{"product_id":"meurnis-entsiklopedia-yvelaferi-saojakho-meurneobis-shesakheb","title":"მეურნის ენციკლოპედია - ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ","description":"\u003cp\u003e„მეურნის ენციკლოპედია - ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ“ უნიკალური გამოცემაა, რომელიც სრულყოფილ ინფორმაციას აწვდის პრაქტიკოს მეურნეებსა და დამწყებ ფერმერებს. ავტორის პროფესიული რეკომენდაციების გათვალისწინებით, მკითხველი ამომწურავ პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას შეიძენს საკარმიდამო ნაკვეთის მოწყობის წესებსა და ნებისმიერ თავისებურებაზე. ცალკეულ თავებში აღწერილია მარცვლოვანი კულტურებისა და ვაზის მოვლის მეთოდები; სასარგებლო რჩევები შინაური პირუტყვის, ფრინველის მოშენება-მოვლის თაობაზე; ავტორი გვაწვდის დაწვრილებით ცნობებს კულტურული და დეკორატიული მცენარეების შესახებ; მკითხველს უთუოდ დააინტერესებს მასალები მეთევზეობასა და მეფუტკრეობაზე. წიგნში აღწერილია სამკურნალწამლო მცენარეები და მათი გამოყენების წესები; განხილულია სუნელ-სანელებლები და საღებავი მცენარეები, მათი დანიშნულება და მოკლე ისტორიული ცნობები. მკითხველს ვთავაზობთ პრაქტიკულ რჩევებს, ყოველდღიურ საქმიანობაში გამოსადეგ საინტერესო და სახალისო ამბებს მცენარეთა და ცხოველთა სამყაროდან. მეურნის ენციკლოპედია კარგ სამსახურს გაუწევს ფერმერებს, სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირებს, უნივერსიტეტების პროფილური ფაკულტეტების სტუდენტებს.ყველას, ვისაც ბუნება უყვარს.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eროგორ დავგეგმოთ ნაკვეთი?\u003c\/p\u003e\u003cp\u003eროგორ მოვუაროთ ვენახს, ბოსტნეულს, კენკროვან-ბალახოვან დაკაკლოვან კულტურებს?\u003c\/p\u003e\u003cp\u003eროგორ ვიზრუნოთ ფუტკარზე, შინაურ ფრინველებსა და ცხოველებზე?\u003c\/p\u003e\u003cp\u003eროგორ დავამშვენოთ კარ-მიდამო დეკორატიული მცენარეებით?\u003c\/p\u003e","brand":"ნიკოლოზ იოსებიძე","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809819279613,"sku":"PL-4559","price":45.44,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/2__1__023dd7db90ddccc222d8ac89205c596e.png?v=1793831083","url":"https:\/\/www.rcheuli.ge\/products\/meurnis-entsiklopedia-yvelaferi-saojakho-meurneobis-shesakheb","provider":"Rcheuli","version":"1.0","type":"link"}