ლიდერობის ხელოვნება

დეივ ლოგანი

მარაგშია

ლიდერობის შესახებ უამრავი წიგნია დაწერილი ათწლეულების განმავლობაში, თუმცა, ვფიქრობ, „ლიდერობის ხელოვნება“, რომელიც 2011 წელს დეივ ლოგანმა და ჯონ კინგმა შექმნეს, ერთერთი ყველაზე საინტერესო, პრაქტიკული და სასარგებლო წიგნია. „ლიდერობის ხელოვნება“ არ არის უბრალოდ წიგნი, ეს არის სახელმძღვანელო როგორც იმ ადამიანებისთვის, ვისაც უნდათ, რომ გახდნენ საუკეთესო ლიდერები, ასევე მათთვის, ვინც უკვე ფიქრობენ, რომ ლიდერები არიან. წიგნში მოცემულია ორგანიზაციული კულტურის 5 საფეხური, რომლებიც ძალიან კარგად აღწერს თანამედროვე ორგანიზაციებისა და ლიდერების ურთიერთკავშირს, ლიდერების როლს ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებასა და წარმატებაში. სწორედ „ლიდერობის ხელოვნება“ გახდა საწინდარი იმისა, რომ წიგნის ერთ-ერთი თანაავტორი, ჯონ კინგი, მოგვეწვია საქართველოში „საერთაშორისო ბიზნესფორუმზე“ (IBF Bატუმი 2017).

დეტალები

ავტორი:
დეივ ლოგანი
ჟანრი:
ბიზნესი
სერია:
ლურჯი ოკეანე
ISBN:
9789941384905
წიგნის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
რბილი
გვერდები:
336
წიგნის ფორმატი:
14/21
გამოშვების წელი:
2017

დეივ ლოგანი

დეივ ლოგანი არის ამერიკელი მწერალი. მისი წიგნი ''ლიდერობის ხელოვნება'' გახდა New York Time-ის ბესტსელერი.