მფარველი ანგელოზი
მარაგშია
იცი, რომ ანგელოზებიც დადიან სკოლაში? არა? მაშინ არც ის გეცოდინება, რას სწავლობენ იქ, ცაში, ღრუბლებზე მოწყობილ საკლასო ოთახებში, და ვერც წარმოიდგენ. ეს რომ გაიგო, ამ წიგნის ყდაზე დახატული ანგელოზი უნდა გაიცნო კარგად. მისი თავგადასავალი არცერთი სხვა მოსწავლის თავგადასავალს არ ჰგავს და ამიტომაც უბრალოდ საინტერესო კი არა, დაუვიწყარია.
მთავარი კი ამ თავგადასავალში ფუმფულა, წკავწკავა, ნახშირივით შავი და ბრიალათვალებიანი ლეკვია, რომელზეც ოცნებობდა ჩვენი ანგელოზი. დიახ, ეს წიგნი ანგელოზისა და ლეკვის მეგობრობაზე გიამბობს, კიდევ - სიყვარულზე, ზრუნვაზე, ერთგულებაზე. და, რაც მთავარია, გასწავლის, როგორ შეიძინო პროფესია - ძაღლების მფარველი ანგელოზი.
დეტალები
- ავტორი:
- დიანა ანფიმიადი
- ჟანრი:
- საბავშვო შემეცნებითი
- ISBN:
- 9789941359996
- წიგნის ენა:
- ქართული
- ყდის ტიპი:
- მაგარი
- გვერდები:
- 20
- წიგნის ფორმატი:
- 20.5 X 22
- გამოშვების წელი:
- 2024
მფარველი ანგელოზი
21 ₾
შეკვეთა