კაცმანობის გარეშე

საშა კაცმანი

მარაგშია

„რა გვაღვიძებს ღამით ტკბილად ძილისას? კოშმარი, ხმაური გარეთ, ბუნებრივი მოთხოვნილება...მიზეზი ბევრია, მაგრამ საფუძველი ერთი: უნდა შეწუხდე, რომ გამოიღვიძო. მექანიზმი, რომელიც გაღვიძებისას თითს მაშინვე snooze ღილაკზე გვაჭერინებს, მუდმივად ასეა მომართული - ურჩევნია დარჩეს კოშმარში თუ ტკბილ სიზმარში და ნებისმიერი წამიერი გამოფხიზლებაც კი უგულებელყოს, გვერდი იცვალოს და ძილის გაგრძელება სცადოს“.

საშა კაცმანი ანტრეპრენერი, პოდკასტერი, პიროვნული და ორგანიზაციული ცნობიერების განვითარების მენტორია, რომელიც თვითგამორკვევის გზაზე 3000-ზე მეტ ადამიანს დაეხმარა. ამავდროულად, ის არის ადამიანი, რომელიც, კლასიკური გაგებით წარმატების ზენიტში მყოფი, „თვითშემეცნების ორმოში“ ჩავარდა, „გმირის მოგზაურობის გზას“ დაადგა და საკუთარი ხელით დაანგრია ქოხი, სარდაფში განძის მოსაძებნად.

გზა გამთლიანებისკენ რთული და მტკივნეულია - საკუთარი ეგოს მხილებას, სისუსტეების გამოაშკარავებასა და ტყუილების გაშიშვლებას მოითხოვს. ბოლოსდაბოლოს, ვინ არის საშა კაცმანი კაცმანობის - რეგალიების, ფულის, გავლენის, რეპუტაციისა და ძალაუფლების - გარეშე? ვინ ხარ შენ იმის გარეშე, რაც გასწავლეს საკუთარ თავზე? რამდენად იცნობ შენს ეგოს? ის ხარ, ვინც აკვირდება, თუ ის, ვისაც აკვირდებიან?"

დეტალები

ავტორი:
საშა კაცმანი
ჟანრი:
შემეცნებითი წიგნები
სერია:
ლურჯი ოკეანე
ISBN:
9789941382147
წიგნის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
რბილი
გვერდები:
292
წიგნის ფორმატი:
14/21
გამოშვების წელი:
2025

საშა კაცმანი

საშა კაცმანი — მარკეტინგისა და ორგანიზაციული კულტურის ექსპერტი, Katsman & Friends-ის დამფუძნებელი და არაერთი საერთაშორისო ფორუმის სპიკერი. მას მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ბერლინის კრეატიული ლიდერშიფის...