მარო მაყაშვილის დღიური

მარაგშია

მარო მაყაშვილის, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდა ქალის, დღიური რჩება ერთ-ერთ ყველაზე შთამაგონებელ ტექსტად, რომელშიც აღწერილია არა მხოლოდ 1921 წლის სამხედრო ვითარება, არამედ 16 წლის მოზარდის ცხოვრებაც.

ამ წიგნში გაიცნობთ მაროს, არა მხოლოდ როგორც ეროვნულ გმირს, არამედ როგორც პირველი კურსის სტუდენტს, რომელსაც საფრანგეთში სამეურნეო საქმის სწავლა უნდა: „მე თვითონ მინდა ვიმუშაო ჩემ მიწაწყალზედ“; გოგონას, რომელიც წითლდება, როცა უცნობ თეთრჩოხიანს გადაეყრება შემთხვევით: „კარგი სახე აქვს. ძალიანაც მინდა გავიცნო“; და მებრძოლს, ვისთვისაც სამშობლოზე ფიქრია მამოძრავებელი ძალა:

„ეჰ! რა დროს პირად გრძნობებზეა ლაპარაკი. ამ დღეებში წყდება საქართველოს ბედ-იღბალი... სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ... რა არის უმაღლესი და ულამაზესი სამშობლოსადმი სიყვარულის გრძნობისა“.

ეს გამოცემა კიდევ ერთხელ გააცოცხლებს გოგონას, რომელიც თავისუფლებისა და სამშობლოს სიყვარულის სიმბოლოდ იქცა; გოგონას, რომლის მთავარი იარაღიც სიმართლისა და ღირსების დაცვა იყო და რომელმაც გარდამტეხ დროს თქვა, მე იქ უნდა ვიყო, სადაც იღვრება თანამემამულეთა სისხლი და ცრემლიო.

დეტალები

ჟანრი:
ქართველი ავტორები
სერია:
ნამდვილი ამბების თარო
ISBN:
9789941381423
წიგნის ენა:
ქართული
გამოშვების წელი:
2025