{"product_id":"kulisebs-mighma-ra-ghirs-saqartvelo","title":"კულისებს მიღმა რა ღირს საქართველო?","description":"\u003cp\u003eპოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საქართველოს ისტორიის ბოლო ორ ათწლეულში განვითარებული პოლიტიკური პროცესის კულისებს მიღმა გვახედებს და გვიყვება საკვანძო პოლიტიკური მოვლენებისა და კიდევ უფრო საკვანძო პოლიტიკური ფიგურების შესახებ.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eეს არც ისტორიაა, არც მემუარები, არც პუბლიცისტიკა და არც დოკუმენტური პროზა. წიგნში ერთიან ისტორიულ კონტექსტშია მოქცეული უახლესი ისტორიის ფრაგმენტები, რომლებიც ბევრ საფიქრალს აღძრავენ და, რაც ყველაზე საინტერესოა, დაგვანახვებენ იმას, რაც ფასადზე არ ჩანს.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eწიგნში მოთხრობილია ნამდვილი ამბები, რომლებშიც ბევრი მოქმედი თუ ყოფილი პოლიტიკოსი და ფუნქციონერი ამოიცნობს საკუთარ თავს. ბადრი პატარკაციშვილთან, ზურაბ ჟვანიასა და ბიძინა ივანიშვილთან მჭიდრო მეგობრული და საქმიანი ურთიერთობის პარალელურად, ავტორს შესაძლებლობა ჰქონდა, ახლო დისტანციიდან დაჰკვირვებოდა და ხშირ შემთხვევაში თავადაც მიეღო მონაწილეობა იმ პროცესებში, რომელთა გავლენითაც ყალიბდება საქართველოში პოლიტიკური და ეკონომიკური პრიორიტეტები.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eნამდვილი ამბები ხელისუფლების კულისებიდან - დაფიქრებისთვის, განსჯისთვის და დასკვნების გამოსატანად.\u003c\/p\u003e","brand":"გია ხუხაშვილი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809801715965,"sku":"PL-5302","price":19.44,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/Kulisebs_migma_9dd9d727d021346f92abeb475add7aed.png?v=1793830838","url":"https:\/\/www.rcheuli.ge\/products\/kulisebs-mighma-ra-ghirs-saqartvelo","provider":"Rcheuli","version":"1.0","type":"link"}