{"product_id":"maro-mayashvilis-dghiuri-limitirebuli-gamotsema","title":"მარო მაყაშვილის დღიური ლიმიტირებული გამოცემა","description":"\u003cp\u003eმარო მაყაშვილის, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდა ქალის, დღიური რჩება ერთ-ერთ ყველაზე შთამაგონებელ ტექსტად, რომელშიც აღწერილია არა მხოლოდ 1921 წლის სამხედრო ვითარება, არამედ 16 წლის მოზარდის ცხოვრებაც.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eამ წიგნში გაიცნობთ მაროს, არა მხოლოდ როგორც ეროვნულ გმირს, არამედ როგორც პირველი კურსის სტუდენტს, რომელსაც საფრანგეთში სამეურნეო საქმის სწავლა უნდა: „მე თვითონ მინდა ვიმუშაო ჩემ მიწა-წყალზედ“; გოგონას, რომელიც წითლდება, როცა უცნობ თეთრჩოხიანს გადაეყრება შემთხვევით: „კარგი სახე აქვს. ძალიანაც მინდა გავიცნო“; და მებრძოლს, ვისთვისაც სამშობლოზე ფიქრია მამოძრავებელი ძალა: „ეჰ! რა დროს პირად გრძნობებზეა ლაპარაკი. ამ დღეებში წყდება საქართველოს ბედ-იღბალი... სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ... რა არის უმაღლესი და ულამაზესი სამშობლოსადმი სიყვარულის გრძნობისა“.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eეს გამოცემა კიდევ ერთხელ გააცოცხლებს გოგონას, რომელიც თავისუფლებისა და სამშობლოს სიყვარულის სიმბოლოდ იქცა; გოგონას, რომლის მთავარი იარაღიც სიმართლისა და ღირსების დაცვა იყო და რომელმაც გარდამტეხ დროს თქვა, მე იქ უნდა ვიყო, სადაც იღვრება თანამემამულეთა სისხლი და ცრემლიო.\u003c\/p\u003e","brand":"Rcheuli","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809773797629,"sku":"PL-6088","price":45.5,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/4_17d4c9cce361f280b1c15761aa9a3421.png?v=1793830435","url":"https:\/\/www.rcheuli.ge\/products\/maro-mayashvilis-dghiuri-limitirebuli-gamotsema","provider":"Rcheuli","version":"1.0","type":"link"}