კულისებს მიღმა რა ღირს საქართველო?

გია ხუხაშვილი

მარაგშია

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საქართველოს ისტორიის ბოლო ორ ათწლეულში განვითარებული პოლიტიკური პროცესის კულისებს მიღმა გვახედებს და გვიყვება საკვანძო პოლიტიკური მოვლენებისა და კიდევ უფრო საკვანძო პოლიტიკური ფიგურების შესახებ.

ეს არც ისტორიაა, არც მემუარები, არც პუბლიცისტიკა და არც დოკუმენტური პროზა. წიგნში ერთიან ისტორიულ კონტექსტშია მოქცეული უახლესი ისტორიის ფრაგმენტები, რომლებიც ბევრ საფიქრალს აღძრავენ და, რაც ყველაზე საინტერესოა, დაგვანახვებენ იმას, რაც ფასადზე არ ჩანს.

წიგნში მოთხრობილია ნამდვილი ამბები, რომლებშიც ბევრი მოქმედი თუ ყოფილი პოლიტიკოსი და ფუნქციონერი ამოიცნობს საკუთარ თავს. ბადრი პატარკაციშვილთან, ზურაბ ჟვანიასა და ბიძინა ივანიშვილთან მჭიდრო მეგობრული და საქმიანი ურთიერთობის პარალელურად, ავტორს შესაძლებლობა ჰქონდა, ახლო დისტანციიდან დაჰკვირვებოდა და ხშირ შემთხვევაში თავადაც მიეღო მონაწილეობა იმ პროცესებში, რომელთა გავლენითაც ყალიბდება საქართველოში პოლიტიკური და ეკონომიკური პრიორიტეტები.

ნამდვილი ამბები ხელისუფლების კულისებიდან - დაფიქრებისთვის, განსჯისთვის და დასკვნების გამოსატანად.

დეტალები

ავტორი:
გია ხუხაშვილი
ჟანრი:
ისტორია
ISBN:
9789941356254
წიგნის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
რბილი
გვერდები:
315
წიგნის ფორმატი:
14X21
გამოშვების წელი:
2023

გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილი დაიბადა 1959 წლის 29 ოქტომბერს. 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1990-1991 წლებში მუშაობდა უზენაესი საბჭოს საგარეო კომიტეტში. 1993-1998 წლებში ჰქონდა...