მეამბოხე

თეონა დოლენჯაშვილი

მარაგშია

შეიძლება თუ არა იდეა იქცეს მატერიად, სიტყვა ალქიმიურ ნაერთად, ხოლო წიგნი იარაღად? სწორედ ამას ცდილობს წიგნის გმირი მწერალი ქალი, რომელიც ქვეყანაში შექმნილ ავტორიტარულ რეჟიმს დაუპირისპირდება და წიგნების რევოლუციის ლიდერი გახდებ. ეს არის ქალი, რომელიც საკუთარ თავზე გამოცდის ჩაგვრას ბავშვობაში, ოჯახურ ძალადობას სახლში, წერის და თავისუფლების აღკვეთას ქვეყანაში და ყველაზე დაუმორჩილებელ მეამბოხედ გვევლინება.

„მეამბოხე“ მრავალსახოვანი რომანია, რომელშიც ერთმანეთს ენაცვლება რეალისტური და ნატურალისტური სურათები, დისტოპიური პასაჟები და ალუზიური, ინტერტექსტუალური თხრობა. წიგნს ფონად გასდევს ჩვენი ქვეყნის რეალობა 90-იანი წლებიდან დღემდე და მისი რთული, ასევე ამბოხით სავსე ისტორია.

წიგნის მთავარი გმირი სიტყვაა, წიგნია, ლიტერატურაა, რომელსაც შეუძლია იქცეს გამოსავლად, ხელშესახებ მატერიად და ყველაზე მძლავრ იარაღად ბოროტებისა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუ მწერალი ქალი ნამდვილ ამბოხს გადაწყვეტს.

დეტალები

ავტორი:
თეონა დოლენჯაშვილი
ჟანრი:
მხატვრული ლიტერატურა
სერია:
იკითხე ქართული XXI
ISBN:
9789941380167
წიგნის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
რბილი
გვერდები:
304
წიგნის ფორმატი:
14x21
გამოშვების წელი:
2024

თეონა დოლენჯაშვილი

თეონა დოლენჯაშვილი (დ. 25 თებერვალი, 1977, ქუთაისი) — ქართველი მწერალი, ჟურნალისტი, ლიტერატურული პრემია „საბას“ ორგზის ლაურეატი. თეონა დოლენჯაშვილი დაიბადა 1977 წლის 25 თებერვალს, ქალაქ ქუთაისში....