ნიკანდრეს საიდუმლო

ელის დოჯსონი

მარაგშია

არდადეგებზე მთებში ასულ პატარა გოგონას დიდი საიდუმლო გაანდეს და წინაპართა მისიის გაგრძელება დააკისრეს. თურმე მის მშობლიურ სოფელში, მეტიც, მამა-პაპათა სახლში, პირდაპირ ცხვირწინ საოცრება არსებობდა. სისხლით შეფიცული ნიკანდრე გულმოდგინედ შეუდგა მნიშვნელოვანი ტვირთის ზიდვას, მაგრამ მალე აღმოაჩინა, რომ სისასტიკეს ვერ შეეგუებოდა და ვერც მარტო გადაჭრიდა უხსოვარი წარსულიდან ჩვენს დრომდე მოღწეულ პრობლემას... მკითხველის წინაშეა ლიტერატურული კონკურსის ” გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამარჯვებულის, ელის დოჯსონის (თამარ შენგელია), ახალი ფენტეზი, რომელშიც დაუჯერებელი ამბები სრულიად დამაჯერებლად ხდება და სიკეთე და სიყვარული იმარჯვებს.

დეტალები

ავტორი:
ელის დოჯსონი
ჟანრი:
ქართველი ავტორები
ISBN:
9789941351129
წიგნის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
რბილი
გვერდები:
156
წიგნის ფორმატი:
13/19.5
გამოშვების წელი:
2022

ელის დოჯსონი

ელის დოჯსონი არის მწერალი, ფსიქოლოგი და სცენარისტი. "გახდი ბესტსელერის ავტორი 2017" გამარჯვებული