{"product_id":"meambokhe-mtvare","title":"მეამბოხე მთვარე","description":"\u003cp\u003eმთვარეზე ამბოხებაა — ყოფილი შრომა-გასწორების კოლონია აუჯანყდა მმართველ ადმინისტრაციასა და დედამიწას, რადგან მთვარეზეც არ არის ამოუწურავი სასიცოცხლო რესურსი და მის მოსახლეობას შიმშილით სიკვდილი ელის.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eმთვარეულებს უკვე თავიანთი კულტურა აქვთ, თავიანთი წყობა, ოჯახური კავშირები, თუმცა ჩვენთვის, დედამიწელებისთვის, ცოტა უჩვეულო. აქ ათასნაირი ჯურისა და მრწამსის ხალხი ცხოვრობს, მათ შორის არიან რევოლუციის შემოქმედნი: კომპიუტერის ოპერატორი ახალგაზრდა მამაკაცი, ენერგიული აგიტატორი ქალიშვილი, მოხუცი სწავლული და რაც მთავარია, სუპერკომპიუტერი „მაიკი“, რომელზეც ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ აზროვნება შეუძლია. შეძლებენ მთვარის ბინადრები დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნას? — ამას ამ საინტერესო წიგნში შეიტყობთ.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eრობერტ ჰაინლაინის გასულ საუკუნეში დაწერილი (1965-1966) ეს ფანტასტიკური ჟანრის რომანი დაჯილდოებულია პრესტიჟული პრემიებით “ჰუგო“ და “პრომეთე“, ხოლო გამომცემლობა Penguin Random house-ის მიერ მკითხველებისთვის შეთავაზებულ XX საუკუნეში ინგლისურ ენაზე დაწერილი საუკეთესო რომანების ჩამონათვალში მეთხუთმეტე ადგილი დაიკავა.\u003c\/p\u003e","brand":"რობერტ ჰაინლაინი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809765671165,"sku":"PL-6317","price":32.44,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/meamboxe_mtvare_4e548e2706fbed0bc2fd4940dfd999d0.jpg?v=1793830255","url":"https:\/\/www.rcheuli.ge\/products\/meambokhe-mtvare","provider":"Rcheuli","version":"1.0","type":"link"}