ჰიკორი, დიკორი, დოკ

აგათა კრისტი

მარაგშია

"ჰიკორიროუდის ერთ ძველმოდურ შენობაში, სადაც სტუდენტთა საერთო საცხოვრებელია, უცნაური ამბები ხდება — სტუდენტების ნივთებს ვიღაც იპარავს. დაიკარგა საპუდრე, პომადა, სტეტოსკოპი, შოკოლადის კანფეტის კოლოფი, ბორის მჟავა, საყურე, ცალი ფეხსაცმელი — სულ წვრილმანი ნივთები, მაგრამ რაც მთავარია, ქურდი ახირებული ვინმე ჩანს — მოპარულ ნივთებს ჭრის და ანაკუწებს, მაგალითად, აბრეშუმის შარფს, ზურგჩანთას... მხოლოდ ერთი ძვირფასი ბეჭედი მოიპარა და ისიც დააბრუნა.

ნუთუ ეს მხოლოდ და მხოლოდ ქურდბაცაცობაა? თუ საერთო საცხოვრებელში გაცილებით საშიში რამ ხდება? ამის გასარკვევად, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ სახელგანთქმული დეტექტივის, ერკიულ პუაროს უტყუარი მაძებრული ალღოა საჭირო. რა ხდება ჰიკორიროუდზე, ვინ დაჯდება განსასჯელის სკამზე, ამას დეტექტივების დედოფლის, აგათა კრისტის ამ საინტერესო დეტექტივში შეიტყობთ.

"

დეტალები

ავტორი:
აგათა კრისტი
ჟანრი:
დეტექტივი
ISBN:
9789941354014
წიგნის ენა:
ქართული
გვერდები:
232
წიგნის ფორმატი:
მაგარი
გამოშვების წელი:
2022

აგათა კრისტი

აგათა კრისტი (დ. 15 სექტემბერი, 1890 – გ. 12 იანვარი, 1976) — ინგლისელი დეტექტიური ჟანრის მწერალი. ცნობილია მისი დეტექტიური წიგნები დეტექტივ ერკიულ პუაროსა და მის...