{"product_id":"hobiti","title":"ჰობიტი","description":"\u003cp\u003eჯ.რ.რ. ტოლკინის ჯადოსნური ზღაპარი, რომელსაც მკითხველი საოცარ სამყაროში შეჰყავს და ჰობიტის ოდისეის მეგზურად აქცევს.\u003c\/p\u003e\u003cp\u003e„ჰობიტი“ პირველად 1937 წელს გამოიცა. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი თავდაპირველად ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი, შეუდარებელმა თხრობამ და საინტერესო ფოლკლორულმა ელემენტებმა ყველა ასაკის მკითხველის გული დაიპყრო.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eბილბო აბგელს, ამ მორიდებულ, მაგრამ გაბედულ ჰობიტს, ჯადოქარი გენდალფი და ცამეტი ჯუჯა ფათერაკებით სავსე მოგზაურობაში იწვევენ: დატყვევებული ტროლები, მიწისქვეშა გვირაბებში მობინადრე გობლინები, მომხიბვლელი, მაგრამ საშიში ელფები და, რა თქმა უნდა, ბნელი, უძირო მღვიმე, სადაც ჰობიტი ისეთ განძს გადააწყდება, რომელიც მთელ სამყაროს შეცვლის.\u003c\/p\u003e\u003cp\u003e„ჰობიტი“ არის მოგზაურობის, სიმამაცის, მეგობრობისა და პიროვნული ზრდის ისტორია. ეს წიგნი მკითხველს არა მხოლოდ ჯადოსნური სამყაროს კარს უღებს, არამედ აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება პატარა არსება, უბრალო, შეუმჩნეველი ცხოვრებიდან, დიად გმირად იქცეს.\u003c\/p\u003e\u003cp\u003e„ჰობიტი“ უფრო მეტია, ვიდრე უბრალო ზღაპარი. ეს არის წიგნი, რომელმაც ახალ, ტოლკინისეულ, სამყაროს დაუდო სათავე.\u003c\/p\u003e","brand":"ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809775436029,"sku":"PL-6041","price":32.44,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/hobiti-reprint-2025-1_99a6411aabdd7ba288b50e83d07cebea.png?v=1793830470","url":"https:\/\/www.rcheuli.ge\/products\/hobiti","provider":"Rcheuli","version":"1.0","type":"link"}