{"product_id":"kona-rcheuli-natsarmoebebi","title":"კონა რჩეული ნაწარმოებები","description":"\u003cp\u003e\"2021 წელს ქართველი მწერლის, საზოგადო მოღვაწისა და ფემინისტის, ეკატერინე თარხნიშვილი-გაბაშვილის (1851-1938), დაბადებიდან 170 წელი შესრულდა.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eეკატერინე გაბაშვილს მოღვაწეობამ მეტად რთულ, წინააღმდეგობებით აღსავსე, სოციალურად თუ პოლიტიკურად გარდამავალ ეპოქაში მოუწია. მისი მწერლური ოსტატობა, საზოგადოებრივი აქტიურობა და მსოფლ-მხედველობის მასშტაბურობა თამამად უსწორებს თვალს ეპოქის პარადო-ქსებს და მნიშვნელოვნად უსწრებს ეპოქალურ მოვლენებს, ამდენად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაბაშვილის პროზის განხილვა დღევანდელობის კონტექსტში. ეს ”დაბრუნებაც“ სწორედ მწერლის პოპულარი-ზაციასა და მის ნაწარმოებთა ხელახლა, სხვადასხვა პერსპექტივიდან წაკითხვას გულისხმობს. კრებულში თავმოყრილია მწერლის როგორც კარგად ნაცნობი, ისე შედარებით მივიწყებული მოთხრობები, აქვეა მისი ერთადერთი პიესა და მოგონებებიც. ეს ყოველივე კი მკითხველს შეუქმნის შესაბამის სივრცეს გაბაშვილის შემოქმედების ხელახლა გასააზრებლად. \"\u003c\/p\u003e","brand":"ეკატერინე გაბაშვილი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809821147389,"sku":"PL-4343","price":22.04,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/gabaSvili-200x260__1__996dc4ac4a5d75006e7a7002f391ce5d.png?v=1793831113","url":"https:\/\/www.rcheuli.ge\/products\/kona-rcheuli-natsarmoebebi","provider":"Rcheuli","version":"1.0","type":"link"}