მეორედ მოსვლა

ოლანი ბიწაძე

მარაგშია

"ოლანი ბიწაძის „მეორედ მოსვლა“ მოთხრობების კრებულია და ავტორმა ის ორიგინალური კლასიფიკაციით - 2 და 1 ნაწილად - შემოგვთავაზა. ასეთი დაყოფა მოთხრობების თემატურ და კონცეპტუალური ხაზს გამოკვეთს.

პირველი ნაწილს (2) ორი პროტაგონისტი ჰყავს, იქნება ეს ჩრდილის თეორიით შეპყრობილი ქალი და მამაკაცი, გამოგონილ სოფელში მცხოვრები შეყვარებული წყვილი, პარანორმალურ მოვლენაზე მომუშავე ჟურნალისტი და ოპერატორი, თუ ბავშვობის მეგობრები, რომელთაგან ერთ-ერთს საკუთარი ბავშვობაც კი აღარ ახსოვს.

...და მათავარი კითხვა: პირდაპირ აწმყოთი არაფერი იწყება. მაგრამ აწმყო წარსული როგორ უნდა გახდეს, თუ ის არასოდეს ყოფილა?

მეორე ნაწილის (1) მოთხრობების პერსონაჟები კი – დაკარგული ნივთების კლუბის წევრები, ილუზიონისტობაზე მეოცნებე ბიჭი, ატრაქციონების პარკის დირექტორი თუ ოთხი ქალიშვილისა და ოთხი ცხენის პატრონი გლეხი – დამოუკიდებლად, მარტოები უნდა გაუმკლავდნენ იმ ცხოვრებისეულ გამოწვევებს, რომლებიც მათ მაგიური რეალიზმით გაჟღენთილ პარადოქსულ თუ აბსურდულ სიტუაციებში აყენებს.

...და მთავარი დასკვნა: შეიძლება ყველაზე ნამდვილი ზუსტად ის არის, რაც მხოლოდ ერთი ადამიანისთვის ხდება.

"

დეტალები

ავტორი:
ოლანი ბიწაძე
ჟანრი:
მხატვრული ლიტერატურა
ISBN:
9789941358562
წიგნის ენა:
ქართული
გამოშვების წელი:
2023

ოლანი ბიწაძე

დავიბადე და გავიზარდე ქალაქ ჭიათურაში. წერასთან ჩემი ურთიერთობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა დღიურს ცხოვრებისეულ ამბებს ვუყვებოდი და რადგან ხშირად წაკითხვის შემდეგ ეს ამბები არ...