მარკეტინგი არ მუშაობს
მარაგშია
”მარკეტინგი არ მუშაობს”. ამ ფრაზას ხშირად მაშინ გაიგონებ, როცა თითქოს უკვე ყველაფერი გაკეთდა, რაც საჭირო იყო, მაგრამ სასურველი შედეგი მაინც არ ჩანს. ფული იხარჯება, კამპანია ეშვება, რეკლამა ტრიალებს... მაგრამ თვის ბოლოს მაგიდასთან მთავარი კითხვა ისევ უპასუხოდ რჩება: ჯანდაბა, სად არის ფული?
სინამდვილეში, ჩვენ უბრალოდ მივეჩვიეთ ბრმად სიარულს და უფრო მეტი ხმაურის შექმნას თვალის ასახვევად. ვზეიმობთ, როცა რაღაც იწყებს მოძრაობას და გვავიწყდება, რომ მოძრაობა ყოველთვის არ ნიშნავს მოგებას.
ეს წიგნი მხოლოდ დამფუძნებლებისთვის არ დაწერილა. ის ყველასთვისაა, ვინც ამ საერთო ქაოსში ზის და ფიქრობს: სად იკარგება ჩემი შრომა?
როცა ბიზნესში სისტემა მოშლილია, ადამიანები ორმაგად იღლებიან და ბოლოს საკუთარ თავს ადანაშაულებენ. არადა, პრობლემა ადამიანებში იშვიათადაა. პრობლემა ყოველთვის მარკეტინგის არქიტექტურაშია. არა აქვს მნიშვნელობა, ბიზნესს მართავ, კამპანიას უშვებ თუ ახლა შედგი ფეხი მარკეტინგის და გაყიდვების სფეროში.
ილუზიების დრო დასრულდა. თუ გინდა, შენი შრომა დაფასდეს, წაიღე ეს წიგნი. დავიწყოთ.
დეტალები
- ავტორი:
- დავით ჩქოტუა
- ჟანრი:
- მარკეტინგი
- სერია:
- ლურჯი ოკეანე
- ISBN:
- 9789941387944
- წიგნის ენა:
- ქართული
- ყდის ტიპი:
- რბილი
- გვერდები:
- 224
- წიგნის ფორმატი:
- 14/21
- გამოშვების წელი:
- 2026