მტრები. ამბავი ერთი სიყვარულისა.

ისააკ ბაშევის ზინგერი

მარაგშია

ნობელის პრემიის ლაურეატი პოლონელ-ამერიკელი მწერლის იცხოკ (ისააკ) ბაშევის ზინგერის გახმაურებული რომანი ომის ტრავმების ფონზე ჩასახული სასიყვარულო მრავალკუთხედის შესახებ.

სად მიდის ომი მას შემდეგ, რაც დასრულდება, ან მიდის კი სადმე? როგორია ომგამოვლილი ადამიანების ცნობიერება და ცხოვრება ომის დაწყება-დამთავრების დაფიქსირებული თარიღების მიღმა?

ჰერმან ბროდერი გადაურჩა ომს და ჰოლოკოსტს, ცხოვრობს ნიუ-იორკში, აქვს სამსახური, აღარ არის უპოვარი და აღარავინ დევნის, მაგრამ ის მაინც მუდმივ შიშში, შფოთვაში, დაუსრულებელ სიცრუესა და დაბნეულობაშია. არაფრით გამორჩეული, წარსულის ტრავმებით დამძიმებული კაცის ცხოვრებას ნორმალური კალაპოტიდან აგდებს მის თავს დატეხილი სასიყვარულო ბადეც - სამი ქალის სამგვარი სიყვარულის ტრაგიკომიკური და გროტესკული თავგადასავალი, რომელსაც ის ეგზისტენციალურ საფიქრალამდე მიჰყავს.

„მტრები. ერთი სიყვარულის ამბავი“ დიდოსტატის მიერ მოთხრობილი ამბავია იმაზე, როგორ შეიძლება ეძებო და ვერ იპოვო თავისუფლება, თავშესაფარი და შვება მაშინაც კი, როცა ეს ყველაფერი გეძლევა, და რომ ყველაზე დაუძლეველი და დაუსრულებელი საკუთარ თავთან გამოცხადებული ომია.

დეტალები

ავტორი:
ისააკ ბაშევის ზინგერი
მთარგმნელი:
კატია ვოლტერსი
ჟანრი:
მხატვრული ლიტერატურა
სერია:
ლიტერე ინვენტე
ISBN:
9789941388088
წიგნის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
რბილი
გვერდები:
316
წიგნის ფორმატი:
15X23
გამოშვების წელი:
2026

ისააკ ბაშევის ზინგერი

პოლონელ-ამერიკელი მწერალი, რომელიც წერდა იდიშზე. მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში 1978 წელს.