{"product_id":"katis-akvani","title":"კატის აკვანი","description":"\u003cp\u003e1963 წელს გამოქვეყნდა ამერიკელი მწერლის, კურტ ვონეგუტის (1922-2007), მეოთხე რომანი „კატის აკვანი“, რომელიც სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტებით შეზავებული აპოკალიპტური სატირის ნიმუშია. რომანი 127 მცირე თავისგან შედგება და იწყება პერსონაჟის მონოლოგით, რომელიც აპირებს, დოკუმენტურად აღწეროს მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დღე (1945 წლის 6 აგვისტო -ჰიროსიმაში ატომური ბომბის ჩამოვარდა) და ინფორმაციის მისაღებად ბომბის შემქმნელი ფიზიკოსის შვილებს უკავშირდება.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eწიგნი წარმოადგენს პოლიტიკური და ეთიკური საკითხების მძაფრ კრიტიკას შავი იუმორის გამოყენებით. ვონეგუტი განიხილავს ისეთ თემებს, როგორებიცაა: მეცნიერების ეთიკა, გულგრილი ღმერთის იდეა, რელიგიის რეალისტური ფუნქცია, მოქალაქის პიროვნული პასუხისმგებლობა, პროფესიული ინდიფერენტიზმი, გამანადგურებელი ტექნოლოგიები და კაცობრიობის მომავალი.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eმწერალი ამხელს ომს, როგორც ადამიანების მიერ მოგონილ ყველაზე უაზრო და უშედეგო თამაშს. ამ იდეის შესაბამისად, ნაწარმოებს სწორედ თამაშისა და აბსურდის ელემენტებით შექმნილი საბავშვო გასართობის სახელი ჰქვია, როგორც ამქვეყნიური ამაოების მეტაფორა.\u003c\/p\u003e","brand":"კურტ ვონეგუტი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809762427133,"sku":"PL-6418","price":19.49,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/E1_83_99_E1_83_90_E1_83_A2_E1_83_98_E1_83_A1__E1_83_90_E1_83_99_E1_83_95_E1_83_90_E1_83_9C_E1_83_98_9897bd2a6312a0ebb2e4c03e6e7bdb92.jpg?v=1793830168","url":"https:\/\/www.rcheuli.ge\/products\/katis-akvani","provider":"Rcheuli","version":"1.0","type":"link"}