მარტოკაცი

ფრედერიკ ბეგბედერი

მარაგშია

ამ რომანს თამამად შეიძლება ეწოდოს „მამაჩემის წიგნი“. ფრედერიკ ბეგბედერი მამის, ჟან-მიშელ ბეგბედერის (1938-2023), „საძებნელად“ მიდის, ცდილობს „ამოხსნას“ ეს მარტოსული და გულჩახვეული კაცი, რომელიც კათოლიკუა სამხედრო სკოლა-ინტერნატმა, მერე კი „ჯვრისკრიალოსნიან კაპოებსა“ და ძმებ მარიანისტებთან გატარებულმა წლებმა სამუდამოდ გამოაწრთო. მენეჯმენტი ჰარვარდის ბიზნესსკოლაში შეისწავლა და გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან, თითქმის 50 წლის განმავლობაში, „მთელი CAC40 მოაყომარა” — ის „თავებზე მონადირე“ იყო, მსოფლიოს სხვადასხვა კომპანიისთვის ტოპმენეჯერებს არჩევდა.

„მარტოკაცი“ ელეგიაა აწ უკვე გარდაცვლილ მამაზე, ჰედონისტთა თაობის პორტრეტი. ჟან-მიშელ ბეგბედერი ერთდროულად პესიმისტი ფილოსოფოსი და მაღალი საზოგადოების ფლეიბოი იყო, რომელიც ენთუზიაზმით იღებდა XX საუკუნეს, მის სიამეებსა და ნაკლოვანებებს, გლობალიზაციას. შვილი სიყვარულით წერს მამაზე, რომელიც მრა ვალი წლის შემდეგ „იპოვა“ და გაიცნო.

დეტალები

ავტორი:
ფრედერიკ ბეგბედერი
მთარგმნელი:
ვალერი ოთხოზორია
ჟანრი:
მხატვრული ლიტერატურა
სერია:
წლის ბესტსელერი
ISBN:
9789941385858
წიგნის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
რბილი
გვერდები:
196
წიგნის ფორმატი:
14/21
გამოშვების წელი:
2026

ფრედერიკ ბეგბედერი

ბეგბედერმა განათლება მიიღო მონტენისა და ლუი-ლე-გრანის ლიცეუმებში. შემდეგ დაამთავრა პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი. უმაღლესი განათლება აქვს მიღებული მარკეტინგშიც. 1990 წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი რომანი: „შეშლილი...