{"product_id":"mkhevlis-tsigni","title":"მხევლის წიგნი","description":"\u003cp\u003eერთ დღეს ვცდი რაღაც ასეთის დაწერას, ოღონდ ქალი მთხრობლით. რა თქმა უნდა, ის სრულიად განსხვავებული იქნება“, უთხრა საკუთარ თავს, როცა ჯორჯ ორუელის „1984“ წაიკითხა.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eდა მარგარეტ ეტვუდმა დაწერა „მხევლის წიგნი“ წიგნი მომავალზე, რომელიც ახლოს არის, იმაზე, რა შეიძლება მოხდეს, თუ გამუდმებით თვალს დავხუჭავთ ძალადობაზე, შევუშინდებით პრობლემების დანახვას, ჩავიკეტებით და არ შევიმჩნევთ, როგორ იკრებენ ძალებს რელიგიური ექსტრემისტები და აფართოებენ თავიანთ გავლენას. ხე- ლისუფლების სათავეში მყოფი ძალები კი ამას იყენებენ იარაღად და იწყებენ ცენზურას, დევნას, ქალებისთვის ქონებისა და ყველანაირი უფლების ჩამორთმევას. ეს ყველაფერი ხდება „მხევლის წიგნში“ და მკითხველი თვალს ადევნებს, როგორ იქცევა წიგნის მთავარი პერსონაჟი ქალი მხევლად უუფლებო არსებად, რომელსაც საკუთარი ფიქრებისა და გრძნობებისაც კი ეშინია. მას აღარ აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი სახელი, ეკრძალება სიყვარული, საუბარი, მუშაობა, წერა-კითხვა, თავისუფლად სიარული... მხოლოდ რეპრო- დუქციული უნარის მქონე ცოცხალი არსებაა და ესღაა მისი დანიშნულება. და ეს არის ყველა ქალის ხვედრი გალაადში, ქვეყანაში, რომლადაც გადაიქცა დემოკრატიული სახელმწიფო, რადგან მისმა მოქალაქეებმა დაკარგეს სიფხიზლე, მოქალაქეობრივი ინტერესი და ამ პასიურობით ძალმომრეობის ნორმად დამკვიდრება დაუშვეს.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eარის თუ არა შესაძლებელი ამგვარი მომავლის თავიდან არიდება? ამ კითხვაზე პასუხი წიგნში არ არის. პასუხი მკითხველშია.\u003c\/p\u003e","brand":"მარგარეტ ეტვუდი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809792508157,"sku":"PL-5671","price":22.04,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/mxevali_7bc56b1da48945aeca4202c101bcada6.png?v=1793830710","url":"https:\/\/www.rcheuli.ge\/products\/mkhevlis-tsigni","provider":"Rcheuli","version":"1.0","type":"link"}