კაცია ადამიანი ?!

ილია ჭავჭავაძე

მარაგშია

„კაცია-ადამიანი?!“ ეპიგრაფით იწყება: „მოყვარეს პირში უძრა- ხე, მტერს – პირს უკანაო“. ამ ტექსტს ილია უწოდებს „გონიერ ანდაზას“ და მაშინვე გვაგრძნობინებს, რომ „არაგონიერი“ ან- დაზებიც არსებობს. საერთოდ, ილიას ქართული ხალხური შემოქმედებისადმი აღტაცებული და უკრიტიკო დამოკიდებუ- ლება არ აქვს, ბევრ ანდაზას, უბრალოდ, დასცინის („ბევრჯერ მინახავს სხვაგანაც მაგისთანა ფანჯრის სასაცილო სამკაული. ბევრჯერ მინახავს ის გაქონილი ფანჯრის ქაღალდი ნემსით დაჩხვლეტილიცა: ხან გულია გამოყვანილი, ხან ჯვარია, ხან კიდევ დაწერილია რამე, თუნდ ამისთანა რამ: „დათვი ხეზედ როგორ გავა, იავ-ნანინაო!..“). მთავარი ამ ეპიგრაფში უნდა იყოს სიტყვა „მოყვარე“. ლუარსაბი „მოყვარეა“. მას პირდაპირ, პირში უნდა უთხრა სიმართლე, როგორც ახლობელს. ლუარ- საბი მოყვარეა, მტერი არაა. დავიმახსოვროთ.

დეტალები

ავტორი:
ილია ჭავჭავაძე
ჟანრი:
მხატვრული ლიტერატურა
სერია:
გადავიკითხოთ
ISBN:
9789941357589
წიგნის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
მაგარი
გვერდები:
166
გამოშვების წელი:
2023

ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე (დ. 8 ნოემბერი, 1837, სოფელი ყვარელი გ. 12 სექტემბერი, 1907, წიწამური), დიდი ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს 1861–1907 წლების...