა 24-ე საშუალო სკოლა, სკოლასთან არსებული მუსიკალური ათწლედი, თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი, ასპირანტურა. 2005-თოჯინების სახელმწიფო აკადემიურმა თეატრმა დადგა თ.ფხკაძის პიესა...