{"product_id":"mtrebi-ambavi-erti-siyvarulisa","title":"მტრები. ამბავი ერთი სიყვარულისა.","description":"\u003cp\u003eნობელის პრემიის ლაურეატი პოლონელ-ამერიკელი მწერლის იცხოკ (ისააკ) ბაშევის ზინგერის გახმაურებული რომანი ომის ტრავმების ფონზე ჩასახული სასიყვარულო მრავალკუთხედის შესახებ.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eსად მიდის ომი მას შემდეგ, რაც დასრულდება, ან მიდის კი სადმე? როგორია ომგამოვლილი ადამიანების ცნობიერება და ცხოვრება ომის დაწყება-დამთავრების დაფიქსირებული თარიღების მიღმა?\u003c\/p\u003e\u003cp\u003eჰერმან ბროდერი გადაურჩა ომს და ჰოლოკოსტს, ცხოვრობს ნიუ-იორკში, აქვს სამსახური, აღარ არის უპოვარი და აღარავინ დევნის, მაგრამ ის მაინც მუდმივ შიშში, შფოთვაში, დაუსრულებელ სიცრუესა და დაბნეულობაშია. არაფრით გამორჩეული, წარსულის ტრავმებით დამძიმებული კაცის ცხოვრებას ნორმალური კალაპოტიდან აგდებს მის თავს დატეხილი სასიყვარულო ბადეც - სამი ქალის სამგვარი სიყვარულის ტრაგიკომიკური და გროტესკული თავგადასავალი, რომელსაც ის ეგზისტენციალურ საფიქრალამდე მიჰყავს.\u003c\/p\u003e\u003cp\u003e„მტრები. ერთი სიყვარულის ამბავი“ დიდოსტატის მიერ მოთხრობილი ამბავია იმაზე, როგორ შეიძლება ეძებო და ვერ იპოვო თავისუფლება, თავშესაფარი და შვება მაშინაც კი, როცა ეს ყველაფერი გეძლევა, და რომ ყველაზე დაუძლეველი და დაუსრულებელი საკუთარ თავთან გამოცხადებული ომია.\u003c\/p\u003e","brand":"ისააკ ბაშევის ზინგერი","offers":[{"title":"Default Title","offer_id":71809760755965,"sku":"PL-6477","price":31.19,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0850\/8296\/4221\/files\/mtrebi_5de80a8394cc0549e8a87318af2d1105.jpg?v=1793830126","url":"https:\/\/www.rcheuli.ge\/products\/mtrebi-ambavi-erti-siyvarulisa","provider":"Rcheuli","version":"1.0","type":"link"}