ნეირონი

ლელა ლაშხი

მარაგშია

თუ ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ შენი სიზმრებიდან სრულიად გაქრა იძულებით დათმობილი მშობლიური ქალაქი, სახლი, საძინებელი... შენი ზღვა და მისი სურნელი, ხომ იფიქრებ, რომ იმედი მოკვდა? მაგრამ თუ ამ ყველაფერთან ერთად წარსულისგან დატოვებული ტკივილებიც ქრება, იქნებ თავისუფლების ყველაზე მძაფრი განცდის მიზეზსაც მიაგენი?!.

ლელა ლაშხის „ნეირონი“ ახალგაზრდა ქალის წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრების ამბავია და ეს ამბავი იმავდროულად საქართველოს უახლესი ისტორიის ფრაგმენტებსაც იტევს. ძალადობისა და მახინჯი ტრადიციების მსხვერპლი ქალი მსხვერპლის როლიდან გამოდის და მიდის ყველასა და ყველაფრისგან, რამაც მისი ტრაგიკული ყოფა განაპირობა. მაგრამ პიროვნების ტრანსფორმაცია ყოველთვის როდი ნიშნავს წარსულისგან გათავისუფლებასა და საკუთარი თავის პოვნას — აქამდე მთავარმა გმირმა ნეირონის ექსპერიმენტი და კიდევ წინააღმდეგობებით მოფენილი გრძელი გზა უნდა გაიაროს.

დეტალები

ავტორი:
ლელა ლაშხი
ჟანრი:
მხატვრული ლიტერატურა
სერია:
იკითხე ქართული XXI
ISBN:
9789941358388
წიგნის ენა:
ქართული
გვერდები:
320
წიგნის ფორმატი:
14x21
გამოშვების წელი:
2023

ლელა ლაშხი

ლელა ლაშხი — ქართველი მწერალი, რეჟისორი, ჟურნალისტი და ფოტოგრაფი. დაიბადა 1982 წლის 16 აპრილს, ჭიათურაში. განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შოთა რუსთაველის თეატრისა და...